არგენტინაში მარიუხუანას მედიცინაში გამოყენება დაუშვეს
იმავდროულად პარლამენტის ქვედა პალატამ მედიკამენტების, გაყიდვებისა და სამედიცინო ტექნოლოგიების მართვის ეროვნულ სააგენტოს მარიხუანას ზეთის იმპორტირების ნება დართო.
"ეს შესაძლებელია, რადგან ის მძიმე პათოლოგიის მქონე პაციენტებს ესაჭიროებათ და ექიმებს მისი დანიშვნა მიზანშეწონილად მიაჩნიათ. შესაბამისად, ამ ზეთის დარიგება უფასოდ მოხდება", - აღნიშნულია დეპუტატთა დადგენილებაში.
ამასთან, პორტალი La Nacion აღნიშნავს, რომ მარიხუანას დამოუკიდებლად გაზრდა-მოყვანა საკუთარი მიზნებისა და მოხმარებისთვის არგენტინაში კვლავინდებურად აკრძალული რჩება, განსხვავებით მეზობელი ურუგვაისგან, სადაც დიდი ხანია ასეთი შესაძლებლობა ლეგალიზებულია.
თინათინ გოცაძე