ადამიანების ნარკოტიკული დამოკიდებულების მიზეზი შეიძლება ვირუსები აღმოჩნდეს
შეიძლება გამოიწვიოს პათოლოგიური დამოკიდებულების განვითარება. სპეციალისტების დასკვნით, ვირუსული დნმ-ის ერთი ფრაგმენტი (НК2 ) მოქმედებს ადამიანის ტვინის დაჯილდოების სისტემასთან დაკავშირებულ გენებზე. ამის შედეგია ნარკომანიის განვითარება ნეირომედიატორ დოფამინის მუშაობის დარღვევის გამო.
НК2 დედამიწის მოსახლეობის 5-10%-შია. ნარკომანებში კი ვირუსული დნმ-ის აღნიშნული ფაქტორი სამჯერ ხშირია, ვიდრე დანარჩენებში. ამასთან, ადამიანის ორგანიზმში ის დიდი ხანია მოხვედრილია და ხანგრძლივი დროის მანძილზე არ იქცევდა მეცნიერების ყურადღებას გენომის არასამუშაო ნაწილში არსებობის გამო.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ თავისთავად ფრაგმენტის არსებობა ადამიანს ავტომატურად ნარკოდამოკიდებულად არ გადააქცევს. მის ასამუშავებლად საჭროა გარეშე ნეგატიური ფაქტორების ნაკრები, რომელიც თავისთავად ზრდის ნარკოტიკული დამოკიდებულების განვითარების რისკს.
ლალი ჩხიკვაძე