მერაბ მამაცაშვილი: 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე, ტრადიციულად, საქართველოშიც აღინიშნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მერაბ მამაცაშვილი: 29 სექტემბერს გულის მსოფლიო დღე, ტრადიციულად, საქართველოშიც აღინიშნება

მსოფლიო გულის ფედერაციის წევრები არიან. მათ შორის არის საქართველოს გულის ფონდიც, რომლის პრეზიდენტია მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების გულისა და გულ-ფილტვის ასოციაციების საპატიო წევრი, სან-ფრანცისკოს კალიფორნიის უნივერსიტეტისა და ნიუ-იორკის კორნელის უნივერსიტეტის საპატიო პროფესორი, mkurnali.ge-ს კონსულტანტი მერაბ მამაცაშვილი.

ამ დღეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეწყობა მთელი რიგი ნაციონალური ღონისძიებები: საჯარო საუბრები, სკრინინგი, სვლა და სირბილი, სამეცნიერო შეხვედრები, სატელევიზიო შოუები, კონცერტები და სპორტული ღონისძიებები.

წლევანდელი ღონისძიება გაიმართება ქ.თბილისის მერის, კახი კალაძის მხარდაჭერით და მისი ორგანიზატორები არიან ქ. თბილისის მერია, გულის საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს გულის ფონდი და საქართველოს კარდიოლოგთა საზოგადოება.

ღონისძიებები მიეძღვნება ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებას, ხოლო დევიზი გახლავთ - "გული ჯანმრთელობისთვის". მსოფლიო გულის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების ნუსხა მრავალფეროვანია და მოიცავს სამეცნიერო კონსულტაციას, ლექციებს, გამოფენას, ავადმყოფების პროფილაქტიკურ გამოკვლევებს, სკრინინგს, სპორტულ ასპარეზობას.

სპორტული მარათონი დაგეგმილია ლისის ტბაზე 9:00 საათიდან, ხოლო შემდგომ ჩატარდება სამეცნიერო კონფერენცია.

კარდიოლოგი, პროფესორი მერაბ მამაცაშვილი აღნიშნავს:

- განსაკუთრებული აქცენტი უნდა გაკეთდეს მოსახლეობის ახალგაზრდულ ასაკობრივ ჯგუფებზე, ვინაიდან ბოლო ხანებში ყურადღებას იპყრობს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გაახალგაზრდავების ტენდენცია, განსაკუთრებით ქალებში, ამის მიზეზად სახელდება თამბაქოს მზარდი მოხმარება.

გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენცია ადრეული ასაკიდან უნდა ხორციელდებოდეს, ვინაიდან არასწორი კვება, პასიური ფიზიკური ცხოვრება, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის ჭარბი მიღება მნიშვნელოვნად ზრდის დაავადებების რისკებს.

სწორედ ამის გათვალისწინებით, კარდიოლოგიური კლინიკა "ჰელსი ჯორჯია" გაძლევთ უნიკალურ შანსს: თუ უჩივით გულ-სისხლძარღვთა პრობლემებს, კლინიკა "ჰელსი ჯორჯია" ერთი კვირის განმავლობაში, უფასოდ ჩაატარებს კონსულტაციებს. პაციენტებს მიეცემათ განმარტებები და ჩაუტარდებათ კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები.

მის: პ. ქავთარაძის ჩიხი 4 (21ა). ტელ: 2 186263

მსოფლიო გულის დღის ფინალურ ეტაპთან დაკავშირებით ჩატარდება, სპორტულ-გამაჯანსაღებელი ნაწილი, რაც მოიცავს მარათონს და პარაოლიმპიელების ასპარეზობას. გამარჯვებულები მიიღებენ საჩუქრებს და გადაეცემათ სამახსოვრო პრიზები.

გულის საერთაშორისო ფედერაცია, საქართველოს გულის ფონდი და თბილისის მერია მოგიწოდებთ: იცხოვრეთ ჯანსაღად, რადგან ცხოვრების ჯანსაღი წესი ჯანმრთელობის საწინდარია.

mkurnali.ge