საინტერესო შტრიხები გრეგორი ჰაუსის ბიოგრაფიიდან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საინტერესო შტრიხები გრეგორი ჰაუსის ბიოგრაფიიდან

ჰაუსი Princeton-Plainsboro Teaching Hospital-ში მუშაობს. ის დიაგნოსტიკური განყოფილების ხელმძღვანელია. ჰაუსი მაღალი დონის პროფესიონალია და დიაგნოზის სწრაფად დასმის კარგი უნარი აქვს. პროფესიული წარმატების მიუხედავად, გრეგორი საკმაოდ წარუმატებელია ადამიანურ ურთიერთობებში. ჰაუსს ხშირად აღწერენ, როგორც მიზანთროპს. თუმცა ეს მდგომარეობა თავად გრეგორის მოსწონს და სურს, რომ სწორედ ასეთი იყოს.

გრეგორი ჰაუსი 1959 წლის 15 მაისს ჯონი და ბლით ჰაუსების ოჯახში დაიბადა. სერიალში კარგად ჩანს, რომ მას დედა ძალიან უყვარს. თუმცა ჰაუსი ცდილობს, მაქსიმალურად მოერიდოს მშობლებს, რომ მამის მორალური გავლენისგან თავი დაიცვას. 12 წლიდან ეჭვი აქვს, რომ ჯონი მისი ბიოლოგიური მამა არაა. ეს ეჭვი მამის გარდაცვალების შემდეგ დნმ ტესტის გაკეთებით დაადასტურა.

ის კარგად უკრავს პიანინოსა და გიტარაზე. საუბრობს რამდენიმე ენაზე. გრეგორი უნივერსიტეტში შეხვდა თავის მომავალ თანამშრომელს ექიმ ლიზა ქადის.

ექიმი ჰაუსი მაღალი დონის პროფესიონალი ექიმია ნევროლოგიისა და ინფექციების მიმართულებით. კარიერის პირველ ეტაპზე შეხვდა კონსტიტუციონალისტ იურისტს სტეისი უარნერს. ისინი 5 წლის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ.

ჰაუსმა საკუთარ განყოფილებაში სამი ნევროლოგი ერიკ ფორმანი, იმუნოლოგი ალისონ კამერონი და კრიტიკული სიტუაციების ექიმი რობერტ ჩეისი დაიქირავა. გრეგორი საკუთარ გუნდთან ერთად განსაკუთრებით იშვიათი და უცნაური დაავადებების მქონე პაციენტებს მკურნალობდა. ის ხშირად არის უხეში და პაციენტებთან ურთიერთობისას არასწორი მანერებით გამოირჩევა.

ექიმ გრეგორის ხშირად აღწერენ, როგორც ქედმაღალ და ნარცის ადამიანს. თუმცა სერიალში იშვიათად მაინც ჩანს, თუ როგორი ემპათიით არის განწყობილი პაციენტების მიმართ. მან რამდენჯერმე ჰოსპიტალის პროტოკოლიც დაარღვია, რომ პაციენტი განსკაუთრებით კრიტიკული სიტუაციიდან ეხსნა.

ჰაუსი მიზანთროპია და მისი ბევრი გულშემატკივარი ასეთ ხასიათს გრეგორის დაავადებით ხსნის. თუმცა ექიმი ქადი ერთ ეპიზოდში აღნიშნავს, რომ ჰაუსს ასეთი ხასიათი ფეხის ტრამვამდეც ქონდა. ჰაუსს მერჯვენა ფეხი აწუხებს და პერიოდულად კოჭლობს. მისი დაავადება საშინელ ტკივილებს იწვევს და ამიტომაც გრეგორი ნარკოტიკულ ტკივილგამაყუჩებელზე ვიკოდინზე დამოკიდებულია.

რთული ხასიათის გამო, ჰაუსთან მუშაობაზე უარი თქვეს მისმა კოლეჯის მეგობრბმა ჩეისმა, კამერონმა და ფორმანმა. ერთადერთი მეგობარი, ვისთანაც ჰაუსმა კარგი ურთიერთობის შენარჩუნება მოახერხა ექიმი ჯეიმს უილსონია. მათ შორისაც ხშირად დაფიქსირდა კონფლიქტური სიტუაცია, მაგრამ ყოველთვის, როცა უილსონს უჭირდა, ჰაუსი მის გვერდით იდგა.

ექიმის ჰაუსის ცხოვრებისეული ფილოსოფია შემდეგნირია: "ადამიანური არებობის ჭეშმარიტება არის ის, რომ ყველა იტყუება. ერთადერთი განსხვავება ისაა, თუ რას იტყუება."

ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე #ჩაუჯექით "ექიმ ჰაუსს" GDS-ზე.