რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ნარკოლოგია
სპეციალისტთა მტკიცებით, ტოქსიკომანიასა და ნარკომანიას შორის სამედიცინო-ბიოლოგიური განსხვავება არ არსებობს. განსხვავდება, უპირველესად, გამოყენებული ნივთიერებების ტიპები: ტოქსიკომანები უპირატესობას ანიჭებენ ისეთ ქიმიურ ნივთიერებებს, რომლებიც დამათრობელი ან ჰალუცინოგენური მოქმედებით გამოირჩევა, თუმცა ოფიციალურად ნარკოტიკულ საშუალებებს არ მიეკუთვნება. კიდევ ერთი განსხვავება ის არის, რომ ნარკომანები “წამლის” მოხმარების სხვადასხვა მეთოდს (ხერხს) მიმართავენ: მოწევას, ყლაპვას, ცხვირით შესუნთქვას, ინიექციას, მაშინ როდესაც ტოქსიკომანები შხამიან ნივთიერებებს, ჩვეულებრივ, შეისუნთქავენ (ყნოსავენ). სხვა მეთოდების გამოყენება უმეტესად შეუძლებელია, უკიდურესად საშიშია ან არ იძლევა სასურველ ეფექტს. ტოქსიკომანიასთან დაკავშირებულ საინტერესო საკითხებზე გვესაუბრება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაკოგნოზიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური სამმართველოს უფროსი მალხაზ ჯოხაძე.
ნარკოტიკული ნივთიერებების შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში უხსოვარი დროიდან მოიპოვება, თუმცა ნარკომანია პრობლემად გასული საუკუნიდან იქცა და დროთა განმავლობაში უფრო და უფრო მწვავდება, მძიმდება და მოიცავს საზოგადოების ფართო ფენებს. სამწუხარო სტატისტიკაა, მაგრამ ამ ჭაობში ეფლობა მოსახლეობის ყველაზე პროდუქტიული, შრომისუნარიანი ნაწილი, რომელმაც უნდა იზრუნოს ქვეყნის მომავალზე, განვითარებასა და ერის გამრავლებაზე. ამ სენის წინააღმდეგ მთელი საზოგადოება უნდა გაერთიანდეს. ეკლესია აქტიურად მონაწილეობს ამ დაავადებასთან ბრძოლაში მონასტრებთან არსებული ცენტრების საშუალებით, სადაც ბევრმა პოვა სასოება და შვება. ნარკომანიის ცოდვაზე გვესაუბრება წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მოძღვარი მამა იოსებ გელუკაშვილი.
ტერმინი “ნარკომანია” მჭიდროდ არის დაკავშირებული სიტყვა “ნარკოტიკთან” (ბერძნ. ნარკოტიკოს - დამაძინებელი). ძველად ნარკოტიკებს საძილე ყაყაჩოს მორფინისმაგვარ ალკალოიდებს და მათ სინთეზურ ანალოგებს უწოდებდნენ, სადღეისოდ კი ამ სიტყვამ იურიდიული მნიშვნელობა შეიძინა და იმ ნივთიერებას აღნიშნავს, რომელიც აკრძალულ პრეპარატთა ჩამონათვალშია შეტანილი. თანამედროვე საერთაშორისოდ მიღებული განმარტების თანახმად, ნარკომანია არის ფსიქიკის დარღვევა, რომლის დროსაც ადამიანს ეუფლება იმ ნივთიერების მიღების დაუოკებელი სურვილი, რომლებიც აკრძალულ პრეპარატთა ჩამონათვალში შედის და, მიუხედავად მისგან მიყენებული ზიანისა, მაინც აქტიურად მოიხმარს, ხოლო იმ პრეპარატების ბოროტად გამოყენებას, რომლებიც აღნიშნულ ჩამონათვალში არ შედის, ტოქსიკომანიას უწოდებენ.
ნაჩვენებია მე-6 გვერ 9 - დან
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
25 ივნისი 2018
კომფორტული წნევა ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთისთვის იდეალურია სტანდარტული 120/80, მეორესთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის