ნაწლავური ინფექციები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნაწლავური ინფექციები

დიარეის შემთხვევაში ვლიდნება ნაწლავთა გახშირებული მოქმედება (3-ზე მეტად დღე-ღამეში) შეცვლილი კონსისტენციის, გაზრდილი მოცულობის და პათოლოგიური მინარევების (წყალი, სისხლი, ლორწო) შემცველი განავლით. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ახალშობილებისა და ჩვილებისთვის დამახასიათებელია ნაწლავთა შედარებით ხშირი მოქმედება, განსაკუთრებით ძუძუთი კვების შემთხვევაში, თუმცა ასეთ დროს არ ვლინდება არც კონსისტენციის ცვლილება და არც პათოლოგიური მინარევები.

ბავშვთა ასაკში დიარეა უპირატესად ინფექციური გენეზისაა - უხშირესად ვირუსული, შედარებით იშვიათად ბაქტერიული, სხვა მიზეზებს შორის შეიძლება აღვნიშნოთ მონელებისა და შეწოვის დარღვევები, კვებითი ალერგია, სხვადასხვა მედიკამენტის, მათ შორის ანტიბიოტიკების გამოყენება და სხვ. დაავადების გადაცემის ძირითადი გზა ორალურ-ფეკალურია, ანუ დაავადებას განაპირობებს ფეკალიებიდან გამოყოფილი გამომწვევის პირში მოხვედრა (დაბინძურებული ხელებით, სათამაშოებით). დიარეის ძირითადი კლინიკური სიმპტომებია: ნაწლავთა გახშირებული მოქმედება, ღებინება, გარკვეული სიმძაფრით გამოხატული ტემპერატურული რეაქცია, მუცლის ტკივილი. დიარეის შემთხვევაში ორგანიზმი ნაწლავთა მოქმედებასთან ერთად კარგავს დიდი რაოდენობით სითხეს და მარილებს, რაც იწვევს გაუწყლეობის განვითარებას. მშობლებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის ძლიერი აგზნება, ან პირიქით ძილიანობა და ლეთარგია, წყლის მიღების შეუძლებლობა ან პირიქით გამძაფრებული წყურვილის გრძნობა მიუთითებს გაუწყლოებაზე და საჭიროებს ექიმთან დაუყოვნებელ ვიზიტს.

დიარეის მკურნალობა მოიცავს სარეჰიდრატაციო მარილის ხსნარის მიწოდებას გაუწყლოების თავიდან აცილების მიზნით, ბაქტერიული დიარეის შემთვევაში ანტიბიოტიკოთრაპიას, კვების გაგრძელებას და პრობიოტიკების გამოყენებას. დადგენილია, რომ პრობიოტიკების ჩართვა მკურნალობაში ამცირებს დიარეის ხანგრძლივობას და ნაწლავთა მოქმედების სიხშირეს.

პრობიოტიკები - ცოცხალი, არაპათოლოგიური ბაქტერიებია, რომლებიც ნორმალური ნაწლავური მიკროფლორის ძირითად კომპონენტს წარმოადგენენ და ნაწლავის სანათურში ახდენენ პათოლოგიური მიკრობების დათრგუნვას. ადამიანის კუჭ-ნაწლავის ტრაქტში 400-მდე ბაქტერიის სახეობაა. მცირე ასაკის ბავშვების ნაწლავის ძირითად ფლორას ბიფიდო და ლაქტობაქტერიები წარმოადგენენ.

ნაწლავურ მიკროფლორას ორგანიზმში მრაცალრიცხოვანი ფუნქცია აკისრია: მონაწილეობს საკვების მონელების და ვიტამინების სინთეზის პროცესში, ახდენს ნაწლავის ბარიერული ფუნქციის გაძლიერებას, ნაწლავის სანათურში თრგუნავს პათოლოგიური ბაქტერიების ზრდას, იწვევს იმუნიტეტის სტიმულირებას და შესაბამისად იცავს ბავშვს სხვადასხვა დაავადების განვითარებისგან.

ცნობილია, რომ ახალშობილის ნაწლავი დაბადებისას სტერილურია და დაბადების შემდეგ იწყება ნაწლავის კოლონიზაცია - ნაწლავის სანათურში მიკრობთა ჩასახლების პროცესი, რომელიც მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. მშობიარობის გზა, კვების ხასიათი, გარემო პირობები, სხვადასხვა მედიკამენტის გამოყენება - ყველაფერი გავლენას ახდენს კოლონიზაციაზე და შესაძლებელია გამოიწვიოს დისბიოზი ანუ ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის შემადგენლობის ხარისხობრივი და რაოდენობრივი ცვლილებები. დადგენილია, რომ ფიზიოლოგიური - ვაგინალური მშობიარობა და განსაკუთრებით კი ძუძუთი კვება უზრუნველყოფს ბავშვის ნაწლავის სანათურში ნორმალური მიკროფლორის ჩასახლებასა და გამრავლებას. ახალშობილთა ჰიპოქსია, ვირუსული და ბაქტერიული ინფექციები, ხელოვნური კვება, ანტიბიოტიკოთერაპია არღვევს ნაწლავის ნორმალურ მიკროფლორას, რაც თავის მხრივ აქვეითებს საკვების გადამუშავებას, აძლიერებს ლპობით და დუღილის პროცესებს, აზიანებს ნაწლავის ბარიერულ ფუნქციას, ახდენს პათოლოგიური ფლორის გამრავლებას, აქვეითებს იმუნიტეტს და შესაბაისად ზრდის სხვადასხვა დაავადების განვითარების რისკს. სწორედ ამიტომ დიარეის შემთხვევაში, ანტიბიოტიკოთრაპიის ან ხელოვნური კვების დროს მედიკამენტური მკურნალობის ერთ-ერთ ეფექტურ მეთოდს წარმოადგენს პრობიოტიკების დანიშვნა.

