"ოჯახის მკურნალმა" რეალიზაციიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"ოჯახის მკურნალმა" რეალიზაციიდან შემოსული თანხა ქველმოქმედებას მოახმარა

ფონდი ლეიკემიითა და სიმსინვნით დაავადებულ ბავშვებს ეხმარება.

თომა ციგურიშვილი ერთ-ერთია, ვისაც დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ეხმარება. მისი დედის თამარ შუკვანის განმარტებით, თომას მკურნალობის ძირითადმა ეტაპმა უკვე ჩაიარა და ბავშვი ამჟამად კონტროლის ეტაპზეა.

"მკურნალობის წელიწადნახევრიან გზაზე სულ თან გვიდგას დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი.

სწორედ მათი, სოლიდარობის ფონდის, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და თბილისის მერიის ერთობლივი ძალებით დაფინანსდა ოპერაცია, სხივები და მკურნალობის სხვა ეტაპები. დიდი მადლობა დიმიტრი ცინცაძის ფონდს და ყველას, ვისაც 1 ლარი მაინც გადაურიცხავს ამ საქვემოლმოქმედო ფონდში," - ამბობს თამარ შუკვანი.

mkurnali.ge

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი სამ წელიწადნახევარია არსებობს. ამ დროის მანძილზე ფონდი 220 ბავშვს დაეხმარა. თუმცა მხოლოდ 176 ბავშვის სიცოცხლის შენარჩუნება მოხდა. საერთო ჯამში 2 200 000 ლარია დახარჯული. ყველა ბავშვი კვლავ ფონდის ბენეფიციარია და მათ ზედამხედველობას ფონდი კვლავ ახორციელებს. ფონდის დამფუძნებლისა და დირექტორის კახაბერ ჯანაშვილის თქმით, ბავშვების რაოდენობა მატულობს, თანხები კი იკლებს. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია "ოჯახის მკურნალის" საქველმოქმედო პროექტი და მის ფარგლებში მიღებული თანხა.

mkurnali.ge

"ის თანხა, რომელიც ჟურნალმა "ოჯახის მკურნალმა" პროექტის პირველ ეტაპზე გადმორიცხა, უკვე მოხმარდა სამი ბავშვის მკურნალობას. ერთი ბავშვი ისრაელში გაემგზავრა და იქ ოპერაცია გაუკეთდა. ორს კი ადგილობრივად დაუფინანსდა მკურნალობა. ამ ბავშვებს მოხმარდება მეორე ეტაპზე გადმორიცხული თანხაც," - აღნიშნა ჯანაშვილმა.

mkurnali.ge mkurnali.ge

"ფონდისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ნებისმიერ შემოწირულობას. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჟურნალ "ოჯახის მკურნალს" ესეთი კარგი საქმისთვის. ჩვენ ამ თანხით ლეიკემიით და სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს ვეხმარებით. იმედი მაქვს ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და ერთად ბევრ პატარას გადავარჩენთ," - თქვა დიმიტრი ცინცაძის ფონდის დამფუძნებელმა დიმიტრი ცინცაძემ.

პროექტი 2016 წლის ოქტომბრიდან ხორციელდება. ამ პერიოდში ჟურნალის ოთხი საქვემოქმედო ნომერი გამოვიდა. პროექტში ცნობილი სახეებიც არიან ჩართული. დეკემბრის ნომერის სახე ქეთია ხატიაშვილი იყო.

"ლეიკემიით დაავადებული ბავშვების პრობლემა ძალიან აქტუალურია. ამიტომ გადავწყვიტეთ რეალიზაციიდან შემოსული თანხა დიმიტრი ცინცაძის mkurnali.geსახელობის ფონდში გადავრიცხოთ, რომელიც სწორედ ასეთ ბავშვებს ეხმარება. პროექტი გაგრძელდება და მომავალშიც რეალიზაციიდან შემოსულ თანხას საქველმოქმედო მიზნებით გამოვიყენებთ," - განაცხადა ჟურნალი " ოჯახის მკურნალის" ბრენდ მენეჯერმა ანა პივოვაროვამ.

"ყველას, მაგრამ ჩვენ - ცნობილ სახეებს, სულ ცოტა უკეთ შეგვიძლია გავაგებინოთ ფართო საზოგადოებას, ყველას მოვუწოდოთ, რომ მონაწილეობა მიიღონ საქველმოქმედო პროექტებში. მოვუწოდებ ყველას, რომ იყიდონ ჟურნალი "ოჯახის მკურნალი" არა მხოლოდ იმიტომ, რომ ჟურნალი ჰქონდეთ, არამედ იმიტომაც რომ რეალიზაციიდან შემოსული თანხა ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ხმარდებათ," - აღნიშნა ქეთი ხატიაშვილმა.

ღონისძიების დასასრულს, ფონდის ბენეფიციარ ბავშვებს საჩუქრები გადაეცათ დიმიტრი ცინცაძის ფონდისგან, "პალიტრა მედიისა" და პროექტის მხარდამჭერი კომპანია "ალპენ ფარმასგან".

#ქველმოქმედებამარტივია ჟურნალის "ოჯახის მკურნალისა" და "პალიტრა მედია" ჰოლდინგის ერთობლივი პროექტია.