რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
რა შეღავათებით ისარგებლებენ 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები
რა შეღავათებით ისარგებლებენ 900 ლარზე ნაკლები შემოსავლის მქონე მოქალაქეები
ყოველთვიურად 900 ლარზე ნაკლები და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებს გარდამავალი ეტაპის შეღავათები მიეცემათ. საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ბენეფიციარებისთვის დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდება. დეტალების შესახებ საქარველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა და სხვა კატეგორიებთან ერთად, დაბალი და არარეგულარული შემოსავლის მქონე მოქალაქეებთან დაკავშირებულ პირობებზე ისაუბრა.
”მათთან მიმართებაში ჩვენ გვექნება განსაკუთრებული გარდამავალი პერიოდი. ამ კატეგორიაში კერძო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა ძალიან დაბალი იყო. ამ ადამიანებს არ აქვთ ჩამოყალიბებული კერძო სადაზღვევო ინდუსტრიასთან ურთიერთობის უნარ-ჩვევები. მათთვის შეიძლება დამაფრთხობელი იყოს, რომ რაღაც უმცირდებათ. გვექნება გარდამავალი ეტაპი, როდესაც მათ აქტიურად დავეხმარებით, რომ სწორი პაკეტი მოიძიონ. ნებისმიერ შემთხვევაში - ისინი დარჩებიან საყოველთაო ჯანდაცვის შემცირებული პაკეტის მონაწილეები, თუ გადავლენ კერძო დაზღვევაში, მათ უნარჩუნდებათ ზედნაშენი პაკეტის გარკვეული ნაირსახეობის პრივილეგია. სახელმწიფო აგრძელებს ზრუნვას მათი გადაუდებელი მდგომარეობის მართვაზე და აფინანსებს ისე, როგორც აქამდე აფინანსებდა. თუმცა, თუკი ისინი გადაწყვეტენ, რომ დამატებითი პაკეტი და მხოლოდ გეგმური სერვისები შეიძინონ, წინასწარი გათვლებით, მათ ეს დაუჯდებათ 10-დან მაქსიმუმ 15 ლარი
You must have Flash Player installed in order to see this player.
თვეში, ანუ საკმაოდ მცირე თანხა”, - განმარტა დავით სერგეენკომ.

ამასთან, მინისტრმა განმარტებები გააკეთა დაბალი სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებთან მიმართებაში, რომლებიც სოციალურად დაუცველთა კატეგორიაში ვერ მოხვდენენ და 70 000-დან 100 000-მდე ქულა აქვთ.
”ისინი რეალურად მართლაც შეჭირვებულები არიან. მათთან იქნება ასეთი მიდგომა, მათ უცვლელად შეუნარჩუნდებათ ის პაკეტი, რასაც საყოველთაო ჯანდაცვა სთავაზობთ. პლუს დაემატება პრივილეგია, თუკი ვინმე შეუძენს დაშენებულ პაკეტს, შეუძლიათ ორივე პაკეტით სარგებლობა. ძალიან მაღალი ალბათობით, მათზეც გავრცელდება ქრონიკული დაავადებების სამართავად საჭირო მედიკამენტების მიღების პრივილეგია”, - განაცხადა დავით სერგეენკომ.
რაც შეეხება 6-დან 18 წლამდე მოზარდებს, მათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისების მოცულობა უცვლელად უნარჩუნდებათ და ენიჭებათ საყოველთაო ჯანდაცვის სერვისებითა და კერძო სადაზღვევო (შემავსებელი) პაკეტით სარგებლობის პრივილეგია.

ამასთან, მინისტრმა ”ზედნაშენის” ცნება განმარტა. ”თუკი მოქალაქეს რაღაც სერვისებს უფინანსებს სახელმწიფო, მათ შეუძლიათ შეიძინონ ისეთი პაკეტი, რასაც არ დააფინანსებს საყოველთაო ჯანდაცვა, პლუს შეუძლიათ თანაგადახდის დაფარვა, მაგალითად, საყოველთაო უფინანსებს 70%-ს, მათ შეუძლიათ იყიდონ პაკეტი, რომელიც დანარჩენ 30 %-ს დააფინანსებს”, - განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
#ქველმოქმედებამარტივია - ჟურნალ ,,ოჯახის მკურნალის"" და ,,პალიტრა მედიის"" ერთობლივი პროექტია, რომელიც მძიმე სნეულებების მქონე ბავშვებს რამდენიმე ათასი ლარით დაეხმარა.
აშშ-ის ჯანდაცვის ნაციონალური ინსტიტუტების მეცნიერების კვლევის მიხედვით დადგინდა, რა ხდება ტვინში ცხოვრების არასწორი წესის შემთხვევაში. კერძოდ, სიმსუქნის დროს იცვლება ტვინის დოფამინის, მოტივაციაზე პასუხისმგებელი რეცეპტორები.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სერიალი ”გაბოროტებული” წლების წინ გამოჩნდა სატელევიზიო სივრცეში, მაგრამ ის დღესაც არ კარგავს აქტუალობას. სატელევიზიო შოუს შესახებ საუბრები და მითქმა-მოთქმა დღემდე არ ჩერდება. მრავალი კითხვა ჩნდება სერიალის გარშემო. ჩვენ გთავაზობთ www.imdb.com-ის მიხედვით, ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებსა და მათზე პასუხებს სერიალ ”გაბოროტებულის” შესახებ.
ცნობილია, რომ იმუნოდეფიციტის ვირუსით დაინფიცირებულ ზოგიერთ პირს შიდსი (შეძენილი იმუნოდეფიციტის სინდრომი) არ უვითარდება. ეს ფენომენი ინფიცირებულთა დაახლოებით 2%-თან შეინიშნება და მის შესახებ დიდი ხანია ცნობილია, თუმცა, მიზეზები დღემდე აუხსნელი იყო. 
სერიალ "გაბოროტებულის" მთავარი გმირი, ქიმიის მასწავლებელი უოლტერ უაითი კრიმინალად იქცვევა, რომელიც ნარკოტიკულ საშუალებას მეტამფეტამინს ამზადებს.
კომპანია Herbalife მსოფლიოში ყველაზე ცნობილ ღონისძიებას "Wings for Life World Run"-ს შეუერთდა , რომელიც უკვე მეოთხედ, კახეთში გაიმართა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ჩაატარეს საინტერესო ექსპერიმენტები, რომელთა შედეგებიც აივ (ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი) ინფექციასთან ბრძოლის პრინციპულად ახალ მიდგომებს უყრის საფუძველს.
როგორც გაირკვა, ადამიანის იმუნოდეფიციტის ვირუსი პრაქტიკულად ვერ მრავლდება ისეთ უჯრედებში
ამერიკელ მეცნიერთა განცხადებით, დაბერების პროცესი 39 წლიდან იწყება. ამ ასაკიდან ადამიანის გონებრივი შესაძლებლობები რამდენადმე სუსტდება, ირღვევა საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ფუნქციაც.
16 თებერვალი 2017
მეცნიერების აზრით, წიგნები და მასობრივი ინფორმაციის საშუალებები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ბავშვებში ამ თუ იმ პროდუქტისადმი დამოკიდებულების ჩამოყალიბებაში. ხოლო საკვებისადმი ბავშვობის დროინდელი სიყვარული, ხშირად მთელი ცხოვრების განმავლობაში ნარჩუნდება. მკვლევარებმა შეისწავლეს საჭმლის აღწერილობა 100 პოპულარულ საბავშვო წიგნში.
27 იანვარი 2017
გერმანიის ფედერალური ინსტიტუტის პროფესორი ბერნდ შეფერი აცხადებს, რომ ტოსტერში დაბრაწულ-დახრუკული პური (ე.წ "ტოსტი") ჯანმრთელობისთვის მავნებელია. რაც უფრო მეტხანს იწვება ის, მით მეტია მასში აკრილამიდის შემცველობა. ამ ნივთიერებას კი კანცეროგენების (სიმსივნის მაპროვოცირებელი ნაერთები) სიაში მოიაზრებენ.
მაიოს კლინიკის სპეციალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ბავშვთა ასთმური შეტევის მიზეზი ხშირად მშობელთა მავნე ჩვევა - თამბაქოს მოხმარებაა. ისინი მოუწოდებენ მოზრდილებს, მოარიდონ ბავშვები თამბაქოს კვამლს. მეცნიერებმა გააანალიზეს ამ თემასთან დაკავშირებით ჩატარებული 25 კვლევის შედეგები. აღნიშნულ კვლევებში მონაწილეობდა 430 000-ზე მეტი ბავშვი, რომელთა საშუალო ასაკი 6-7 წელიწადს შეადგენდა.
როგორც კვლევებმა აჩვენა, ანანასს არა მარტო სასიამოვნო გემო აქვს, არამედ ანტიოქსიდანტების შემცველობის გამო, ჯანმრთელობისთვისაც სასარგებლოა. კერძოდ, ანტიოქსიდანტური თვისებების გამო ის წარმატებით ებრძვის ათეროსკლეროზს, გულის დაავადებებსა და სხვადასხვა ტიპის კიბოს.
კომპიუტერული თამაშები ხანდაზმულ ადამიანებს ჭკუასუსტობისგან იხსნის. კომპიუტერული თამაშების საშუალებით ტვინის ვარჯიში დემენციისკენ მიდრეკილი ადამიანების კოგნიტიური ფუნქციების გაუარესების პროცესს ამუხრუჭებს.