გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ქალის ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს საჩივრით მიმართა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

გაგუას კლინიკაში გარდაცვლილი ქალის ოჯახმა ჯანდაცვის სამინისტროს საჩივრით მიმართა

როგორც ”ინტერპრესნიუსს” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში განუცხადეს, წესების თანახმად, ამჟამად დაზუსტების პროცედურები მიმდინარეობს, ნამდვილად კანონიერი წარმომადგენლის მიერ არის თუ არა საჩივარი შეტანილი.

პარალელურად, რეგულირების სააგენტოს წარმომადგენლები გაგუას კლინიკაში მუშაობენ. ასევე სამინისტროს ინფორმაციით, უახლოეს დღეებში მზად იქნება სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა გაკვეთის შედეგის შესახებ.

”აღნიშნული პროცედურების შემდეგ, საქმე რეცენზიაზე წავა და მას კომისია განიხილავს”, - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

გაგუას კლინიკაში ახალგაზრდა ქალი პირველ მაისს გარდაიცვალა. მან 30 აპრილს იმშობიარა, 1-ელ მაისს კი კლინიკაში დაიღუპა. ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ კლინიკიდან შესული შეტყობინების საფუძველზე მოკვლევა დაიწყო. ოჯახმა სააგენტოში საჩივარი 8 მაისს შეიტანა.

მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს.