კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს - დავით სერგეენკო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს - დავით სერგეენკო

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბოლო დღეებში ნარკოტიკული საშუალების ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვალების ფაქტებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ორივე ნარკოტიკისადმი მიდგომა უნდა იყოს ერთნაირი, რაც ზიანის შემცირებას გულისხმობს. "ძალიან რთულია ახალგარდაცვლილ ადამიანებთან მიმართებით ვისაუბროთ იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს და როგორ შეიძლებოდა თავიდან აცილება. ზოგადად, ცალსახად მინდა ვთქვა, რომ ასეთი ცნება - კლუბური და რეკრეაციული ნარკოტიკი არ არსებობს. არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი მათ შორის არ არსებობს. ორივესადმი მიდგომა არის ერთნაირი - ზიანის მაქსიმალურად შემცირება და სწრაფი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.

ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით მინისტრმა განაცხადა, რომ ნებისმიერი ნაბიჯი მიწოდებისა და მოხმარების შემცირებისკენ უნდა იყოს მიმართული. დავით სერგეენკომ პრეპარატ „ნალოქსონის“ რეცეპტული სისტემიდან ამოღებასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი და აღნიშნა, რომ ეს კითხვა საერთოდ არ უნდა გაჩენილიყო.

"ნალოქსონი“ არის სელექტიური, მიზანმიმართული ოპიატების მოქმედების შემაბრუნებელი, რევერსის მქონე მედიკამენტი. ხოლო ის ნარკოტიკები, რომელიც გამოიყენება, ძირითადად არის ფსიქოტროპული ჯგუფის, რომელზეც „ნალოქსონი“ არანაირი სახით არ მოქმედებს. პირიქით, შეიძლება სამედიცინო დახმარებამ აქცენტირება მცდარად გადაიტანოს „ნალოქსონის“ ძებნაზე და რეალური დახმარება დაიკარგოს", - აღნიშნა სერგეენკომ.