ტრამპი ოპიოიდების ბოროტად მოხმარების აღსაკვეთად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ტრამპი ოპიოიდების ბოროტად მოხმარების აღსაკვეთად, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებას გეგმავს

ამის შესახებ მან ბედმინსტონში, საკუთარ გოლფ-კლუბში დასასვენებლად ყოფნისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე მუშაობს დოკუმენტზე, ქვეყანაში საგანგებო სიტუაციის ოფიციალურად გამოცხადების შესახებ.

საგანგებო სიტუაციის შემოღება, შტატებსა და ოლქებს, ოპიოიდების მოხმარების ეპიდემიასთან საბრძოლველად, დამატებითი დახმარებისა და ფედერალური ფონდის რესურსების მიღების საშუალებას მისცემს. ასეთი ღონისძიებები ნარკოდამოკიდებულების მკურნალობის სხვადასხვა მეთოდებზე ხელმისაწვდომობასაც გააფართოებს.

“ჩვენ ვაპირებთ ბევრი დრო, ძალა და საშუალება დავხარჯოთ ოპიოიდური კრიზისის გადასაჭრელად. ეს არა მარტო შეერთებული შტატების, არამედ მთელი მსოფლიოს პრობლემაა“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

8 აგვისტოს თავის twitter-ზე, ამერიკელმა ლიდერმა ოპიოიდების მოხმარების ეპიდემიას აშშ-ის უდიდესი პრობლემა უწოდა. აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრის მონაცემებით, ოპიოიდების გადაჭარბებული დოზით მიღების შედეგად 2015 წელს, 33 ათასი ამერიკელი გარდაიცვალა.

ლალი ჩხიკვაძე