რა მავნე ზეგავლენა აქვს მეტამფეტამინს, რომელსაც "გაბოროტებულის" მთავარი გმირი ამზადებს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა მავნე ზეგავლენა აქვს მეტამფეტამინს, რომელსაც "გაბოროტებულის" მთავარი გმირი ამზადებს?

მიუხედავად იმისა, რომ სერიალში წამალი საკმაოდ ნეგატიურ კონტექსტში განიხილება, მისი გამოსვლის შემდეგ მეტამფეტამინის მიმართ დაინტერესება საკმაოდ გაიზარდა.

ის ამფეტამინის რიგის თეთრი კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც წარმოადგენს ფსიქოსტიმულატორს მიჩვევის მეტად მძლავრი პოტენციალით. წამალი პირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში მიიღეს მცენარისგან Ephedra sinica, რომელსაც ჩინურ მედიცინაში უძველესი დროიდან გამოიყენებდნენ. იაპონელმა ქიმიკოსებმა მცენარის აქტიურ ქიმიკატს შეურიეს წითელი ფოსფორი და იოდი. შედეგად კრისტალური მეტამფეტამინი მიიღეს.

1930-იან წლებში ექიმები მეტამფეტამინს ასთმისა და ნარკოლეფსიის სამკურნალოდ იყენებდნენ. ხალხმა მალე შენიშნა, რომ ეს უცნაური სტიმულანტი მათ მადას უკარგავდა, სამაგიეროდ ენერგიას მატებდა და კონცენტრირებაში ეხმარებოდათ. მეორე მსოფლიო ომში ადოლფ ჰიტლერი მეტამფეტამინის გავრცელებას უწყობდა ხელს, რათა ჯარისკაცები მუდმივად მხნედ და ფხიზლად ყოფილიყვნენ. 1950-იანებში მეტამფეტამინს შეიცავდა პოპულარული გასახდომი აბები.

1990-იანებში გამოიგონეს დამზადების ახალი მეთოდი, რომლითაც მიიღეს 6-ჯერ უფრო ძლიერი მეტამფეტამინი, რომელიც უკვე ნარკოტიკული საშუალებაა. მსოფლიოში სულ რამდენიმე ლაბორატორიაა, სადაც ამ ქიმიკატების დამზადება შეუზღუდავად შეიძლება. თუმცა მას აქტიურად ამზადებენ კუსტარულად.

ძლიერია მისი ზემოქმედება ტვინზე. მეტამფეტამინი ზრდის ტვინის მიერ დოპამინის გამომუშავებას, რაც ასტიმულირებს მოტივაციას, სიამოვნების განცდასა და მოტორულ ფუნქციებს. ტვინის რეგიონებში დოპამინის სწრაფი გამოყოფა იწვევს ეიფორიის შეგრძნებას. ხანგრძლივი პერიოდით მეტამფეტამინის გამოყენება მნიშვნელოვნად ცვლის ტვინის სტრუქტურას. დროთა განმავლობაში ტვინი მეტამფეტამინის, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა ნარკოტიკის გარეშე, მცირე დოპამინს გამოყოფს, რის გამოც სუსტდება მოტორული უნარები. კვლევები ადასტურებს სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებს ემოციებსა და მეხსიერებასთან დაკავშირებულ არეებში.

ტვინის გარდა, მეტამფეტამინი ორგანიზმის სხვა ნაწილებსაც მნიშვნელოვნად ვნებს. მისი მოხმარებისას სისხლძარღვები ვიწროვდება და ბოლოს ნადგურდება, ანელებს და შემდეგ აჩერებს ორგანიზმის უნარს, აღადგინოს დაზიანებული ქსოვილები, იწვევს კანის სწრაფ დაბერებას. მომხმარებლებს ზოგჯერ აქვთ ჰალუცინაციები, ეჩვენებათ, რომ კანქვეშ მწერები დაღოღავენ, რის გამოც სხეულს იზიანებენ. მისი მომხმარებლები სწრაფად კარგავენ წონას, აქვთ არარეგულარული გულისცემა, უძილობა, ადვილად ღიზიანდებიან. ორსულობის პერიოდში მოხმარებისას მეტამფეტამინი აღწევს პლაცენტამდე და გადადის სარძევე ჯირკვლებშიც. წამალი სერიოზულ პრობლემებს უქმნის კბილებს.

#ჩაუჯექი ქართულ ენაზე "გაბოროტებულს" ყოველ სამუშაო დღეს, საღამოს 19:00 საათზე GDS-ზე.