სერიალი, რომლის დასრულება დეპრესიას იწვევს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სერიალი, რომლის დასრულება დეპრესიას იწვევს

ამ დღიდან მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება. ერთ დროს მშვიდი და თავმდაბალი ქიმიის მასწავლებელი მოკლე პერიოდში მრისხანე და ყველაფერზე წამსვლელ კრიმინალად იქცევა. ღარიბულ და ჩამორჩენილ ცხოვრებას კი ფუფუნება და მედიდურობა ცვლის.

ახალი სახელი, ახალი იმიჯი, ახალი პროფესია და ახალი გარემოცვა, თითქოს სიცოცხლის უკანასკნელი ორი წლის მანძილზე ის თავიდან იბადება. თუმცა, მის ირგვლივ განხორციელებული ცვლილებების მიუხედავად, იგი მაინც მოსიყვარულე მამად რჩება, რომელსაც უნდა რომ თავის ოჯახს ყველაფრით უზრუნველყოფილი მომავალი დაუტოვოს. მისი კრიმინალური გარდაქმნაც ნაწილობრივ ამით არის განპირობებული. სხვა რა გზა რჩება ადამიანს, რომელმაც საკუთარი თავის შესაძლებლობები იცის, აცნობიერებს, რომ მეტის მიღწევა შესაძლებელია, თუმცა პატიოსანი შრომით ამის გაკეთება შეუძლებალი გახდა?

ნარკოტიკები, გამოძიება, მკვლელობები და ამ ყველაფრის ფონზე განვითარებული ადამიანური ურთიერთობები, რომლებიც ასეთ მტრულ გარემოშიც ახერხებს პირველობის შენარჩუნებას- ეს სერიალ"გაბოროტებულის"(BREAKING BAD) სიუჟეტია. სერიალი, რომელმაც ეკრანებზე გამოსვლისთანავე დაიპყრო როგორც კრიტიკოსების, ასევე მაყურებლების გულები. იგი დღემდე არ კარგავს აქტუალურობას და IMDB-ის მონაცემებით, ტოპ სერიალებში მეხუთე ადგილზეა.

"გაბოროტებული"უამრავ სხვადასხვა ჯილდოზე იყო წარდგენილილი. 2013 წელს 2 ოქროს გლობუსიც მოიპოვა. იგი ყველა დროისსაუკეთესო სერიალების სიაშიც არის შესული.

საკმაოდ საინტერესოა ფანების გამოხმაურებაც. სერიალის გამოსვლის შემდეგ ისინი იკეთებდნენ მთავარი გმირების ვარცხნილობებს, საუბრობდნენ მათ ენაზე, იცვამდნენ მაისურებს მათი გამოსახულებით. "ფეისბუქზე" უამრავი ადამიანი დარეგისტრირდა მთავარი გმირის ზედმეტსახელით "ჰეიზენბერგი". არ წყდებოდა განხილვა სერიალის ირგვლივ ინტერნეტ სივრცეში, რომელშიც უამრავი ცნობილი ადამიანიც იყო ჩართული. შეიქმნა ფანკლუბები. სერიალის დასრულების შემდეგ CNN-მა სტატიაც კი დაწერა იმის შესახებ, თუ როგორ იტანჯებოდნენ სერიალის დასრულების შემდგომი დეპრესიისგან მისი ფანები.

ქართველ მაყურებელს უკვე ქართულ ენაზე გახმოვანებული სერიალის ყურებაც შეუძლია.

#ჩაუჯექი "გაბოროტებულს" ყოველსა მუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე GDS-ზე.