როგორ მოქმედებს მარიხუანა ადამიანის ორგანიზმზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს მარიხუანა ადამიანის ორგანიზმზე

გამოკითხვის საფუძველზე, მსოფლიოში ყველაზე საშიში ნარკოტიკული საშუალებების რეიტინგი შეადგინა. მარიხუანას მასში მე-11 ადგილი უკავია. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგში მოხვდა ალკოჰოლი და თამბაქო, რომლებსაც მე-5 და მე-9 ადგილები აქვთ განაწილებული.

ჟურნალის The Lancet ტოპ-20 ასე გამოიყურება:

1. ჰეროინი;

2. კოკაინი;

3. ბარბიტურატები;

4. მეტადონი;

5. ალკოჰოლი;

6. კეტამინი;

7. ბენზოდიაზეპინები;

8. ამფეტამინი;

9. თამბაქო;

10. ბუპრენოფრინი;

11. კანაბისი (მარიხუანა);

12. ინჰალანტები;

13. მეთილთიოამფეტამინი;

14. LSD (ელესდი);

15. მეთილფენიდატი;

16. ანაბოლური სტეროიდები;

17. GHB (ბუტირატი);

18. ექსტაზი;

19. ალკოლნიტრიტები (პოპერსი);

20. Khat.

მარიხუანა მოქმედებს აზროვნების, აღქმის უნარზე, აბსტრაქტულ აზროვნებაზე, ათვისებასა და ახლო მეხსიერებაზე. მარიხუანამ შეიძლება გამოიწვიოს პანიკის, მოუსვენრობის მდგომარეობა და ტოქსიური ფსიქოზი. ხანგრძლივმა მოხმარებამ შეიძლება მიგვიყვანოს სტრუქტურულ და ფუნქციურ ცვლილებებამდე.

როგორ მოქმედებს ფილტვებზე: იწვევს ყველა იმ მავნე ეფექტს, რაც ახასიათებს თამბაქოს მოხმარებას: ბრონქიტი, ფარინგიტი, სინუსიტი, ფილტვის კიბო.

რა დარღვევები შეიძლება განვითარდეს გულის მხრივ: გაძლიერებული გულისცემა, პულსის გახშირება და არტერიული წნევის მომატება.

რა გავლენას ახდენს მამაკაცის სასქესო სისტემაზე - მარიხუანა აქვეითებს მამაკაცის ძირითადი ჰორმონის, ტესტოსტერონის შემცველობას. ხანგრძლივი მოხმარებისას შეიძლება იმდენად შეიცვალოს ჰორმონული ფონი, რომ დაირღვეს მოზარდის სქესობრივი ფუნქციის განვითარება. მძიმე შემთხვევაში აღინიშნება სპერმატოზოიდების რიცხვი შემცირება და სპერმაში ანომალური უჯრედების გაზრდა.

ქალის სასქესო სისტემაზე მოქმედება გამოიხატება იმით, რომ ის გროვდება ქალის რეპროდუქციულ ორგანოებში. მარიხუანა ცვლის ტვინის ფუნქციონირებას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ოვულაციის დარღვევა და უშვილობა. ორსულობისას, მარხუანა ტოქსიკურად მოქმედებს ნაყოფის განვითარებაზე, ხშირია გადახრები, მშობიარობის მძიმე მიმდინარება და ახალშობილის სიკვდილი.

მარიხუანა მოქმედებს გონებრივ და ფიზიკურ რეაქციებზე, არღვევს კოორდინაციას და ზრდის რეაქციის დროს. ირღვევა ადამიანის საპასუხო რეაქცია სინათლისა და ხმოვან სიგნალებზე, უარესდება თანმიმდევრული ოპერაციების შესრულების უნარი და აღქმის ხარისხი. ვითარდება მოძრაობის, სიარულის, ლაპარაკის ძლიერი მოთხოვნილება, დამახასიათებელია არაბუნებრივი პოზები მოსვენების მდგომარეობაში.

ყველაზე საშიშია ის, რომ მარიხუანა უფრო ძლიერი ნარკოტიკების მოხმარების გზას უხსნის ადამიანს. უკანასკნელი კვლევებით დასტურდება, რომ კოკაინის, ჰეროინის, ჰალუცინოგენური ნივთიერებების თითქმის ყველა მომხმარებელი მანამდე მარიხუანას მოიხმარდა.

ლალი ჩხიკვაძე