ქსოვილთა დონორების რიცხვმა გერმანიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქსოვილთა დონორების რიცხვმა გერმანიაში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია

საყურადღებოა, რომ რეკორდული მაჩვენებელი ჰქონდა თვალის რქოვანას, გულის სარქვლების და სისხლძარვების დონორობას. დონორობა გასწია 2341 ადამიანმა, პაციენტებს კი მთლიანობაში გადაეცათ 4053 ქსოვილოვანი ტრანსპლანტატი.

შეგახსენებთ, რომ ქსოვილთა ტრანსპლანტაციის გერმანული საზოგადოების შტაბ-ბინა ჰანოვერშია, თუმცა, გადანერგვისთვის დონორული ქსოვილებით მთელი ქვეყანა მარაგდება. ორგანიზაციის წილად გერმანიაში განხორციელებული რქოვანას გადანერგვის ნახევარი მოდის. სწორედ ეს მასალაა ყველაზე ხშირად ტრანსპლანტატის სახით მოწოდებული საზოგადოების მხრიდან. 2016 წელს გერმანიაში თურმე რქოვანას 3006 გადანერგვა განხორციელდა, რაც მთლიანობაში 11 %-იანი ზრდის მაჩვენებელს შეადგენს.

ქსოვილთა ტრანსპლანტაციის გერმანული საზოგადოება დამოუკიდებელი არაკომერციული ორგანიზაციაა. ის აერთიანებს დრეზდენის, ლაიპციგის, როსტოკისა და ჰანოვერის კლინიკებს. ორგანიზაცია 1997 წლიდან უწყობს ხელს დონორობის გაფართოებასა და ტრანსპლანტოლოგიის განვითარებას ქვეყანაში. მასალის მიღება გადანერგვისათვის ნებისმიერ სამედიცინო დაწესებულებას შეუძლია გერმანიაში.

თინათინ გოცაძე