შოტლანდიაში სარძევე კბილებიდან გამოყოფილი ღეროვანი უჯრედების ბანკი მოქმედებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შოტლანდიაში სარძევე კბილებიდან გამოყოფილი ღეროვანი უჯრედების ბანკი მოქმედებს

ღეროვანი უჯრედების შეგროვებისა და გაყინვის პროექტი რეალიზდება ამერიკული კომპანია BioEden-ის მიერ. "ჩვენ პიონერები ვართ სარძევე კბილებიდან გამოყოფილი ღეროვანი უჯრედების ბანკის შექმნაში. სადღეისოდ კომპანია BioEden-ს მსოფლიოს 60 ქვეყანაში 20 ათასზე მეტი კლიენტი ჰყავს", - აცხადებს პროექტის ხელმძღვანელი ტონი ვევერკა.

უჯრედების შენახვა თვეში დაახლოებით 16 დოლარი ღირს. როგორც კი ბავშვს სარძევე კბილი ძვრება, მშობლებს სთავაზობენ მის ლაბორატორიაში წარდგენას. იქ კბილს ასუფთავებენ, ამუშავებენ და მისგან ღეროვან უჯრედებს გამოყოფენ. თურმე თითოეული სარძევე კბილი შეიცავს ღეროვანი უჯრედების მცირე რაოდენობას, თუმცა იმდენს, რომ შესაძლებელია კულტივირება და მათი რიცხვის რამდენიმე მილიონამდე გაზრდა.

სარძევე კბილებში პოულობენ მეზენქიმალურ (მეზენქიმა ჩანასახოვანი შემაერთებელი ქსოვილია) უჯრედებს, რომლებიც დასაბამს აძლევს სხვა ტიპის უჯრედებს, კონკრეტულად ძვლოვანს, ხრტილოვანს, კუნთოვანსა და ცხიმოვანს.

სადღეისოდ ბევრად პოპულარულია ჭიპლარის სისხლიდან ღეროვანი უჯრედების მოპოვება. ამ უჯრედებისგან შემდგომში შესაძლებელია სხვადასხვა ტიპის ჰემატოპოეტური (ანუ სისხლმბადი) უჯრედების მიღება. ღეროვან უჯრედებზე უამრავი კვლევა მიმდინარეობს, თუმცა, მათგან მხოლოდ რამდენიმე მისცემს დასაბამს ახალი თერაპიული მეთოდის განვითარებას.

კომპანია BioEden-ის წარმომადგენლების განცხადებით, მათ უკვე გამოიყენეს ბანკში დაცული რამდენიმე ნიმუში შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ისა და "მგლის ხახის" სამკურნალოდ.

თინათინ გოცაძე