შერლოკ ჰოლმსისა და გრეგორი ჰაუსის ხასიათის საერთო შტრიხები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შერლოკ ჰოლმსისა და გრეგორი ჰაუსის ხასიათის საერთო შტრიხები

მის ხასიათში ბევრი ამჩნევს ნაცნობ შტრიხებს, თუმცა ვერ ხვდებიან, ვის გავს სერიალის მთავარი გმირი ექიმი გრეგორი ჰაუსი. ეს შერლოკ ჰოლმსია და ამ კავშირს არც სერიალის შემქნმნელები მალავენ. ჰაუსი თანამედროვე შერლოკია. ჩვენ წარმოდიგნეთ მსგავსებებს, რომელიც ამ ორ გმირს აკავშირებს.

ჰაუსი და ჰოუმი

ეს მსგავსება ცალსახად ცხადია. სერიალის მთავარი გმირის გვარია "ჰაუსი", რაც სინონიმია სიტყვისა "ჰოუმ" (სახლი). აქედან მოდის "ჰოუმს" და შემდეგ "ჰოლმსი". მეორე მხრივ, როცა ართურ კონან დოილი შერლოკ ჰოლმსის გმირს ქმნიდა, დეტექტივის ინსპირაცია რეალური პროფესორი ექიმი ჟოზეფ ბელი იყო. ის აქტიურად იყო ჩართული დეტექტივის საგამოძიებო საქმიანობაში.

ნარცისიზმი და მარტოხელობა

შერლოკ ჰოლმსი მაქსიმალისტია და მკვლელობების გამოძიებისთვის ყველაფერს აკეთებს. გრეგორი ჰაუსი კი პაციენტების განკურნებისა და ვირუსებთან საბრძოლვევლად თავს არ იშურებს. თუმცა, ორივე მათგანი ინდიფერენტულია იმ ადამიანების მიმართ, ვისთვისაც მუშაობენ. ორივე მათგანს აკლია სოციალური თვისებები, რაც მათ ნარცისისტად წარმოაჩენს. გმირები ერთმანეთს თავისუფალი დროის გატარებაშიც გვანან. ჰოლმსი ხშირად უკრავს ვიოლინოს ან გაზეთს კითხულობს. ჰაუსი კი პიანინოს უკრავს, ვიდეო თამაშებს თამაშობს ან მსუბუქი ყოფაქცევის ქალებთან ატარებს დროს.

ჯონ უოთსონი და ჯეიმს უილსონი

ამ ორი გმირის სახელები და გვარები მსგავსად გამოითქმის. თუმცა ეს მათი ერთადერთი მსგავსება არაა. ისინი შერლოკისა და გრეგორის ერთგული მეგობრები არიან და ხშირად უწევთ მათ რთულ ხასიათთან გამკლავება. ჰაუსი და ჰოლმსი კი ამ ორ ადამიანზე დამოკიდებულები არიან, რადგან ისინი არიან მთავარი გმირების ერთადერთი ადამიანური კავშირები სამყაროსთან.

ორივე სცენარში გმირს ჯანრთელობასთან დაკავშირებული განსაკუთრებული პრობლემა აქვს. ჯონ უოთსონი კოჭლია. მან კიდურის დაზიანება ომში მიიღო. გრეგორი ჰაუსსაც სიკოჭლის პრობლემა აქვს და ამტომაც ის მედიკამენტ ვიკოდინზეა დამოკიდებული. აქვე აღსანიშნავია, რომ შერლოკ ჰოლმსი პერიოდულად კოკაინს ყნოსავდა.

დაკვირვებისა და დასკვნების გაკეთების უნარი

მკვლელობის გამოძიებისა თუ დიაგნოზის დასმის დროს ორივე გმირი განსაკუთრებულ საიდუმლოებებს აწყდება. შერლოკიცა და გრეგორიც მსგავსი ნიჭით არიან დაჯილდოებული. ორივეს დაკვირვებისა და დასკვნების გაკეთების განსაკუთრებული უნარი აქვს. ჰოლმსს ადამიანის დანახვისთანავე შეუძლია, მასზე გარკვეულ ინფორმაციას მიხვდეს. ჰაუსს კი პაციენტის სხეულის ენის საფუძველზე შეუძლია დიაგნოზის დასმა.

ერთნაირი მისამართები

გრეგორი ჰაუსის ბინის მიმარათია #221ბ, შერლოკ ჰოლმსი კი ბეიკერ სტრიტის 221-ში ცხოვრობს ანუ 221ბ - ბეიკერ სტრიტი.

თუ გსურთ, თქვენც აღმოაჩინოთ შერლოკ ჰოლმისას და გრეგორი ჰაოუსის საერთო შტრიხები, ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექით "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.