„ბიო“ ნარკოტიკი ანუ სპაისი - მოწამვლის შემთხვევების სიხშირე საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

„ბიო“ ნარკოტიკი ანუ სპაისი - მოწამვლის შემთხვევების სიხშირე საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა

თემურ კობიძე. საქართველოში გავრცელებული ნარკოტიკით, „ბიო“, ანუ სპაისით  მოწამვლის  შემთხვევების სიხშირე  საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა.

სიტყვა Spice ქართულად სუნელს ნიშნავს. მისი სინთეზური ანალოგი, ბიოარომატიზატორი კი, სხვადასხვა კომპონენტიანი (სალბი, ლოტოსი, ჰავაის ვარდი, სხვადასხვა ბალახი, ზღვის მარილი და დანამატები) მოსაწევი ნაერთია.

სინთეზური კანაბინოიდების, „ბიო“- ს ძირითადი მოქმედი ნივთიერება მარიხუანას ძირითადი მოქმედი ნივთიერების, ტეტრაჰიდროკანაბინოლის სინთეზური ანალოგია. ქიმიური სტრუქტურა თითქმის იგივეა, რაც მარიხუანასი, მაგრამ მოქმედება და შედეგი ძალიან განსხვავებულია. საზოგადოებაში გავრცელებული აზრი, რომ სპაისის კომპონენტები ბუნებრივი წარმოშობისაა და ამიტომ არ არის მავნე, მცდარია.

ბიო ანუ სპაისი ძლიერმოქმედ ნარკოტიკულ საშუალებებს მიეკუთვნება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე და საშიში მოქმედების გამო მსოფლიოს ბევრ ქვეყანში აკრძალულია. სინთეზური კანაბინოიდების წარმოებაში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერებები გამოიყენება. ამდენად, არ არის ცნობილი არც კონკრეტულ პაკეტში შემავალი ქიმიური ნივთიერებები, არც მათი თვისებები და მოქმედება ადამიანის ორგანიზმზე. აქედან გამომდინარე, მოსალოდნელი გამოვლინების პროგნოზირება შეუძლებელია.

ჩამოგითვლით ძირითად ეფექტებს. “ბიოს” ყველა სახეობა ფსიქოაქტიური მოქმედებისაა. გამოვლინება მარიხუანას ეფექტის მსგავსია: განწყობის გაუმჯობესება, უჩვეულო სიმსუბუქე და სხვ. შედარებით „მსუბუქი“ ჰიპერდოზირების დროს ვლინდება: სტუპორი ანუ ავადმყოფის „გაქვავება“, ხველა, თვალების “ამღვრევა“, სკლერების ინიცირება (სიწითლე), ძლიერი წყურვილი, მეტყველების გაძნელება და აზროვნების შენელება, არაადეკვატური რეაქციები - უმიზეზო სიცილი ან შიში, უკონტროლო ჭამა ან უმადობა, მოთენთილობა და ძილიანობა. მაგრამ უფრო ხშირად ვითარდება მეტად არასასურველი, არაპროგნოზირებადი და სიცოცხლისთვის საშიში მოვლენები: შფოთვა, ფსიქოზი, პარანოია, ჰალუცინაციები, მკვეთრი ჰიპერაქტიურობა ან პირიქით, მკვეთრი მოდუნება, უსაფუძვლო მრისხანების ექსტრემალური გამოვლინება და ფიზიკური აგრესია, თვითდაზიანება, სუიციდის მცდელობა, კრუნჩხვები, ინსულტი, მეტყველების გაძნელება, სპონტანური მოძრაობები, ტაქიკარდია, სიმძიმის შეგრძნება და ტკივილი მკერდის ძვლის უკან, გულისრევა, მიოკარდის ინფარქტი, ჰემოდინამიკისა და სუნთქვის მოშლა, სიკვდილი.

როგორ უნდა დავეხმაროთ ამ დროს ადამიანს?

აუცილებელია სასწრაფო დახმარების გამოძახება და ავადმყოფის დროული ჰოსპიტალიზაცია.

ლალი ჩხიკვაძე