„მონა ლიზას“ სავარაუდოდ „ჩიყვი“, გულის დაავადება და ლიპიდური ცვლის დარღვევა ჰქონდა - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
„მონა ლიზას“ სავარაუდოდ „ჩიყვი“, გულის დაავადება და ლიპიდური ცვლის დარღვევა ჰქონდა
„მონა ლიზას“ სავარაუდოდ „ჩიყვი“, გულის დაავადება და ლიპიდური ცვლის დარღვევა ჰქონდა
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი სურათი „მონა ლიზა“ არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა პროფილის სპეციალისტების ყურადღების ცენტრში. ცოტა ხნის წინ მისით ექიმებიც დაინტერესდნენ. მათი აზრით, მოდელს სავარაუდოდ ჰიპერთირეოზი ჰქონდა, რაზეც მეტყველებს მისი გარეგნობა. სავარაუდოდ მოდელი იყო იტალიელი აზნაური ლიზა გერარდინი.

მოდელის ხელებს აშკარა, ძლიერი შეშუპების ნიშნები აქვს, ხოლო თმა შეთხელებული. ექსპერტები ასევე აღნიშნავენ კანის მოყვითალო ფერს და ე.წ. ჩიყვს (გადახრა, რომელიც გამოიხატება ფარისებრი ჯირკვლის გადიდებით). ჰიპოთირეოზი ვითარდება იმ შემთხვევაში, როდესაც ფარისებრი ჯირკვალი ვერ გამოიმუშავებს საკმარისი მოცულობის ჰორმონებს.

ითვლებო
და, რომ „მონა ლიზას“ ჰქონდა გულის დაავადება და ლიპიდური ცვლის დარღვევა. მაგრამ ცნობილია, რომ მან 63 წლამდე იცოცხლა. ამ ასაკამდე აღნიშნული დაავადებებით ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიეღწია. ამასთან, არსებობს საფუძველი, რომ გერარდინი პოზირების მომენტში ახალი ნამშობიარევი იყო. სრულად შესაძლებელია, რომ ორსულობის შემდეგ განვითარდა ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები. ამასთან, იმ დროისთვის იტალიელების რაციონში ნაკლებად იყო
საჭირო მოცულობის იოდი, რითაც შეიძლება აიხსნას ჩიყვის განვითარება.


ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მეტაბოლური სინდრომი არის ნივთიერებათა ცვლის დარღვევათა კომპლექსი,
14-07-2018
გვესაუბრება N4 საოჯახო მედიცინის ცენტრის, ექიმი-რადიოლოგი სოფო ჩაგელიშვილი.

– რა არის ჩიყვი და რისგან ჩნდება?

– ჩიყვი ფარისებრი ჯირკვლის გადიდებას ეწოდება. ჩიყვი შეიძლება იყოს დიფუზური, დიფუზურ-ტოქსიკური, კვანძოვანი. ჩიყვის დროს შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია სხვადასხვაგვარად შეიცვალოს, აღინიშნებოდეს ჰიპოთირეოზი ანუ ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, როდესაც აღინიშნება თირეოიდული ჰორმონის დეფიციტი ან ჰიპერთირეოზი, ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის მომატება, რომლის დროსაც ფარისებრი ჯირკვალი გამოიმუშავებს ჭარბი რაოდენობით ჰორმონს. ზოგჯერ ჩიყვი ჯირკვლის ფუნქციის დარღვევის გარეშე ვითარდება, რასაც ეუთირეოიდული ჩიყვი ეწოდება. კვანძოვანი ფორმის დროს შესაძლოა აღინიშნებოდეს ფარისებრი ჯირკვლის ზომის ზრდა კვანძ(ებ)ის ხარჯზე და ამ დროს არ იყოს დარღვეული ფარისებრი ჯირკვლის ფუნქცია.

ჰიპოთირეოზის მიზეზი შეიძლება იყოს ფარისებრი ჯირკვლის განვითარების თანდაყოლილი ანომალიები, ჰიპოფიზის და ჰიპოთალამუსის დაავადებები, აუტოიმუნური თირეოიდიტი, იოდის დეფიციტი, ანტითირეოიდული ჰორმონებით არასწორი მკურნალობა, ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის შემდგომი მდგომარეობა. ჰიპერთირეოზის უხშირესი მიზეზია: გრეივსის დაავადება (აუტოიმუნური დაავადება), ტოქსიკური მრავალკვანძოვანი ჩიყვი. ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი.

