"ნაბახუსევის სამკურნალო კლინიკა" ქეიფის მოყვარულებისთვის
კლინიკის დასახელებაა Hangover Clinic. კლინიკის მომსახურების ღირებულება იწყება 140 დოლარიდან. 30 წუთიანი სეანსის განმავლობაში პაცინეტს უკეთებენ წვეთოვან გადასხმას თავის ტკივილისა და ღებინების საწინააღმდეგო პრეპარატებით, B და C ვიტამინებით და აძლევენ 1 ლიტრ სპეციალურ ხსნარს გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად.
200 დოლარად შეიძლება სეანსის 1 საათამდე გაგრძელება. ამ შემთხვევაში წვეთოვან გადასხმას ემატება ჟანგბადით თერაპია და კიდევ ერთი ლიტრი სითხე გაუწყლოების თავიდან ასაცილებლად. არის ასევე ცალკე VIP-ოთახი ჯგუფური თერაპიისთვის.
დამოუკიდებელმა ექსპერტებმა უკვე შეაფასეს კლინიკის დაარსება. მათი აზრით, მსგავსი დაწესებულება ადამიანებს სპირტიანი სასმელების მოხმარებისკენ უბიძგებს, თუმცა კლინიკის შემქმნელების პასუხი ასეთი იყო: "ჩვენ არ ვყიდით ალკოჰოლს, ჩვენთან არ მოდიან ლოთები, რომლებიც დაწესებულებებში სვამენ. ჩვენ ვმუშაობთ 6:00-დან 14:00-მდე, იმისათვის რომ ადამიანებმა დღის ნორმალურად გაგრძელება შეძლონ.
ლალი ჩხიკვაძე