რას მოუტანს მედიცინას ემბრიონული განვითარების შეჩერება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას მოუტანს მედიცინას ემბრიონული განვითარების შეჩერება

(ინჰიბიტორი იგივე შემაფერხებელი, დამბლოკველი). მას შემდეგ რაც პრეპარატის მოქმედება შეწყდა, ემბრიონული განვითარება განახლდა (აღდგა) - ბლასტოცისტები (განვითარების ადრეულ სტადიაზე მყოფი ჩანასახები) კვლავ გადაუნერგეს მდედრ ვირთაგვებს, რომლებიც ჩვეულებრივ შობდნენ შთამომავლობას.

ემბრიონული განვითარების დაბლოკვა საოცარი შედეგია. წინათ ბლასტოცისტების შენახვა ლაბორატორიულ პირობებში მხოლოდ ორი დღით იყო შესაძლებელი, მაშინ, როცა mTOR-ის ზემოქმედებით მათ 4 კვირა გაძლეს - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი აიდან ბულუტ-კარსლიოგლუ.

ვირთაგვების ორსულობა საშუალოდ 20 დღე გრძელდება. ამ შემთხვევაში ემბრიონული განვითარება მთელი თვით შეფერხდა. ეს საოცარი შედეგია. მკვლევარებს მიაჩნიათ, რომ კიდევ უფრო ხანგრძლივი პაუზის მიღწევაა შესაძლებელი, პაუზის ხანგრძლივობა კი დამოკიდებული იქნება კულტურალურ არეში დამატებულ მეტაბოლიტებზე.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მიღებულ მონაცემებს მომავალში წარმატებით გამოიყენებენ დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიების სრულყოფისა და რეგენერაციული მედიცინის წინსვლისთვის. ინჰიბიტორების გამოყენების შემთხვევაში აღარ იქნება საჭირო ემბრიონების გაყინვა. გარდა ამისა, ემბრიოლოგებს მეტი დრო ექნებათ გენეტიკური დეფექტების გამოსავლენად.

ადამიანის ემბრიონებზე ცდები ჯერ არ დაწყებულა. არა და მეცნიერებს განსაკუთრებით აინტერესებთ ამ მონაცემთა შედარება ცხოველებზე მოპოვებულ შედეგებთან. საინტერესოა ისიც, რომ mTOR ინჰიბიტორებმა უკვე გაიარეს რამდენიმე კლინიკური გამოცდა სიმსივნის ზოგიერთი ფორმის სამკურნალო პრეპარატის რანგში. ეს იმას ნიშნავს, რომ რამდენიმე ინჰიბიტორი დიდ ეფექტს ავლენს სიმსივნური წარმონაქმნის განვითარების დაბლოკვაში. თუმცა, თერაპიის დასრულებისთანავე კიბოს უჯრედები კვლავ განაგრძობენ განვითარებას. როგორი უნდა იყოს შემდგომი სტრატეგია – ამაზე მეცნიერები ბევრს ფიქრობენ. შესაბამისად, კვლევები ინტენსიურად გრძელდება.

თინათინ გოცაძე