რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ივნისი 2018
კითხვა-პასუხი
ჩემი ცხოვრება ნარკოტიკმა ტკივილით აავსო - ნინი ქარსელაძე ნარკომანიის პრობლემაზე
ჩემი ცხოვრება ნარკოტიკმა ტკივილით აავსო - ნინი ქარსელაძე ნარკომანიის პრობლემაზე
მომღერალი ნინი ქარსელაძე ნარკომანიის თემას სოციალურ ქსელში ეხმიანება:
„ნარკოტიკი ჩემთვის და არა მხოლოდ ჩემთვის, ძალიან მძიმე და მტკივნეული თემაა.. იმ თაობას მივეკუთვნები, რომლის მშობლების უმრავლესობა ამას შეეწირა, ვინც ცოცხალია, ვაი ამ სიცოცხლეს. სხვათა შორის ამ თაობას ოქროს თაობას უწოდებდნენ. ამ ზედმეტსახელს ისინი ამართლებდნენ გარეგნობით, ოჯახიშვილობით, განათლებით, ვაჟკაცობით, მაგრამ რა?! უმრავლესობა ჩემთვის ავადსასხსენებელმა ნარკოტიკმა შეიწირა. ჩემდა სამწუხაროდ, ვერანაირად ვერ მივიღებ ჰუმანურ ნარკოპოლიტიკას. საკმარისია!!! ლამაზი, ნიჭიერი და ჭკვიანი თაობების სიკვდილი ჩემთვის და ჩემი თანამოქალაქეებისთვის. ჩემი ცხოვრება ჯერ ნარკოტიკმა, შემდეგ უკვე პროგრამამ მხოლოდ
ტკივილით აავსო. ეს ის თემაა, რაზეც მთელი ქალაქი ფეხზე უნდა დადგეს...შეუძლებელია პატარა ბიჭების აგრესიული გამომეტყველების ან მიძინებულ მდგომარეობაში ყურება (ეს ნარკოტიკის სახეობაზეა დამოკიდებული) და ჯერ რომ ვერ ხვდებიან რაში აქვთ თავი გაყოფილი...დროა მორჩეს იმ ხალხის "გაპიარება" ტელევიზიებით, რომელიც ცოტა "გასული", კმაყოფილი სახეებით მორალს გვიკითხავენ, რომ
ნარკოტიკის მოხმარება ორგანიზმს თურმე სულაც არ ვნებს. რა თქმა უნდა იმ აზრსაც ვიზიარებ, რომ მომხმარებელს (ანუ ავადმყოფს) არ უნდა იჭერდნენ...
P.S. პროპაგანდა გინდათ?! ჯანმრთელ და ჯანსაღ ცხოვრებას გაუწიეთ, იქნებ გადავარჩინოთ ეს თაობა მაინც... და ძალიან გთხოვთ ნუ შემომიხტებით, რომ მარიხუანა კარგია და მისი მოწევა ათასში ერთხელ არაფერს ვნებს...“, - წერს ნინი ქარსელაძე.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მსგავსი სიახლეები
რუსი მეცნიერები ქმნიან ვაქცინას, რომელიც ხელს შეუშლის მძიმე ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების
04-04-2018
მოზარდთა ნარკომანია - ჩვენი თანამედროვე ყოფის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა. ნახეთ ვიდეო და გაიგეთ,
27-03-2018
ჟურნალისტი ხათუნა პაიჭაძე ნარკოპოლიტიკის თემაზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება და პირადი მძიმე ისტორიის
25-01-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
პორტუგალიის პარლამენტმა სამედიცინო კანაფის ლეგალიზების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა. კენჭისყრის დროს
კლუბურ და რეკრეაციულ ნარკოტიკს შორის არანაირი მკაფიო მეცნიერული ზღვარი არ არსებობს, - ამის შესახებ
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი, ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გამო,
რუსი მეცნიერები ქმნიან ვაქცინას, რომელიც ხელს შეუშლის მძიმე ნარკოტიკებისადმი დამოკიდებულების
22 ივნისი 2018
წლის ცხელი სეზონი განწყობასა და გარეგნობას ცვლის. ზაფხული არა მარტო სასიამოვნო მომენტების მომტანია, შეიძლება
25 ივნისი 2018
კომფორტული წნევა ყველასთვის ინდივიდუალურია. ერთისთვის იდეალურია სტანდარტული 120/80, მეორესთვის
კალიფორნიის სააპელაციო სასამართლომ უკურნებელი სენით დაავადებულთა მიმართ ევთანაზიის გამოყენება დაუშვა.
დაავადებათა კონტროლის ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე მოსახლეობას წითელას აცრის გაკეთებისკენ მოუწოდებს.
ამერიკელი სპეციალისტები დარწმუნებულები არიან, რომ კვების დროის შეღუდვა ზედმეტი წონის დაკლებისა და არტერიული წნევის