პირიდან უსიამოვნო სუნის მიზეზი შეიძლება გენები იყოს
SELENBP1 მაკოდირებელი გენების მუტაციაა. ამ გენს უკავშირდება სიმსივნის განვითარების დათრგუნვა. მეცნიერებმა გააანალიზეს ჰალიტოზით დაავადებული ხუთი პაციენტის ამონასუნთქი ჰაერი. აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტში მონაწილეობდა სამი ოჯახი: თურქეთიდან, პორტუგალიიდან და ჰოლანდიიდან.
ყველა მონაწილის ამონასუნთქ ჰაერში მომატებული იყო გოგირდის შემცველი ნაერთის- დიმეთილსულფიდისა და მეთანთიოლის დონე. აღნიშნული ნივთიერებები გამოირჩევა ძლიერი, უსიამოვნო სუნით. ამასთან ყველა მოხალისეს აღენიშნებოდა SELENBP1 მაკოდირებელ გენში დამახასიათებელი მუტაცია. პირიდან უსიამოვნო სუნსა და მუტაციას შორის კავშირის დასადგენად, მეცნიერებმა გამოიყვანეს თაგვები „გამორთული“ SELENBP1 გენით.
აღნიშნულ მღრღნელებს სისხლის პლაზმაში მომატებული ჰქონდათ გოგირდის ნაერთები. მეცნიერების აზრით, გენი შეიძლება დაკავშირებული იყოს იმ ფერმენტის გამომუშავებასთან, რომელიც ცუდი სუნის მოლეკულების დროულ დაშლაში მონაწილეობს. ეს პროცესი ადამიანს გარემოში გოგირდის აირადი ნაერთების აღმოჩენის საშუალებას აძლევს.
ლალი ჩხიკვაძე