რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
მსუბუქ სიგარეტებსაც მძიმე შედეგები აქვს
მსუბუქ სიგარეტებსაც მძიმე შედეგები აქვს
დანიელი მკვლევარები ვარაუდობენ, რომ მსუბუქ სიგარეტებსა და ფილტვის სიმსივნის ერთ-ერთ სახეს – ადენოკარცინომას შორის პირდაპირი კავშირია. მსუბუქი სიგარეტების მოყვარულები უფრო ღრმად შეისუნთქავენ თამბაქოს კვამლს და უფრო მეტსაც ეწევიან, ვიდრე ჩვეულებრივი მწეველები. 
ექიმებს ის ამბავიც ძლიერ აშფოთებთ, რომ ეს ე.წ. მსუბუქი სიგარეტები ახალგაზრდებს მოწევის დაწყებას უიოლებს, ვინაიდან მათი კვამლი ნაკლებ უსიამოვნო შეგრძნებებს იწვევს, ვიდრე ჩვეულებრივი სიგარეტებისა!

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მეცნიერების აზრით, ყოველდღიურად ჩაის მიღებისას დემენციის რისკი 50%-ით მცირდება. „დემენციის გენის“ არსებობისას კი ტვინში ტოქსიური ნადებების წარმოქმნის ალბათობა 86%-ით მცირდება. აღსანიშნავია, რომ შავი და მწვანე ჩაი ტვინისთვის ერთნაირად სასარგებლოა.
რედაქციაში ბევრი წერილი შემოდის, როდესაც მკითხველს აინტერესებს როგორ მოიშორონ კოჟრები. გეტყვით, რომ აფთიაქებში იყიდება კოჟრის (ე.წ. "მაზოლის") საწინააღმდეგო "პლასტირები". მის გამოყენებამდე უნდა გაიკეთოთ თბილი წყლის აბაზანა, შემდეგ კარგად გაიმშრალოთ ის ადგილი, სადაც კოჟრი გაქვთ
იაპონია მოსახლეობის დღეგრძელობის კუთხით მსოფლიო ლიდერის პოზიციებს კარგავს. მას მალე სამხრეთ კორეა გადაასწრებს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ გადახედა თავის პროგნოზებს და მნიშვნელოვანი ანალიზი გაუკეთა 35 განვითარებულ ქვეყანაში სიცოცხლის ხანგრძლივობის მაჩვენებლებს.
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
მარიხუანას მომხმარებლები ინსულტისა და გულის უკმარისობის განვითარების მომატებული რისკის ქვეშ იმყოფებიან. ინსულტის განვითარების ალბათობა 26%-ით იზრდება, გულის უკმარისობის კი 10%-ით. თუ მხედველობაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ მარიხუანას აქტიურად ნერგავენ, როგორც სამკურნალო საშუალებას, აინშტაინის სამედიცინო ცენტრის დასკვნა უკიდურესად შემაშფოთებელია.
მწეველებმა, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადების განვითარების თავიდან ასაცილებლად, აუცილებლად უნდა მიიღონ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული. აღნიშნული პროდუქტების კვირაში ხუთი დღის განმავლობაში მოხმარება ამ დაავადების განვითარების ალბათობას 40%-ით ამცირებს,
ზოგიერთი მარიხუანას პირველად ყმაწვილობის ასაკში სინჯავს, რაც ძალიან საშიშია. კანადელმა სპეციალისტებმა გამოარკვიეს, რომ თუ ადამიანი მარიხუანას მოწევას 15 წლის ასაკში, ან მანამდე იწყებს, შეიძლება განვითარდეს ხანგრძლივი კოგნიტიური დარღვევები, მეხსიერებისა და IQ დაქვეითება, სწავლასთან დაკავშირებული პრობლემები, ფსიქიკური დაავადებები და რესპირატორული ავადმყოფობები.
კოკაინზე დამოკიდებულებამ შესაძლოა დემენციის განვითარება გამოიწვიოს. კემბრიჯის უნივერსიტეტის სპეციალისტების მტკიცებით, კოკაინის მომხმარებლები ჭკუასუსტობისკენ არიან მიდრეკილნი. საქმე ისაა, რომ კოკაინი ხელს უწყობს თავის ტვინში ზედმეტი რკინის დაგროვებას.
ამერიკელ მეცნიერთა დასკვნით, ალკოჰოლზე დამოკიდებულების ჭეშმარიტი მიზეზი KLB გენია. მათი აზრით, აღნიშნული გენის სტიმულაცია ალკოჰოლიზმის მკურნალობის ეფექტურად წარმართვის საშუალებას იძლევა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც პათოლოგია შორსწასულია.
არგენტინის ნაციონალური კონგრესის დეპუტატთა პალატამ მიზანშეწონილად მიიჩნია გარკვეული დაავადებების მქონე პაციენტთა მკურნალობაში მარიხუანას ზეთის ჩართვა და მცენარის სამკურნალო მიზნებისთვის გამოყენება დაუშვა.
22 ივლისი 2016
ექიმების რჩევით, კონდენციონერების გამოყენება მინიმუმამდე უნდა შევზღუდოთ. საქმე ეხება საშიშ ბაქტერიას - ლეგიონელას.
08 ივნისი 2017
კემბრიჯის უნივერსიტეტისა და კომპანია Mars-ის თანამშრომლები დარწმუნდნენ იმაში, რომ შინაური ცხოველები ბავშვის სოციალური უნარების ჩამოყალიბებასა და ემოციურ მდგომარეობაზე დადებითად მოქმედებს. მეცნიერებმა დაადგინეს რომ ძაღლი, სხვა ცხოველებთან შედარებით, ოჯახში უფრო ნაკლებ კონფლიქტს იწვევს.
ყველა ექიმი ერთხმად აღნიშნავს, რომ ხანში შესულ ადამიანებს, ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად, სჭირდებათ ვარჯიში. თუმცა, ვიდრე დღის წესრიგში შევიტანთ ფიზიკური აქტივობის ახალ სახეობას, სჯობს ექიმსაც დავეკითხოთ, განსაკუთრებით ისინი, ვისაც ქრონიკული დაავადებები აწუხებს. ექსპერტები სპორტის ამ სახეობებს ურჩევენ ხანდაზმულ ადამიანებს:
E ვიტამინი - ძლიერი ანტიოქსიდანტია. მას შეიცავს მზესუმზირის, სოიოს ზეთი, ნაღების კარაქი, მზესუმზირა, ნუში, პარკოსანი კულტურები, ნიგოზი, ბროკოლი, მწვანილი, ქაცვი, ასკილი.
ბევრისთვის ნაცნობია, როდესაც, ძალიან დაღლილი წვები საწოლში და დაძინება პრობლემა ხდება. ექსპერტების მოსაზრებით, ეს ფენომენი აღგზნებითაა გამოწვეული და სავსებით ექვემდებარება ახსნას. საქმე მანკიერ წრეშია. რაც მეტ ღამეს ვატარებთ უძილობაში, მით მეტია იმის ალბათობა,