პრობიოტიკი რეუტენი, რომელიც შეიცავს ერთ-ერთ ყველაზე კარგად შესწავლილ და მაღალეფექტურ Lactobacillus Reuteri-ის ბაქტეიულ შტამს, აღადგენს სხვადასხვა პათოლოგიური პროცესების შედეგად დარღვეულ ნაწლავთა ფლორას. რეუტენს აქვს კუჭნაწლავის ტრაქტში უნიკალური ადაპტაციის უნარი. იგი ადამიანის მსხვილ ნაწლავში გამოყოფს ძლიერმოქმედ ნივთიერება რეუტერინს, რომელიც თრგუნავს მრავალი პათოგენური ბაქტერიის, ვირუსის, სოკოსა და უმარტივესის ზრდას და გამრავლებას. პრობიოტიკ რეუტენის აქტიური ნივთიერება ლაქტობაცილა ხელს უწყობს საჭმლის მონელების პროცესს, აუმჯობესებს K, B ჯგუფის ვიტამინების სინთეზსს, აგრეთვე, აუმჯობესებს D ვიტამინის, კალციუმისა და რკინის შეწოვას. ამავე დროს ლაქტობაცილა მონაწილეობს ელექტროლიტურ ბალანსის რეგულაციაში, იგი აუმჯობესებს ცილების, ფოსფოლიპიდების, ნახშირწყლების და ცხიმოვანი მჟავების, ქოლესტერინის ცვლას და ნაწლავთა პერისტალტიკას. რეუტენი აძლიერებს იმუნიტეტს და ამცირებს ინფექციების განვითარების რისკს. ამბულატორიულ პაციენტებში ჩატარებული კვლევით (მოზრდილები და ბავშვები) დადასტურდა რეუტენის ზეგავლენა იმუნურ სისტემაზე ე.წ . CD4 + T- უჯრედების მობილიზაცია და ანტისხეულების გამომუშავების სტიმულაცია, რაც აძლიერებს იმუნურ პასუხს და ზრდის დამცველობით უნარს.

აღსანიშნავია, რომ დედის რძე შეიცავს სწორედ პრეპარატ რეუტენში შემავალ ლაქტობაცილა რეუტერს, რაც, მას აქცევს ჭეშმარიტად ბუნებრივ პრობიოტიკად. რეუტენი შედის მეცნიერთა მიერ ყველაზე კარგად შესწავლილი და ყველაზე მრავალრიცხოვანი კვლევების მქონე პრობიოტიკთა ნუსხაში. ფართო, კონტროლირებად კლინიკურ კვლევებში გამოვლინდა, რომ რეუტენი არა მხოლოდ იცავს ნაწლავური ინფექციისგან, არამედ აჩქარებს ინფექციის შემდომი გამოჯანმრთელების პროცესს. ანტიბიოტიკოთრაპიის პარალელურად პრეპარატის გამოყენება მინიმუმამდე ამცირებს დისბიოზის განვითარებას და ანტიბიოტიკ ასოცირებული დიარეის განვითარების რისკს, რაც საკმაოდ ხშირ პრობლემას წარმოადგენს ანტიბიოტიკოთრაპიის შემთხვევაში. დადგენილია, რომ ლაქტობაცილას მოცემული შტამი ერთადერთი შტამია, რომელიც ამცირებს კარიესის განვითარების რისკს.

ევროპული ხარისხის, მაღალეფექტურ პრეპარატ რეუტენს ახასიათებს მაღალი უსაფრთხოების პროფილი და შესანიშნავი ამტანობა. რეუტენის გამოყენების ჩვენებაა: ვირუსული და ბაქტერიული დიარეა, ანტიბიოტიკოთრაპია, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი, ატოპური დერმატიტი და სხვ. რეუტენის დოზირება - 4 წლამდე ასაკში გამოიყენება დღეში ერთი, ხოლო 4 წლის შემდეგ 1-2 პაკეტი, რომლის შიგთავსი იხსნება წყალში და მიიღება მომზადებისთანავე. მისი თისდებიდან გამომდინარე პრობიოტიკი რეუტენი სწორედ საოჯახო აფთიაქის მედიკამენტს წარმოადგენს.