– რა სიმპტომები ახასიათებს და როგორ ხდება მისი დიაგნოსტიკა?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების დროს აღინიშნება შემდეგი სიმპტომები: ჰიპოთირეოზის დროს ნივთიერებათა ცვლის შენელებასთან დაკავშირებული სიმპტომები: ზოგადი სისუსტე, ადვილად დაღლა, ქოშინი, მეხსიერებისა და შრომისუნარიანობის დაქვეითება, ძილიანობა, ხასიათის ცვლილებები, დეპრესია, წნევის მატება. კანის სიმშრალე, ყაბზობა, ქალებთან მენსტრუალური ციკლის დარღვევა, გულის რიტმის დარღვევა, წონის უმიზეზო მატება. ჰიპერთირეოზის დროს აღინიშნება: სისუსტე, ოფლიანობა, ადვილად გაღიზიანება, გულის ფრიალი, პულსის აჩქარება, გულის რიტმის დარღვევა – არითმია, წნევის მომატება, წონის უმიზეზო კლება, დისკომფორტი კისრის არეში, ყლაპვის გაძნელება, ეგზოფთალმი, დიდი ზომის კვანძისას ან მკვეთრად გადიდებული ჯირკვლის დროს კისრის მიდამოში შესაძლოა აღინიშნებოდეს პალპირებადი წარმონაქმნი. თუმცა, ზოგ შემთხვევაში, როგორც ჰიპო- ასევე ჰიპერთირეოზი შესაძლოა სრულიად უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს. დიაგნოსტირების მიზნით უნდა შეფასდეს ფარისებრი ჯირკვლის სტრუქტურული და ფუნქციური მდგომარეობა, რაც პირველ ეტაპზე სისხლში ჰორმონების დონის განსაზღვრით და ფარისებრი ჯირკვლის ულტრაბგერითი კვლევით ხდება. კვანძების აღმოჩენის შემთხვევაში კეთდება ფუნქციური ბიოფსია.

– რამდენად ხშირია ბავშვებსა და მოზარდებთან და რა უნდა იღონოს მშობელმა?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები საკმაოდ გავრცელებულია, გვხვდება ნებისმიერი ასაკისა და სქესის ადამიანთან, თუმცა უფრო ხშირად გვხვდება ქალებთან. საქართველო იოდდეფიციტურ რეგიონად ითვლება და დაავადებები აღინიშნება ბავშვებსა და მოზარდებთან. დაავადება შესაძლებელია იყოს თანდაყოლილი. ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი ბავშვებთან იწვევს ფიზიკური და გონებრივი განვითარების შეფერხებას. ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებისას ან დატვირთული გენეტიკური ანამნეზისას მშობელმა დროულად უნდა მიმართოს სპეციალისტს, რადგან ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის მეტად მნიშვნელოვანია დაავადების დროული დიაგნოსტირება და მკურნალობა

– როგორ ხდება მისი მკურნალობა?

– მკურნალობის მეთოდებია: თერაპიული – მკურნალობენ პრეპარატებით და ქირურგიული – ჩარევა ხდება ჩიყვის კვანძოვანი ფორმის დროს ან იმ შემთხვევაში, თუ მედიკამენტური მკურნალობა უშედეგოა.

– რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობლებს?

– ფარისებრი ჯირკვლის დაავადებების პრევენცია გულისხმობს იოდის შემცველი პრეპარატებისა და პროდუქტების, განსაკუთრებით ზღვის პროდუქტების (ლამინარია, თევზი), ასევე ხორცის, რძის ნაწარმის, კვერცხის მიღებას, იოდიზებული მარილის მოხმარებას. იოდის შემცველი პრეპარატებით მკურნალობა აუცილებლად სპეციალისტის დანიშნულებით უნდა მოხდეს. დაუშვებელია თვითმკურნალობა და ექიმის დანიშნული პრეპარატის მიღების თვითნებური შეწყვეტა.
05-01-2018

ტერმინი ჩიყვი კონკრეტულ დაავადებას არ გულისხმობს. ეს არის ფარისებრი ჯირკვლის

14-03-2009
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ
რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა
უკვე გატყობინებდით, რომ 26-27 ოქტომბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის შვიდმა მოსწავლემ, რომელიც გუშინ მოიწამლა, საავადმყოფო დატოვა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური
უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით ივანე მერაბიშვილის მძიმე
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი