ვინ? რა დროს? როგორ? რატომ უნდა მიიღოს რეოფარი? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვინ? რა დროს? როგორ? რატომ უნდა მიიღოს რეოფარი?

რეოფარი მიეკუთვნება კომბინირებული პრეპარატების ჯგუფს, რომლებიც პანკრეასის ფერმენტებთან ერთად შეიცავენ ნაღვლის კომპონენტებსაც. ეს არის პრეპარატი ოთხმაგი მოქმედებით, რომელიც გამოიყენება საჭმლის მონელების დარღვევების დროს. ერთი კაფსულა შეიცავს:

პანკრეატინს(175 მგ)

დიმეტიკონს (25 მგ)

ხარის ნაღვლის ექსტრაქტს (25 მგ)

ჰემიცელულოზას (50 მგ)

მონელების პროცესი ძირითადად ხორციელდება პანკრეასის მიერ გამომუშავებული ფერმენტების მიერ, ამდენად, საკვების მონელების მოშლის განვითარებაში ძირითად როლს ფერმენტული სისტემის არასრულყოფილებას ან მისი ფუნქციის დარღვევას მიაკუთვნებენ ხოლმე.

საკვების მონელების პროცესის სხვადასხვა ხარისხით გამოხატული მოშლა კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრაქტიკულად ნებისმიერი დაავადების დროს გვხვდება და თან ახლავს ტკივილი, შებერილობა (მეტეორიზმი), ყაბზობა, დისკომფორტისა და სიმძიმის შეგრძნება კვების დროს და კვების შემდეგ.

მკურნალობის ძირითად პრინციპს იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც ახასიათებთ საკვების მონელების და შეწოვის დარღვევები ფერმენტული პრეპარატებით წარმოებული თერაპია წარმოადგენს. ასეთ ტიპის პრეპარატებს მიეკუთვნება რეოფარი.

რა უპირატესობა აქვს რეოფარს?

რეოფარი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც ხელს უწყობს საკვებით მიღებული ცხიმების, ცილების, ნახშირწყლების გადამუშავებას. პანკრეატინი ავსებს ფერმენტულ დეფიციტს, რის შედეგადაც მცირდება აირების წარმოქმნა, დიმეტიკონი კი ხელს უწყობს ჭარბი აირების გამოდევნას და ხსნის შებერილობას.

რეოფარი ასევე შეიცავს ნაღვლის ბუნებრივ კომპონენტებს ცხიმების უკეთესი მონელებისთვის. ნაღვლის მჟავები ასტიმულირებენ პანკრეასის ფერმენტულ აქტივობას, ფერმენტებს შეიცავს დაბალი დოზით, რაც არ იწვევს პანკრეასის „გაზარმაცებას“ და ასტიმულირებს მის მიერ ფერმენტების გამომუშავებას.

პრეპარატში შემავალი ჰემიცელულოზა კი ხელს უწყობს მცენარეული უჯრედისის ათვისებას. მცენარეული საკვებიდან ნახშირწყლების მონელებისთვის საჭიროა ჰემიცელულოზას გარედან მიწოდება, რის საშუალებასაც იძლევა - რეოფარი.

სწორედ ამიტომ რეოფარი უფრო მეტი ეფექტურობით ხასიათდება.

რა დროს მივიღოთ რეოფარი?

რეოფარი წარმოადგენს აუცილებელ რგოლს კუჭ-ნაწლავის კომბინირებულ თერაპიულ კურსში, მისი მიღება სასურველია როცა პაციენტს აღენიშნება საჭმლის მონელების ფუნქციის დაქვეითება და მასთან დაკავშირებული სიმპტომები: მეტეორიზმი, ყაბზობა, სიმძიმისა და დისკომფორტის შეგრძნება კვების დროს და კვების შემდეგ. პრეპარატი ასევე შესაძლებელია მიიღოს პაციენტმა რადიოლოგიური გამოკვლევების წინ, აირების შესამცირებლად.

როგორ მივიღოთ რეოფარი?

დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად, ინიშნება 1 ან 2 ტაბლეტი კვების შემდეგ ან უშუალოდ კვების დროს. ოპერაციამდე ან რენტგენოლოგიურ გამოკვლევამდე 2 დღით ადრე - ყოველი კვების შემდეგ 2 ტაბლეტი, ხანგრძლივად.

ვინ უნდა მიიღოს რეოფარი?

პაციენტებმა, ვისაც აღენიშნებათ შებერილობა, ყაბზობა, დისკომფორტისა და სიმძიმის შეგრძნება კვების დროს და კვების შემდეგ. რეოფარში შემავალი საკვების მომნელებელი აქტიური ფერმენტების შემადგნლობა და კონცენტრაცია ოპტიმალურია და ეფექტურად ახდენს ამ სიმპტომების მოხსნას.

ექიმი გასტროენტეროლოგი, ჰეპატოლოგი,

მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი,

ევროპის ჰეპატოლოგთა ასოციაციის ნამდვილი წევრი,

ამიერკავკასიის ლიგის გასტროენტეროლოგთა და

ჰეპატოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი - ირაკლი ხმალაძე

R