კომპანია "ალპენ ფარმა" "ოჯახის მკურნალის" პარტნიორობით ინოვაციურ პრეპარატს წარადგენს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კომპანია "ალპენ ფარმა" "ოჯახის მკურნალის" პარტნიორობით ინოვაციურ პრეპარატს წარადგენს

კონფერენციაზე Alpen Pharma-ს წარმომადგენლებმა ახალი მცენარეული მედიკამენტი "ვიტანგო" წარადგინეს.

"ოჯახის მკურნალმა" იქ შეკრებილ ექიმთა საზოგადოებას დაგეგმილი პროექტების შესახებ გააცნო და სტუმრებს სპეციალური გათამაშებაც შესთავაზა, სადაც მოწვეული ექიმები "დიდი საოჯახო ენციკლოპედიით" დააჯილდოვა.

ლეილა ღონღაძე ფარმაცევტული კომპანია Alpen Pharma - ს მენეჯერი:

"ფარმაცევტული კომპანია "ალპენ ფარმა" აგრძელებს თავის ტრადიციას: ინოვაციური პრეპარატების დანერგვას საქართელოს ფარმაცევტულ ბაზარზე. როგორც ჩვენი ყველა პრეპარატი "ვიტანგოც" წარმოადგენს ნატურალურ, უსაფრთხო პრეპარატს, გერმანულ პროდუქციას, რომელიც სტრესთან დაკავშირებული პრობლემების სამკურნალოდ გამოიყენება. ღონისძიებაში მონაწილეობამიიღო ათობით ნევროლოგმა და ფსიქიატრმა. მათ სტრესის დღევანდელ სტატისტიკაზე და მასთან დაკავშრებულ პრობლემებზე ისაუბრეს"

ანი სირბილაძე, "ოჯახის მკურნალის" პროექტების მენეჯერი:

mkurnali.ge

"2016 წელს ვებ-გვერდ mkurnali.ge-ის რებრენდინგი გაკეთდა. ის მკითხველს სრულიად ახალ დიზაინსა და ინოვაციურ პროექტებს სთავაზობს. საიტზე დაინერგა უნიკალური სერვისი, რომელიც საშუალებას გაძლევთ, ონლაინ რეჟიმში დასვათ ნებისმიერი პროფილის სამედიცინო კითხვა და 3 საათზე ნაკლებ დროში, საჯაროდ თუ კონფიდენციალურად მიიღოთ პასუხი, ატვირთოთ ფოტო და ექიმს ვიზუალურად წარმოუჩინოთ თქვენი პრობლემა. დღემდე, ამ სერვისის წარმატება მოლოდინს აჭარბებს.

დღევანდელ კონფერენციაზე "ოჯახის მკურნალის" ფარგლებში დაგეგმილ რამდენიმე მასშტაბურ პროექტზეც ვისაუბრეთ, რასაც ჩვენს მომხმარებელს ახლო მომავალში შევთავაზებთ".

mkurnali.ge

ირინა ხატიაშვილი, მედიცინის დოქტორი, ნევროლოგი:

"ჩვენ იმისთვის შევიკრიბეთ, რომ ვისაუბროთ ახალ მცენარეულ მედიკამენტზე, რომელიც მცენარე როდეოლა როზეას ექსტრაქტს შეიცავს და რომელსაც დადებითი გავლენა აქვს სტრესით გამოწვეული სიმპტომების მკურნალობაზე.

ჟურნალი "ოჯახის მკურნალი", რომელიც ამ ღონისძიების მხარდამჭერია, ფართო საზოგადოებას საჭირო და კარგ ინფორმაციას აწვდის. "ოჯახის მკურნალის" ბეჭდურ ვერსიაში ყველასთვის გასაგები ენით აღწერილია სამედიცინო ინფორმაცია. ონლაინ ვერსიას რაც შეხება, ძალიან მნიშვნელოვანია, როცა პაციენტს საშუალება ექნება თავად აირჩიოს, რომელ ექიმს მიმართოს, ნახოს ექიმთა გამოცდილება და მიღწევები. ასევე ძალიან კარგია, როცა პაციენტს შეუძლია mkurnali.ge-ზე ონლიან რეჯიმში დაუსვას კითხვა ექიმს და მოკლე დროში მიიღოს ხარისხიანი სამედიცინო კონსულტაცია.

ვფიქრობ, მკურნალის ვებ-გვერდზე განთავსებულ ინფორმაციას უნდა დაემატოს სტატიები მოზარდებისთვის. უამრავი ცვლილება ხდება ადამიანის ორგანიზმში გარდატეხის ასაკში, თინეიჯერებს კი საშუალება უნდ აჰქონდეთ მათ ორგანიზმში მიმდინარე ცვლილებებზე კომპეტენტური ინფორმაცია მოიპოვონ. კვალიფიციური ინფორმაცია უნდა მიეწოდოს სქესობრივ ურთიერთობაზეც. ასევე სწორი დღის რეჟიმის შესახებ. რადგან დღეს ყველას გადატვირთული გრაფიკი აქვს სამსახურებსა თუ სასწავლებლებში, მაგრამ ამის მიუხედავად, ყველამ უნდა შეძლოს ჯანსაღი ცხოვრების წესი აირჩიოს".

ეკა გადახაბაძე

R