ექიმი - ნანგრევებში მოყოლილ ბავშვი კომაშია, სერიოზულ პრობლემას ქმნის თავის ტვინის დაზიანება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ექიმი - ნანგრევებში მოყოლილ ბავშვი კომაშია, სერიოზულ პრობლემას ქმნის თავის ტვინის დაზიანება
ექიმი - ნანგრევებში მოყოლილ ბავშვი კომაშია, სერიოზულ პრობლემას ქმნის თავის ტვინის დაზიანება
გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში მოყოლილ ერთ-ერთი მოზარდის მდგომარეობაზე, რომელიც რეფერალურ ჰოსპიტალში იმყოფება, ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

მოზარდი ბავშვთა რეანიმაციის განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა კრიტიკულია, რაც თავის ტვინის დაზიანებით არის გამოწვეული.

ანესთეზიისა და რეანიმაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ნიკოლოზ რთველიაშვილის განცხადებით, პაციენტს ასევე აღენიშნება სხვა დაზიანებებიც, კერძოდ, მენჯის ძვლის მოტეხილობაც.

„სიცოცხლისთვის საფრთხეს და სერიოზულ პრობლემას ქმნის თავის ტვინის ანოქსიური დაზიანება, არის უკიდურესად ღრმა კომაში. შემთხვევის მომენტში, როდესაც გული გაჩერდა და სუნთქვა არ ხდებოდა, 3-5 წუთით ტვინის გაჩერება საკმარისია იმისთვის,
რომ თავის ტვინი შეუქცევადად დაზიანდეს“, - განაცხადა ნიკოლოზ რთველიაშვილმა.

გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ძველი ავტოფარეხის ჩამონგრევის დროს, ნანგრევებში მოყვნენ 2004 წელს დაბადებული ზ.ხ., 2003 წელს დაბადებული გ.მ. და 2010 წელს დაბადებული ნ.ქ. სამივე არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რეპერი ბერა ივანიშვილი დაოჯახდა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში თავად წერს და რჩეულის ფოტოსთან ერთად
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
კონგრესის ორგანიზატორია ფარმაცევტული კომპანია "ფარმაკინეზისი"
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი სურათი „მონა ლიზა“ არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა პროფილის
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად