სამკურნალო კვება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სამკურნალო კვება თირკმელკენჭოვანი დაავადების დროს

თუ ჯერ მხოლოდ მარილოვანი ცვლაა დარღვეული, შარდში ქვიშა ჩნდება, კენჭი კი ჯერ კიდევ არ არის ფორმირებული - ამ შემთხვევაში შარდმჟავა დიათეზზე საუბრობენ. ამ სტადიაში თირკმელებში კენჭის ჩამოყალიბების თავიდან აცილება შესაძლებელია სამკურნალო კვების დახმარებით. ექიმები ავადმყოფებს სამკურნალო დიეტას იმის მიხედვით უდგენენ, რომელი მარილი ჭარბობს მათ შარდში – ურატები, ოქსალატები, ფოსფატები თუ სამივე ჭარბადაა. ურატული კენჭები თირკმელებში პურინული ცვლის დარღვევის შედეგად წარმოიქმნება.

ამ შემთხვევაში ინიშნება დიეტა #6:

  • იკრძალება პურინების შემცველი საკვები - ტვინი, ღვიძლი, თირკმელები, შემწვარი და მოხრაკული ხორცი, ბულიონი, ძეხვეული, ხორცისა და თევზის კონსერვები, მწნილი, მარინადი, მჟაუნა, სატაცური, ლობიო, სოია, მუხუდო, ყავა, კაკაო, შოკოლადი, მაგარი ჩაი. ცოტაოდენი ხორცი შეიძლება, მაგრამ კარგად მოხარშული.
  • სუფრის მარილი დღეში 10 გ-მდე უნდა შეიზღუდოს, იმავდროულად უნდა გაიზარდოს გამატუტიანებელი პროდუქტები, მაგალითად, მცენარეული საკვები და რძის ნაწარმი.
  • თუ პურს, შაქარს, ბურღულეულს, კვერცხს ბუნებრივი სახით მივიღებთ, ორგანიზმში გაცილებით ნაკლები მჟავას ეკვივალენტი წარმოიქმნება, ვიდრე დამუშავებული სახით მიღებისას. ასე რომ, უპირატესობა უნდა მიენიჭის ყვითელ შაქარს, დაცეხვილი მარცვლეულის პურს, გაურჩეველ ბრინჯს, კანიანად მოხარშულ კარტოფილს და სხვა.
  • შეძლებისდაგვარად უნდა შეიზღუდოს თეთრი შაქარი და ჩაენაცვლოს მას ჩირი და თაფლი.
  • უმი ბოსტნეული, მათ შორის - კარტოფილი, კიტრი, ჭარხალი, ასევე - ხილი, კენკრა, მათ შორის - საზამთრო, მსხალი, ატამი, შეიძლება მიიღოთ განუსაზღვრელი რაოდენობით.
  • შეიძლება მიიღოთ შავი ბოლოკის წვენი თაფლით (1:2), ერთი სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ, ჭამიდან 30-40 წუთის შემდეგ (მკურნალობის კურსი შეადგენს 3-4 კვირას). ამ ნარევს აქვს შარდმდენი მოქმედება და ხელს უწყობს კენჭების გამოძევებას.
  • რეკომენდებულია დიდი რაოდენობით (დღეში 2 ლ და მეტი) სითხის (მათ შორის - ვიტამინიზებული წვენების, ტუტე მინერალური წყლების) მიღება კვებიდან კვებამდე და უზმოდ. თუ შარდთან ერთად დიდხანს გამოიყოფა ურატები, აუცილებელია სპეციალური განსატვირთი დიეტა ხილით, კარტოფილით. კარტოფილ-ბოსტნეულით, რძის პროდუქტებით.
  • ოქსალატური კენჭები მჟაუნმჟავას მარილებია. როცა ეს მარილები შარდში ჭარბადაა, ვითარდება ოქსალურია, რომლის ძირითადი მიზეზია ორგანიზმში გლიცინისა და გლიოქსილის მჟავას ცვლის დარღვევა.

ავადმყოფებისთვის რეკომენდებულია დიეტა #14:

  • რაციონიდან უნდა გამოირიცხოს მჟაუნმჟავას შემცველი პროდუქტები: მჟაუნა, კაკაო, შოკოლადი, ისპანახი, ნატურალური ყავა, რევანდი, ხახვი, ოხრახუში და სხვა ფოთლოვანი მწვანილი და პომიდორი. მათ ნაცვლად მიირთვით ბადრიჯანი, გოგრა, მუხუდო, კიტრი, ყვავილოვანი კომბოსტო, სოკო, რომელშიც ეს მჟავა ცოტაა, ასევე - ბ6 ვიტამინით და მაგნიუმით მდიდარი პროდუქტები.
  • ოქსალატების ორგანიზმიდან გამოძევებას ხელს უწყობს ვაშლი, მსხალი, ქლიავი, ყურძენი, კომში.
  • თუ დიეტას მკაცრად დაიცავთ, ორგანიზმში ოქსალატების წარმოქმნა მედიკამენტების გარეშეც საგრძნობლად (40%-ით და მეტით) შემცირდება.
  • ფოსფატურიის დროს (შარდში ფოსფორ-კალიუმის მარილების გამოყოფა ხდება) იზღუდება გამატუტიანებელი მოქმედების და კალციუმით მდიდარი პროდუქტები. მიირთვით საკვები, რომელიც ცვლის შარდის რეაქციას მჟავიანობისკენ (პური და ფქვილის ნაწარმი, ბურღულეული, ხორცი და თევზი).
  • იკრძალება: რძის, ბოსტნეულისა და ხილის წვნიანები, შაშხი, დამარილებული და შებოლილი თევზი, რძე და რძის ნაწარმი, კარტოფილი, ბოსტნეულის სალათები, ვინეგრეტი და ბოსტნეულის კონსერვი, რძეზე მომზადებული ტკბილი კერძები, ხილის, კენკრის და ბოსტნეულის წვენები.
  • რეკომენდებულია სითხის უხვად მიღება (უზმოზე და კვებიდან კვებამდე), რასაკვირველია, თუ უკუჩვენება არ აქვს.
  • სუფრის მარილის დღიური რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 10 გრამს.