ეროვნებაზე დამოკიდებული 4 დაავადება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ეროვნებაზე დამოკიდებული 4 დაავადება
ეროვნებაზე დამოკიდებული 4 დაავადება
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ იმყოფება. თუმცა, ზოგიერთი დაავადება განსაკუთრებით ხშირია რომელიმე ეროვნების ან ეთნოსის წარმომადგენლებში.

ძუძუს კიბო - ძუძუს კიბოს მემკვიდრული ფორმა დაკავშირებულია BRCA1 და BRCA2 გენების მუტაციასთან. ეს დაავადება უფრო ხშირია ებრაელ-აშქენაზებში.

ალკოჰოლიზმი - ალკოჰოლის მიმართ უფრო მგრძნობიარეები არიან აზიური წარმოშობის ადამიანები. ამის მიზეზი ალკოჰოლის მეტაბოლიზმის თავისებურებაშია, კერძოდ, ფერმენტ ალდეჰიდდეჰიდროგენაზის გამომუშავებაში. ალკოჰოლის მიღებისას, ადამიანის ორგანიზმში თანდათანობით გამომუშავდება ორი ფერმენტი - ალკოჰოლდეჰიდროგენაზა და ალდეჰიდდეჰიდროგენაზა. პირველი შლის სპირტს, რის პროცესშიც წარმოიქმნება ძმრის ალდეჰიდი-ნივთიერება, რომელიც
იწვევს თრობას და ნაბახუსევს. შემდეგ საქმეში ერთვება ალდეჰიდდეჰიდროგენაზა, რომლის მიზანიც ალკოჰოლის დაშლის უსიამოვნო შედეგების სწრაფად გადამუშავებაა.

აზიელების შემთხვევაში ალდეჰიდდეჰიდროგენაზა სრულყოფილად ყოველთვის ვერ მუშაობს. მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ბევრ მათგანში ეს ფერმენტი არააქტიურ ფორმაშია, რის გამოც, ალკოჰოლის მიღებისას, აზიური წარმოშობის ადამიანების ორგანიზმში სწრაფად გროვდება ძმრის ალდეჰიდი. ალკოჰოლი
იწვევს რეაქციას (alcohol flush reaction, Asian flush): სისხლი მოედინება კანისკენ, აღინიშნება გულისრევა, თავბრუსხვევა, გულისცემის გახშირება. ამ რეაქციას ალკოჰოლის აუტანლობასაც უწოდებენ. სპირტიანი სასმელის უსიამოვნო გვერდითი ეფექტები იმდენად ძლიერია, რომ ბევრი აზიელი უარს ამბობს სასმელზე. სწორედ ამიტომ მათთან ალკოჰოლიზმი გაცილებით იშვიათობაა, ვიდრე სხვა რეგიონებში.

მელანომა - კანის კიბოს ყველაზე აგრესიული სახე ავსტრალიელებს ანიჭებს უპირატესობას. ავსტრალიელები მოსფლიოში ყველაზე ხშირად ავადობენ მელანომით. ამის მიზეზი მზის ინტენსიური ულტრაიისფერი გამოსხივება, მზის აქტივობა, ჰორიზონტზე მზის სიმაღლე და დედამიწის ზედაპირზე ოზონის შრის სისქეა. ავსტრალიაში ყველა ეს ფაქტორი არასასურველ კომბინაციაში მოექცა.

ჯერ კიდევ XX საუკუნის ბოლოსთვის, მეცნიერების დაკვირვებით, ოზონის შრის სისქე შემცირდა, განსაკუთრებით შესამჩნევი ეს ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსების სიახლოვეს გახდა, ანუ იქ, სადაც ავსტრალიაა განთავსებული. გარდა ამისა, ამ გეოგრაფიული მდებარეობის გამო, ავსტრალია ზაფხულში მზესთან უფრო ახლოსაა, მაგალითად ევროპასთან შედარებით, ეს კი მზის აქტივობის კიდევ დამატებითი 7%-ია, რაც ასევე ზრდის კანის კიბოს რისკს. ავსტრალიელების კანი არ არის ამდენი მზისთვის მზად, რამეთუ ამ კონტინენტზე სახლობენ ბრიტანეთის მოქალაქეები, რომელთა კანიც სხვა კლიმატსაა შეგუებული. იგივე მერიდიანზე განთავსებული სამხრეთ აფრიკის შავკანიან მოსახლეობაში, მელანომის შემთხვევა 100 000 ადამიანზე 0,9-ია, თითქმის 80-ჯერ ნაკლები, ვიდრე ავსტრალიელებში.

ფილტვის დაავადებები განსაკუთრებით ხშირია აშშ-ს შავკანიან მოსახლეობაში. კერძოდ, აფროამერიკელები სხვებზე მეტად ავადობენ ასთმით და ამ დაავადებით გამოწვეული სიკვდილიანობა 3-ჯერ უფრო მაღალია, ვიდრე თეთრკანიან ამერიკელებში. აშშ-ს შავკანიან მოსახლეობაში 16-ჯერ უფრო ხშირია სარკოიდოზით და ფილტვის კიბოთი სიკვდილიანობა, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ნაკლებს ეწევიან. დაავადებისადმი ასეთ მიდრეკილებას განაპირობებს გენეტიკური ფაქტორები და ცხოვრების პირობებიც.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
მაგალითისთვის გარკვეული ნაკვთები შეიძლება მიუთითებდეს ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქციაზე, ასევე
10-10-2018
ლეონარდო და ვინჩის ცნობილი სურათი „მონა ლიზა“ არაერთხელ მოხვედრილა სხვადასხვა პროფილის
17-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
რუსთავში მომხდარი აფეთქების შედეგად დაშავებული 9 წლის გოგონას მდგომარეობა კვლავ მძიმეა. ამის შესახებ
რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად დაშავებულებიდან, 6 ამ დრომდე კლინიკა
უკვე გატყობინებდით, რომ 26-27 ოქტომბერს თბილისში, ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება
ქუთაისის 37-ე საჯარო სკოლის შვიდმა მოსწავლემ, რომელიც გუშინ მოიწამლა, საავადმყოფო დატოვა.
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური
უცხოეთიდან მიღებული ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების მიხედვით ივანე მერაბიშვილის მძიმე
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი