რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
ჯანსაღი სისხლძარღვები - ჯანსაღი გული - ჯანსაღი ტვინი
ჯანსაღი სისხლძარღვები - ჯანსაღი გული - ჯანსაღი ტვინი
თანამედროვე ცივილიზებული საზოგადოება სულ უფრო და უფრო მეტი ყურადღებით ეკიდება და აცნობიერებს ბუნებრივი კომპონენტებისგან შექმნილ პრეპარატებს, რომელთაც გვერდითი მოვლენები და ინდივიდუალური შეუთავსებობლები არ გააჩნიათნ, აქედან გამომდინარე შეიძლება მათი ხანგრძლივი გამოყენება მთელ რიგ დაავადებათა მკურნალობისა თუ პროფილაქტიკისათვის. ფარმაცევტული კომპანია „Smartpharm“-ას თაოსნობით გამოჩნდა მაღალეფექტური , იტალიური წარმოების (Marco Viti) ანტიოქსიდანტური, ადაპტოგენური, ციტოპროტექტორული ფართო სპექტრის პრეპარატი „მასიჟენი“.

აღნიშნულ სიახლესთან დაკავშირებით გვესაუბრება თანამეგობრობისქვეყნების საერთაშორისო საზოგადოების პროფილაქტიკური კარდიოლოგიის კაბინეტის ხელმძღვანელი,საქართველოს პროფილაქტიკური მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის, რუსეთის მედიკო-ტექნიკურ მეცნიერებათა აკადემიისა და ნიუ-იორკის სამეცნიერო აკადემიის წევრი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ავთანდილ კოჭლამაზაშვილი.

mkurnali.geბატონო ავთანდილ , გთხოვთ ზოგადად პოპულარულ ენაზე გაგვაცნოთ ახალი ბიოლოგიური მედიკამენტი მასიჟენი, რომელზედაც თქვენ პრაქტიკულ მეცნიერულ დაკვირვებას აწარმოებთ?

- შევეცდები მარტივად გიპასუხოთ. ახალი პარასამკურნალო საშუალება „მასიჟენი“ უპირველეს ყოვლისა რაციონალურად შერჩეული , ფარმაკოლოგიურად აქტიური, უნიკალური ბუნებრივი ნივთიერებების კომპლექსია, მის მთავარ უპირატესობებს კი მისი ბუნებრივობა , ეფექტურობა და უსაფრთხოება წარმოადგენს. მოკლედ, ასეულობით უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ერთ ფლაკონშია თავმოყრილი. „მასიჟენი“- ეს არის ვიტამინების , მინერალების , ამინომჟავების , ცილების, ცხიმების, ანტიოქსიდანტების, ადაპტოგენების კოქტეილით სავსე თასი, რომელიც აბსოლუტურად უვნებელია ორგანიზმისათვის და იმავდროულად უზომოდ სასარგებლოა.

თქვენ მასიჟენთან მიმართებაში პარასამკურნალო ახსენეთ , როგორ გავიგოთ მისი ზუსტი მნიშვნელობა ?

- პარასამკურნალო არის მცენარეული, ცხოველური და მინერალური წარმოშობის საშუალება, ან სამკურნალო კვებითი დანამატი , რომელიც არ შეიცავს წამლის სპეციფიკურ სუბსტანციას ან შეიცავს მას ისეთი ფორმითა და რაოდენობით, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნას ფარმაცევტულ ფორმად.ასე, რომ სიტყვა „პარასამკურნალო“ პრეპარატის არაქიმიურობაზე, ანუ მის ნატურალურობაზე მიგვანიშნებს.

უფრო ნათელი წარმოდეგენა რომ შეგვექმნას მასიჟენის შემადგენლობაზე იქნებ გაგვარკვიოთ რა არის აქტიოქსიდანტი და ადაპტოგენი?

- ზოგადი წარმოდგენა რომ შეგვექმნას ანტიოქსიდანტზე (ანტიდამჟანგავზე), მოდით ჯერ გავარკვიოთ, თუ რა არის ოქსიდანტი(დამჟანგავი). ოქსიდანტი უგზო უკვლოდ მოხეტიალე აქტიური ბიომოლეკულაა. ის როგორც მაღალრეაქტიული და არამდგრადი, თავს ესხმის ნორმალურ ჯანსაღ უჯრედს, ართმევს რა ელექტრონს, შლის იჯრედის გენეტიკურ აპარატსა და მისი მემბრანის სტრუქტურას. დაზარალებული უჯრედი ნორმალურად ვეღარ ფუნქციონირებს, მასში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა -უჯრედული მეტაბოლიზმი, ფერხდება უჯრედული ენერგიისგამომუშავება, რასაც მეტად სერიოზული ცვლილებები მოსდევს მთელი ორგანიზმისთვის.

ოქსიდანტი (იგულისხმება ნორმა) ორგანიზმში მეტაბოლიზმის დროს წარმოიშობა და მისი რაოდენობა მკვეთრად მატულობს სხვადასხვა მავნე ფაქტორებთან დაკავშირებით. მაგალითად არასასურველი ეკოლოგიური გარემო, სტრესუული სიტუაციები, უძილობა, ნერვული დაძაბულობა, თამბაქოს, ტელევიზორის, მობილური ტელეფონისა და კომპიუტერის გადამეტებული გამოყენება , ასაკი 40 წლის ზევით და ა.შ.

ოქსიდანტური მავნე ზემოქმედების გასანეიტრალებლად ორგანიზმს გააჩნია ანტიოქსიდანტური სისტემა, მაგრამ ასაკის მატებასთან ერთად ეს პროცესი ნელდება,ხოლო 60 წლისთვის კატასტროფულად ეცემა 90-95 %-ით,ამიტომ გარდაუვალი ხდება გარედან მათი მიწოდება. მასიჟენში არსებულ ოქსიდანტებიდან ხაზგასმით უნდა გამოიყოს კოენზიმ Q10, რომელიც აუცილებელია ჩვენი ორგანიზმის თითოეული უჯრედისათვის ენერგიის წარმოსაქმნელად. ვერც ერთი სხვა ნივთიერება ვერ ცვლის მას, რადგანაც მის გარეშე შეუძლებელია უჯრედის ცხოველმყოფელობისათვის საჭირო ენერგიის წარმოქმნა. 35 წლის ზევით შეინიშნება სხვადასხვა მიზეზით
You must have Flash Player installed in order to see this player.
განპირობებული კოენზიმ Q10 -ისდეფიციტისესათუისხარისხი , რომელიცპირდაპირდამოკიდებულიაგულისიშემიურიდაავადებებისსიმძიმისხარისხთან , ათეროსკლეროზის პროგრესთან , ნაადრევ დაბერებასთან, სხვა უმძიმეს სნეულებებზე რომ აღარაფერი ვთქვათ.

mkurnali.geრაც შეეხება ადაპტოგენს , როგორც სიტყვა გვიჩვენებს ის აიოლებს ორგანიზმის შეგუებას სხვადასხვა არასასურველ პირობებთან, აიოლებს დაავადებების მიმდინარეობის კლინიკას, ადაპტოგენს გამაახალგაზრდავებელ საშუალებასაც უწოდებენ. „მასიჟენი ენერგია“ შეიცავს ერთ-ერთ უძლიერეს მცენარეულ ადაპტოგენს - ელეუტეროკოკს , რომლის ბუნებრივი მოქმედება უზრუნველყოფს ენერგიის მოზღვავებას ორგანიზმის შიდა რესურსების ხარჯზე, ერთდროულად სტიმულატორად და მატონიზირებლად რომ გვევლინება.

ექიმ - კლინიცისტების მიერ დიდი ხანია შენიშნულია ორგანიზმის საერთო ტონუსის კავშირი სხვადასხვა დაავადებების მიმდინარეობისა და შედეგთან. ცნობილია, რომ ტონუსდაწეული ორგანიზმი მნიშვნელოვანწილად კარგავს თავის დაცვით თვისებებს და ამის გამო ძალზე მიდრეკილიასხვადასხვა მოშლილობისაკენ. დაავადებათა უმრავლესობა ასეთ შემთხვევაში მიმდინარეობს გაცილებით მძიმედ. ორგანიზმის საერთო ტონუსის ამაღლება არა მარტო აადვილებს დაავადების მიმდინარეობას, არამედ ხშირად ურუნველყოფს თავად დაავადების წარმოშობის პრევენციასაც.ასე რომ ფორმულა „მასიჟენი ენერგია“, როგორც საერთო მატონიზირებელი საშულაება, მასში შემავალ სხვა ძვირფას ინგრედიენტებთან ერთად წარმატებით შეიძლება იქნას გამოყენებული როგორც სამკურნალო ისე პროფილაქტიკური ხაზით.

მასიჟენში შემავალი ყველა ინგრედიენტის აღწერა დამეთანხმებით ძალიან შორს წაგვიყვანს. ხაზი უნდა გავუსვათ, რომ მასიჟენის ორი ფორმა არსებობს: „მასიჟენ ენერგია“ და „მასიჟენ პაპა რეალე“. ორივე მათგანი და განსაკუთრებით მაღალი კონცენტრაციით „მასიჟენ პაპა რეალე“ შეიცავს ისეთ„ჯადოსნურ“ინგრედიენტებს, როგორიცაა ყვავილის მტვერი და ფუტკრის რძე.

ყვავილის მტვერი ანუ ფეხგუნდა არის მუშა ფუტკრის მიერ მცენარის ყვავილის მტვრიდან მოპოვებული მცენარის მამრი ნაწილი , ის წარმოადგენს მამრობითი სქესის ყვავილოვანი მცენარეების სასქესო უჯრედებს. ყვავილის მტვერი უძვირფასესი საკვები ნივთიერებების საგანძურია, შეიცავს 240 მდე აქტიურ ნივთიერებას, მათ შორის ყველა აუცილებელ ამინომჟავას, რომელიც საჭიროა ადამიანის ორგანიზმის ნორმალურიფუნქციონირებისა და სიცოცხლის უნარიანობის ამაღლებისათვის.არეგულირებს გულსისხლძარღვთა , ნერვულ და ენდოკრინულ სისტემებს, ამცირებს ქოლესტერინის შემცველობას სისხლში, ხელს უწყობს გულის რითმის ნორმალიზაციას. აძლიერებს სქესობრივ პოტენციალს , იმუნურ სისტემას , ფიზიკურ და გონებრივ შრომისუნარიანობას. ის პირველი საშუალებაა გულსისხლძარღვთა და ვეგეტო-დისტონიით დაავადების მქონე ადამიანებისათვის. ყვავილის მტვერში მოიპოვება ყველა ის მაკროელემენტი, რომელსაც შეიცავს ადამიანის სისხლი.

მასიჟენის „ჯადოსნურ“ შემადგენლობაში არ შეიძლება ცალკე არ აღინიშნოს ბუნების საჩუქარი -ფუტკრის რძე, რომელსაც სამეფო ჟელედაც მოიხსენიებენ. ის ადამიანის ორგანიზმის ცხოველმყოფელობისათვის უმნიშვნეოვანესნივთიერებათა საუკეთესო წყაროა, უნიკალურ კომპონენტთა თავმოყრის უძვირფასესი „თაიგულია“.აძლიერებს იმუნურ სისტემას და ნივთიერებათა ცვლას , აუმჯობესებს ხასიათსა და გუნებაგანწყობას, ეწინააღმდეგება ზედმეტი ემოციისა და სტრესის განვითარებას, ნორმაში მოჰყავს სისხლის ფორმულა. ფუტკრის რძეში აღმოჩენილი დეკა-ოქსი -D2დეცინის მჯავა ხელს უწყობს უჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობას. გარდა ამისა ფუტკრის რძის შემადგენლობაში წარმოდგენილია ის შეუცვლელი ამინომჟავები, რომელთაც ორგანიზმი თვითონ ვერ გამოიმუშავებს და აუცილებელია მისი მზა სახით გარედან მიღება.

ერთ საგაზეთო მიმოხილვაში მასიჟენში არსებულ ყველა კომპონენტთა განხილვა წარმოუდგენელია. ამ უწყინარ პრეპარატზე საუბარს ჩვენ ლაკონურად დავასრულებთ:მასიჟენი ეს არის ჯანსაღი სისხლძარღვები, ჯანსაღიგული, ჯანსაღი ტვინი! ეს ყველაფერი ერთად აღებული კი დღეგრძელობისსაწინდარია.

დაინტერესებულმა პირებმა დამატებითი შეკითხვების შემთხვევაში დარეკონ ნომერზე: +995 218 02 50 ან 568 45 89 89

R
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
ცნობილია, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულ ზოგიერთ პირს შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არ უვითარდება. ეს ფენომენი ინფიცირებულთა დაახლოებით 2%-თან შეინიშნება და მის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, მიზეზები დღემდე აუხსნელი იყო. 
სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი, ქიმიის მასწავლებელი უოლტერ უაითი კრიმინალად იქცვევა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას მეტამფეტამინს ამზადებს.
კომპანია Herbalife მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ღონისძიებას "Wings for Life World Run"-ს შეუერთდა , რომელიც უკვე მეოთხედ, კახეთში გაიმართა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებიც აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციასთან ბრძოლის პრინციპულად ახალ მიდგომებს უყრის საფუძველს.
როგორც გაირკვა, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი პრაქტიკულად ვერ მრავლდება ისეთ უჯრედებში
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.