ქართველი პაციენტებისთვის თურქეთის კლინიკებში მკურნალობა მარტივდება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქართველი პაციენტებისთვის თურქეთის კლინიკებში მკურნალობა მარტივდება

”აჯიბადემის” კლინიკებში აქამდეც ჩადიოდნენ ქართველი პაციენტები. ამისთვის მათ უწევდათ კონტაქტი სტამბულის სათაო ოფისთან. ახალი ოფისის საშუალებით კი საქართველოშივე გახდება შესაძლებელი ინფორმაციის და სხვა საჭირო დახმარების მიღება. ”აჯიბადემს” მსოფლიოს მასშტაბით30 ოფისი აქვს და მათ შორის უკვე საქართველოცაა.

”აჯიბადემი” არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სამედიცინო ქსელი მსოფლიო მასშტაბით, რომელიც 22 საავადმყოფოსა დ 19 სამედიცინო ცენტრსაერთიანებს. საქართველოსა და თურქეთს მეგობრული ურთიერთობა აქვთ და ვფიქრობ, რომ აქამდეც უნდა გაგვეხსნა ცენტრი საქართველოში. თუმცა ახლა უკვე აქ ვართ და ეს ფაქტიძალიან მახარებს. 25 წლის წინ თურქებსაც საზღვარგარეთ უწევდათ სამკურნალოდ წასვლა. ახლა ეს ტენდენცია შეიცვალა და პირიქით, საზღვარგარეთიდან თურქეთში ჩამოდიან სამკურნალოდ. ამას განაპირობებს როგორც მაღვალკვალიფიური სამედიცინო პერსონალი, ისე კლინიკაებში არსებული უახლესი ტექნოლოგიური მოწყობილობები. ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით ქართველ ექიმებს კვალიფიკაციის ამაღლებაში. იმედი მაქვს, მალე საქართველოშიც შეიცვლება სიტუაცია და ქართველებს საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა აღარ მოუწევთ,” - ქართული ოფისის გახსნაზე აღნიშნა ”აჯიბადემის” ინვეტიციებისა და ბიზნესის განვითარების დირექტორმს დსთ-ის რეგიონში მურატ ეკმეზოღლუმ.

”აჯიბადემის” ქართული ოფისის გახსნას პაციენტებისთვის პროცედურების გამარტივების გარდა, სხვა მრავალი უპირატესობა აქვს. საქართველოს ოფისში პაციენტები შეძლებენ არსებულიდიაგნოზისგადამოწმებას და საჭირო დახმარების მიღებას. ამას გარდა, თურქი ექიმები ჩაატარებენ ტრენინგებს და კონსულტაციებს ქართველი ექიმებსთვის გამოცდილების გასაზიარებლად. 2016 წლის დეკემბერში სამი ქართველი ექიმი ონკოლოგი უკვე იმყოფებდოა თურქეთში მოკლევადიან ტრეინინგზე.

”აჯიბადემის” ქართული ოფისი იქნება ხიდი საქართველოსა და აჯიბადემს შორის: ამ ოფისის დახმარებით შესაძლებელი გახდება ისეთი მომსახურების და მკურნალობის მიღება, რომელიც არ არის ხელმისაწვდომი საქართველოში. ის იქნება პლატფორმა თურქ და ქართველ ექიმებს შორის მედიცინის გლობალური განვითარებისთვის.მრავალ შესაძლებლობას შევთავაზებთ როგორც პაციენტებს, ისე ქართველ ექიმებს. ჩვენ ვაპირებთ ერთობლივი კონფერენციების ჩატარებას. მოეწყობა მრგვალი მაგიდები, სადაც რთული და საინტერესო სამედიცინო თემებიგანიხილება. ვიმედოვნებ, რომ ქართველ სტუდენტებს დიპლომის მიღების შემდგომი კურსების”აჯიბადემის” უნივერსიტეტში გავლის საშუალებაცმიეცემათ,” - თქვა ”აჯიბადემის” ოფიციალურმა წარმომადგენელმა საქართვლეოში ნინა ლობჟანიძემ.

მურატ ეკმეზოღლუს განმარტებით, ”აჯიბადემის” უნივერსიტეტში სტუდენტების ნაწილი უფასოდ სწავლობს, ნაწილი კი - 50 პროცენტიანი დაფინანსებით. ამიერიდან ამ შესაძლებლობის მიღების საშუალება ქართველ სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებსაც ექნებათ.

საქართველოში ”აჯიბადემის” წარმომადგენლობის გახსნით კმაყოფილები არიან ქართველი პაციენტებიც, რომლებიც უკვე სარგებლობენ ამ ქსელის სერვისით. ნათია ინასარიძის არასრულწლოვანი შვილი 4 წელია ”აჯიბადემის” კლინიკის პაციენტია. ნათიას ბავშვთან ერთად 5 თვით სტამბოლში ცხოვრებაც კი მოუწია. მას ქართველი პაციენტები ხშირად მიმართავენ დახმარების თხოვნით.

”ვცდილობ, ყველას მაქსიმალური ყურადღება დავუთმო და ყველა დავაკვალიანო. თუმცა ეს საკმაოდ რთულია. ამიტომაც ძალიან მოხარული ვარ, რომ საქართველოში იქნება ”აჯიბადემის” ოფიციალური წარმომადგენლობა, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარება მსურველებს. თავად კლინიკების მომსახურების ხარისხით კი ძალიან კმაყოფილი ვარ. საქართველოში ყველაზე დიდი პრობლემა ისაა, რომ დიაგნოზის დასმა უჭირთ ექიმებს, რადგან არ გვაქვს მაღალკვალიფიცური ლაბორატორიები. იმედია მაქვს, ეს თანამშრომლობა ამ პრობლემის მოგვარებაზეც დადებით გავლენას მოახდენს,” - თქვა ნათია ინასარიძემ.

2016 წელს ”აჯიბადემში”მკურნალობადაახლოებით 4 500 000 ადამიანმა ჩაიტარა. მათ შორის 30 000 პაციენტი მსოფლიოს 47 ქვეყნიდან იყო ჩასული. საქართველოდანაც ასეულობით პაციენტი ჩადის”აჯიბადემში” სამკურნალოდ.ქართველ პაციენტებს ამ სერვისის უფრო გამარტივებულად მისაღებად შეუძლიათ დაუკავშირდნენ ”აჯიბადემის” ქართულ ოფისს მისამართზე: თბილისი, ა. ჭავჭავაძის #58 და ტელეფონზე: 2158500.

მისამართი: თბილისი, ჭავჭავაძის ქ. 58

ტელ.: 2 15 85 00