პაციენტი კლინიკა „ნინოდან“ ჩვენთან შემოყვანისას იყო კრიტიკულ და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში - ღუდუშაურის კლინიკა მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
პაციენტი კლინიკა „ნინოდან“ ჩვენთან შემოყვანისას იყო კრიტიკულ და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში - ღუდუშაურის კლინიკა მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე
პაციენტი კლინიკა „ნინოდან“ ჩვენთან შემოყვანისას იყო კრიტიკულ და უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში - ღუდუშაურის კლინიკა მშობიარე ქალის გარდაცვალებაზე
შპს “ნინოდან” ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, - ამის შესახებ ღუდშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრის მიმღები და გადაუდებელი სამსახურის უფროსმა თათა ქაჩიბაიამ ჟურნალისტებს კლინიკა “ნინოში”მშობიარობის შემდეგ გარდაცვლილი 35 წლის ქალის შესახებ განუცხადა.

მისი თქმით, ღუდუშაურის კლინიკაში პაციენტი კატასტროფის ბრიგდამ შეიყვანა მაშინ, როცა მისი მდგომარეობა კრიტიკული და უკიდურესად მძიმე იყო, რაც სისხლის მასიური რაოდენობით დაკარგვამ გამოიწვია.

„შპს “ნინოდან” ღუდუშაურის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაში იქნა გადმოყვანილი, შემოსვლისას დაისვა დიაგნოზი - ფარული სისხლდენა, ჰემორაგიული შოკი. შემოსვლიდან 8 წუთში
პაციენტი საოპერაციო ბლოკში იქნა აყვანილი, ჩატარდა ოპერაცია, ინტრაოპერაციულად მუცლის ღრუში აღმოჩნდა დაახლოებით 4 ლიტრამდე სისხლი, მშობიარობის შედეგად გამოწვეული საშვილოსნოს გახევა. ჩატარებული ოპერაციული მკურნალობისა და რეანიმაციული ღონისძიებების მიუხედავად, მასიური სისხლის დანაკარგის გამო, რაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი იყო, პაციენტი გარდაიცვალა.

35 წლის პაციენტმა შპს “ნინოს” 10 აგვისტოს 15:00
საათზე მიმართა, 19:45 წუთზე ფიზიოლოგიურად იმშობიარა, რაც კლინიკის ფორმა 100-შიც დაფიქსირებულია, 22:00 საათზე დაუფიქსირდა დაბალი წნევა და საერთო სისუსტე და ღუდუშაურის კლინიკაში 00:35 წუთზე კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს“, - განაცხადა თათა ქაჩიბაიამ.

10 აგვისტოს ღამით სამშობიარო სახლ „ნინოში“ მშობიარობის შემდეგ 35 წლის ქალი გარდაიცვალა. როგორც „ინტერპრესნიუსს“„ნინოს“ დირექტორმა ნინო კაკულიამ განუცხადა, პაციენტს მშობიარობის შემდეგ სისხლდენა დაეწყო, რის გამოც მისი ღუდუშაურის სახელობის ეროვნულ სამედიცინო ცენტრში გადაყვანა გახდა საჭირო. ახალგაზრდა ქალი სწორედ ღუდუშაურის კლინიკაში დაიღუპა. საქმეზე შს სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლის 1-ელი ნაწილით დაიწყო, რომელიც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს და 2-4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
ერთი და იგივე დაავადების სიმპტომები სხვადასხვა სქესის ადამიანებში შეიძლება განსხვავებულად გამოვლინდეს.
03-09-2018
ქალებისთვის, განსაკუთრებით ხანდაზმულ ასაკში, კრიტიკულად მნიშვნელოვანია რაციონში სოიო. სოიოს მაღალი
21-08-2018
სამშობიარო სახლ „ნინოში“ ვერ მიიღეს ზომები, რომ ადამიანი გადაერჩინათ. დაღუპეს ანუ მოკლეს ადამიანი - ასე
13-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რეპერი ბერა ივანიშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს და რჩეულის ფოტოსთან ერთად
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
კონგრესის ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი"
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი სურათი „მონა ლიზა“ არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა პროფილის
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად