35 წლის ნატალია აბრამიშვილი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
35 წლის ნატალია აბრამიშვილი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
35 წლის ნატალია აბრამიშვილი, რომელიც მშობიარობის შემდეგ გარდაიცვალა
სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. სამშობიაროს დირექტორის, ნინო კაკულიას განცხადებით, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა.

ნინო კაკულიას ინფორმაციით, პაციენტის დაღუპვის ზუსტი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია. მისივე განმარტებით, ღუდუშაურის სახელობის სამედიცინო ცენტრში ოპერაციის დაწყების შემდეგ 35 წლის ქალს გული გაუჩერდა, რის მიზეზსაც ამჟამად ექსპერტიზა ადგენს. „ნინოს“ დირექტორის თქმით, საქმეში ჩართულია ჯანდაცვის სამინისტრო და საპარტულო პოლიცია.

„პაციენტმა კლინიკა „ნინოში“ 19:45 საათზე იმშობიარა,
სისხლდენა
კი მშობიარობიდან ორი საათის შემდეგ დაეწყო. წნევა დაუვარდა და სისხლდენის გამო სისხლის ბანკებისთვის მიმართვა გახდა საჭირო, თუმცა მისი ჯგუფის სისხლი არც ერთ პარტნიორ სისხლის ბანკს არ აღმოაჩნდა. ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანისას ჯერ კიდევ გონზე იყო. ჩვენ მეორე
დონის კლინიკა ვართ, ამიტომ პაციენტი
მესამე დონის კლინიკაში ღამის 01:00 საათზე, დროულად გადავიყვანეთ და იქ რა მოხდა, მერე უკვე არავინ იცის. გონზე იყო, როცა შევიდა, სტაბილურად ჰქონდა წნევა და იქ უკვე რა მოხდა, არ ვიცი, ექსპერტიზა დაადგენს და ჩვენ თვითონაც ვიძიებთ ამას.

ჩვენ დანაშაული არ მიგვიძღვის, რაც შეგვეძლო, რაც საჭიროა, ყველაფერი გაკეთდა. ჩვენთან არ დაღუპულა, ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. აქ იმშობიარა, სტაბილურ მდგომარეობაში გადავიყვანეთ და იქ დაიღუპა. მიზეზი რა გახდა, ჯერ არავინ იცის, ექსპერტიზა ჩართულია, ჩართულია დიდუბის რაიონის პოლიცია, ჯანდაცვის სამინისტრო და გაირკვევა ალბათ, გარდაცვალების მიზეზი. ჩვენ რაც შეგვეძლო და ჩვენი მონაცემებით პროტოკოლის მიხედვით ყველაფერი გაკეთებული იყო“, - განმარტა ნინო კაკულიამ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ერთი და იგივე დაავადების სიმპტომები სხვადასხვა სქესის ადამიანებში შეიძლება განსხვავებულად გამოვლინდეს.
03-09-2018
ქალებისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რაციონში სოიო. სოიოს მაღალი
21-08-2018
სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 35 წლის ნატალია აბრამიშვილის ძმა ირაკლი
15-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ
რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა
უკვე გატყობინებდით, რომ 26-27 ოქტომბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის შვიდმა მოსწავლემ, რომელიც გუშინ მოიწამლა, საავადმყოფო დატოვა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური
უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით ივანე მერაბიშვილის მძიმე
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი