საიდან ხვდება ბრიტანეთში რუსული წარმოების სამხედრო დანიშნულების ყველაზე სასიკვდილო ნივთიერება - რა არის "ნოვიჩოკი"? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საიდან ხვდება ბრიტანეთში რუსული წარმოების სამხედრო დანიშნულების ყველაზე სასიკვდილო ნივთიერება - რა არის "ნოვიჩოკი"?

თავის საცხოვრებელ სახლში უგონოდ აღმოაჩინეს და ქალაქ სოლსბერის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

13 ივლისის საღამოს ჩარლი როულის სახლში პოლიციამ მიაგნო პატარა ბოთლს, რომელშიც ლაბორატორიის ანალიზის თანახმად, 1980-იანი წლების საბჭოთა კავშირში შემქნილი სამხედრო დანიშნულების ნერვული მოქმედების მომწამვლელი ნივთიერება აღმოჩნდა. თუ როგორ მოხვდა ის როულის სახლში, ამის შესახებ ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

პოლიციის თქმით, ახლა მიმდინარეობს დამატებითი გამოძიება იმის დასადგენად, არის თუ არა ბოთლში აღმოჩენილი "ნოვიჩოკი" იგივე ნივთიერება, რომლითაც მარტში მოიწამლნენ ყოფილი რუსი ჯაშუში სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი, იულია.

mkurnali.ge

აშშ-ში მცხოვრები საბჭოთა ქიმიკოსი უილ მირზიანოვი მიიჩნევს, რომ ეიმსბერელი წყვილის მოწამვლა ახალი შეტევაა. მისი თქმით, "ნოვიჩოკი" თავის თვისებებს რამდენიმე თვის განმავლობაში ვერ ინარჩუნებს, რაც ნიშნავს, რომ ბრიტანეთში მისი შეტანის მუდმივად განახლება ხდება, რადგან ბოლო ორ თვეში ქვეყანაში ოთხი ადამიანი მოიწამლა.

ცნობისთვის: ნოვიჩოკი (რუს. Новичок - "ახალბედა") — ორგანოფოსფორული წარმოშობის ნერვული აგენტების ოჯახი, აცეტილქოლინესტერაზის ინჰიბიტორი. შეიმქნა საბჭოთა კავშირში 1970-80-იან წლებში. მიჩნეულია ყველაზე სასიკვდილო ნივთიერებად რაც ოდესმე შექმნილა, იგი 5-8 ჯერ უფრო ძლიერმოქმედია ვიდრე ცნობილი საბრძოლო საწამლავი VX. ნივთიერების შექმნის პროგრამა სსრკ-ში მიმდინარეობდა კოდური სახელწოდებით "ფოლიანტი".

"ნოვიჩოკის" ოჯახი შედგება ასამდე მსგავსი სტრუქტურის ნივთიერებათა ნარევისგან, რომლებსაც თავდაპირელად К-84 აღნიშვნა მიენიჭათ; მოგვიანებით აღნიშვნა შეიცვალა А-230-ზე. ყველა ვარიანტიდან სამხედრო თვალსაზრისით ყველაზე პერსპექტიული ნარევი А-232 იყო (ნოვიჩოკ-5).

"ნოვიჩოკის" ოჯახის საწამლავი სამხედრო დანიშნულებით არასოდეს გამოყენებულა.

2018 წლის მარტს, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა, ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ რუსეთის საგარეო დაზვერვის ყოფილი ჯაშუშის სერგეი სკრიპალის და მისი შვილის იულია სკრიპალის სოლსბერიში მოსაწამლად ასეთივე ნივთიერება გამოიყენეს.

mkurnali.ge