რა რეკომენდაციებს აძლევს პაატა იმნაძე მოსახლეობას ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა რეკომენდაციებს აძლევს პაატა იმნაძე მოსახლეობას ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებით

როგორც პაატა იმნაძემ განაცხადა, წელს საქართველოში ნაწლავურ ინფექციებთან დაკავშირებული სამი აფეთქება იყო.

"ზაფხულში ჩვეულებრივზე 20%-ით მეტია ხოლმე ნაწლავური ინფექციები სხვა სეზონებთან შედარებით, ახლაც ასეა. უბრალოდ ამ ინფექციების გამომწვევების შიდა გადანაწილება მოხდა. სამი მცირე აფეთქება გვქონდა - თბილისში, ერთ-ერთ მაღალმთიან კურორტზე და კახეთის ერთ-ერთ რაიონში. გამომწვევი იყო ენდოტოქსინ მაპროდუქცირებელი ნაწლავის ჩხირი", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ეს ბაქტერია ფაღარათს იწვევს, რაც საყურადღებოა.

"ძალიან საყურადღებოა სისხლიანი ფაღარათი. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართონ ექიმს. განსაკუთრებით საშიშია ეს ბავშვებსა და მოხუცებში", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ ნაწლავის ჩხირით გამოწვეული დაავადების ეპიდემია 2011 წელს გერმანიაში იყო.

"2011 წელს გერმანიაში იყო ეპიდემია, რამდენიმე ასეული ადამიანი გახდა ავად და 43 გარდაიცვალა. ჩვენთან საქართველოში ამ დაავადების შემთხვევების მატება იყო 2009-2011 წლებში, შემდეგ ყოველწლიურად თითზე ჩამოსათვლელი შემთხვევა იყო. წელს კი 45 შემთხვევამდე დაფიქსირდა. ამ 45-დან, საბედნიეროდ, არც ერთი არ დამთავრებულა ლეტალურად", - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე თქმით, ამ ინფექციამ თირკმელზე ისეთი გართულება შეიძლება გამოიწვიოს, რომ პაციენტს დიალიზი დასჭირდეს.

წაიკითხეთ ასევე: ნაწლავური ინფექციები

სეზონური ნაწლავური ინფექციები და მათი მკურნალობა