4 მიზეზი, რომელთა გამოც 26 ოქტომბერს დაგეგმილი ონკოუროლოგთა მეორე მსოფლიო კონგრესის მნიშვნელობა ქართული მედიცინისათვის განუზომელია
საქართველოს ონკოუროლოგთა ასოციაციის მიერ ორგანიზებული კონგრესი. მისი მასშტაბები და მნიშვნელობა განუზომელია ქართული მედიცინისათვის და უფრო მეტიც, სრულიად საქართველოსთვის, მისი მომავლისათვის. რატომ? აი, 4 პუნქტი, რომლებიც ამ ყველაფერში თავად დაგარწმუნებთ:
1. ქართული ასოციაციის მიერ ორგანიზებული ასეთი მასშტაბის ღონისძიება უპრეცედენტოა ჩვენი მედიცინის ისტორიაში. 26 ოქტომბერს თბილისს ეწვევიან მსოფლიოს უმაღლესი რანგის სპეციალისტები ონკოლოგიასა და უროლოგიაში. დარგის წამყვანი სპეციალისტების ვიზიტი სასიკეთოდ წაადგება ქართულ მეცნიერულ მედიცინას, ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო აღიარებასა და ცნობადობას.
2. კონგრესს ესწრებიან ჩვენი რეგიონის – ყველა მეზობელი ქვეყნის – ასოციაციათა პირველი პირები. დღევანდელი დაძაბული პოლიტიკური მდგომარეობის ფონზე, ესეც უპრეცედენტო შემთხვევაა. ამით გაიზრდება ჩვენი მედიცინის ავტორიტეტი რეგიონში.
3. კონგრესი იქნება ფართომასშტაბიანი სამედიცინო საზოგადოების თავყრილობა, მას დაესწრებიან: ონკოლოგები, უროლოგები, რადიოლოგები, პათოლოგანატომები, ფუნდამენტური მეცნიერებების წარმომადგენლები, აგრეთვე – რეზიდენტები და სტუდენტები.
4. კონგრესიდან იქნება ცოცხალი ტრანსლაცია ონკოუროლოგიური ასოციაციის ვებგვერდზე gaou.ge და MMT ჰოსპიტლის ვებგვერდზე mmt.ge ონკოუროლოგიური ასოციაციის წევრებისთვის დასწრება იქნება უფასო და ქართველი სტუმრებისათვის ორგანიზებული იქნება პირდაპირი თარგმანი. ამდენად კონგრესი არ ქმნის ბარიერებს ქართული სამედიცინო საზოგადოებისათვის, ყველა საშუალებით ცდილობს ხელი შეუწყოს მას, რომ მონაწილეობა მიიღოს ამ უდიდეს მსოფლიო ფორუმში, ეს ყველაფერი კი ემსახურება ქართული მედიცინის აღმავლობას და განვითარებას.
დასკვნის სახით კი აღვნიშნავთ, რომ ონკოუროლოგიური ასოციაციის მეორე მსოფლიო კონგრესი არის უდიდესი ინვესტიცია ჩვენი მედიცინისა და ჩვენი ქვეყნის წარმატებული მომავლისათვის.
ასევე წაიკითხეთ:
26-27 ოქტომბერს თბილისში ონკოუროლოგთა უპრეცენდენტო მასშტაბის საერთაშორისო კონგრესი გაიმართება