საქართველოში დაახლოებით 50,000 ნარკომომხმარებელია, 2017 წელს კი ახალგაზრდებს შორის ნარკოტიკების მოხმარების ზრდა დაფიქსირდა, 11%-ით გაიზარდა მარიხუანას მოხმარება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საქართველოში დაახლოებით 50,000 ნარკომომხმარებელია, 2017 წელს კი ახალგაზრდებს შორის ნარკოტიკების მოხმარების ზრდა დაფიქსირდა, 11%-ით გაიზარდა მარიხუანას მოხმარება

70 ქვეყანაა მიმოხილული, მათ შორის, საქართველო.

ანგარიშში ნათქვამია, რომ „2017 წელს საქართველოს ხელისუფლებას არ დაუფიქსირებია დიდი ოდენობით უკანონო ნარკოტიკების ამოღების შემთხვევები. საქართველოს მთავრობა და არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ დაახლოებით 50,000 ნარკომომხმარებელია. მეტადონი, ჰეროინი და ბუპრენოფრინი ყველაზე გავრცელებული ნარკოტიკებია საქართველოში და ნარკოტიკების ინტრავენური მოხმარების შემთხვევები იზრდება. 2017 წლის კვლევამ აჩვენა ნარკოტიკების მოხმარების ზრდა ახალგაზრდებს შორის, 11%-ით კი მარიხუანას მოხმარების ზრდა დაფიქსირდა“.

ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლისთვის საქართველომ პოლიციის ატაშეები გააგზავნა 13 ქვეყანაში, რათა ხელი შეუწყონ გამოძიებებს.

„2017 წელს აშშ-მ განაგრძო საქართველოს მხარდაჭერა ნარკოტიკებთან ბრძოლის კუთხით. საქართველოს მთავრობა დიდ ინტერესს იჩენს აშშ-სთან შემდგომ თანამშრომლობაში. საქართველოს მთავრობა ანტინარკოტიკული პოლიტიკისა და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და მისიებთან, პარტნიორ სახელმწიფოებთან, ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და აკადემიურ წრეებთან“, - აღნიშნულია აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში.

ანგარიშში ასევე ყურადღება გამახვილებულია ნარკოდანაშაულთან დაკავშირებულ ფულის გათეთრების საკითხზე. „საქართველოში არალეგალური შემოსავლის დიდ ნაწილს საბანკო სექტორში თაღლითობა, კორუფცია, კონტრაბანდა, გადასახადებისგან თავის არიდება და ორგანიზებული დანაშაული წარმოშობს. არსებობს არალეგალური ნარკოტიკების შიდა ბაზარი, აგრეთვე საქართველო ნარკოტიკების სატრანზიტო პუნქტს წარმოადგენს. რუსეთის მიერ ოკუპირებული სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ტერიტორიებზე საქართველოს ხელისუფლების კონტროლი არ ვრცელდება და ისინი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო მონიტორინგს არ ექვემდებარება“, - ხაზგასმულია ანგარიშში.

როგორც სახელმწიფო დეპარტამენტში აღნიშნავენ, საქართველოს პროკურატურამ და სამართალდამცავმა ორგანოებმა მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირს და რომ საქართველომ ასევე უნდა შეიმუშაოს მიდგომა, რომელიც ხელს შეუწყობს შესაბამის ორგანოებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას.

ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ნარკოტიკების, გამოძალვის, მასობრივი განადგურების იარაღის, ტრეფიკინგის, პროსტიტუციისა და კონტრაბანდის საქმეებზე გამოძიება იშვიათად მოიცავს ფინანსურ კომპონენტებს.

„საქართველოს პროკურორებმა და სამართალდამცავმა ორგანოებმა უფრო მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირების გამომჟღავნებას. 2017 წლის 1-ელი იანვრიდან 1-ელი ოქტომბრის ჩათვლით, ფულის გათეთრების ბრალდებით 31 პროცესი და 8 გამამტყუნებელი განაჩენი დაფიქსირდა“, - წერენ ანგარიშის ავტორები.