ვირტუალურმა რეალობამ მშობლებს ჯერ არდაბადებულ ბავშვთან გაცნობის საშუალება მისცა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვირტუალურმა რეალობამ მშობლებს ჯერ არდაბადებულ ბავშვთან გაცნობის საშუალება მისცა

ამ ტექნოლოგიით შესაძლებელია ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროში შესვლა, როგორც პროფესიული, ისე ყოფითი კუთხით. მაგალითად, ახალგაზრდა მშობლებისთვის საინტერესო იქნება VR-გარნიტურის საშუალებით, ბავშვის დანახვა მუცლადყოფნის პერიოდში. ეს სრულიად განსხვავდება ულტრაბგერითი კვლევის აპარატის ეკრანის გამოსახულებისგან. აღნიშნულ შემთხვევაში შესაძლებელია ბავშვის სრულფასოვნად დანახვა ყველა მხრიდან.

ახალგაზრდა წყვილმა ფინეთიდან მიზნად დაისახა თავიანთი მომავალი შვილის სრულფასოვანი 3D-სკანირების გაკეთება და მიღებული მოდელის გადატანა ვირტუალურ რეალობაში, რათა შესაძლებელი ყოფილიყო არა მარტო მისი დეტალური შესწავლა, არამედ ბებიებისთვის და ბაბუებისთვის ჩვენებაც. თავისთვად ეს გაცილებით უფრო საინტერესოა, ვიდრე ახლობლებისთვის ულტრაბგერის შავ-თეთრი, ბუნდოვანი სურათის ჩვენება, რომელზედაც ბავშვი საკმაოდ ძნელად ამოსაცნობია.

mkurnali.ge

სამედიცინო ცენტრის თანამშრომლების დახმარებით, მშობლებმა შეძლეს ულტრაბგერის სისტემის GE წარმოების გამოყენება ბავშვის სკანირებისთვის. ახალგაზრდა წყვილი ქსელებში უშედეგოდ ცდილობდა მსგავსი შემთხვევის აღწერილობის მოძებნას. სავარაუდოდ, ეს ვირტუალურ რეალობაში ჯერ არდაბადებული ბავშვის სურათის გადატანის პირველი შემთვევა იყო. სწორედ ამიტომ, ახალგაზრდა მამა დაუკავშირდა ულტრაბგერითი კვლევის აპარატების მწარმოებლებს, 3D მოდელის VR-ფორმატისთვის კონვერტირების რჩევების მისაღებად. GE სპეციალისტებმა სიამოვნებით გაუზიარეს გამოცდილება და დეტალური ინსტრუქციებიც გადაუგზავნეს.

სკანირების მონაცემები დამუშავდა osiriX -ის პროფესიული პროგრამული უზრუნველყოფით, და მხატვრული 3D-რედაქტორით.მიღებული 3D-მოდელი გადაიტანეს Unity დამუშავებაში. ეს უკანასკნელი კარგადაა ადაპტირებული ყველა თანამედროვე VR- მოწყობილობაზე. მშობლებს VR-სათვალის გაკეთებისთანავე, მოძალებული ემოციებისგან სუნთქვა შეეკრათ.

80 წლის ბებიაც შვილიშვილის ამგვარი გაცნობით აღფრთოვანებული დარჩა. ცხადია მსგავსი ტექნოლოგია მასობრივი ვერ გახდება, თუმცა გასართობ სფეროს შეიძლება გაცდეს. ბევრ ახალგაზრდა წყვილს ენდომება დაინახოს თავისი ბავშვი დაბადებამდე ამგვარი მიდგომის საშუალებით.

ლალი ჩხიკვაძე