რუსთავში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 14 ადამიანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რუსთავში აფეთქება მოხდა - დაშავებულია 14 ადამიანი

,,რუსთავში" რჩება. ორი პაციენტი - 9 წლამდე ასაკის გოგონა და 14 წლის ბიჭი თბილისში, სპეციალიზირებულ კლინიკებში არიან გადაყვანილი.

როგორც ,,ინტერპრესნიუსთან" საუბარში კლინიკა ,,რუსთავის" ექიმმა ლევან ფსუტურმა განაცხადა, სულ კლინიკაში დღეს 11 პაციენტი შევიდა.

"აქედან ყველაზე მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა გოგონა. შემოვლისთანავე ის გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე და საოპერაციო ბლოკში. ჩაუტარდა ოპერაციული ჩარევა და შემდგომი მკურნალობის მიზნით გადაყვანილი იქნა თბილისის კლინიკაში. გოგონას მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა ჰქონდა. მეორე მოზარდი, რომელსაც ჰქონდა კოჭის ღია მოტეხილობა და უცხო სხეული სახსრის არეში, ისიც გადაყვანილია თბილისში, პროფილურ კლინიკაში", - განაცხადა კლინიკის ექიმმა ლევან ფსუტურმა.

მისივე ინფორმაციით, კლინიკაში ამ დროისათვის 6 პაციენტი რჩება, მათგან ზოგი იმყოფება დაკვირების ქვეშ, ორი პაციენტი საოპერაციო ბლოკში გადაჰყავთ.

დღეს, დაახლოებით 12:30 საათზე, რუსთავში, მე-19-ე მიკრო რაიონის ერთ-ერთ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში ფიზიკური პირის ავტოფარეხის დემონტაჟის დროს, დაქირავებულ მუშებს მუშაობისას ჟანგბადის ბალონი აუფეთქდათ. აფეთქების ტალღა იმდენად ძლიერი იყო, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ფეხბურთის სტადიონში და ეზოში ჯამში 14 ადამიანი დაშავდა, მათგან 11 კლინიკა ,,რუსთავში", 2 კი რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში იქნენ გადაყვანილი, დაშავებულებიდან 5 მცირეწლოვანია.