რა ვნებს თირკმელებს ყველაზე მეტად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა ვნებს თირკმელებს ყველაზე მეტად

თირკმელების გარეშე სიცოცხლე წარმოუდგენელია. ჩინელებს მიაჩნიათ, რომ თირკმელები სასიცოცხლო ენერგიის კონცენტრირების უმნიშვნელოვანესი ადგილია ორგანიზმში.

რა ვნებს თირკმელებს ყველაზე მეტად?

1) შაქრის შემცველი გაზიანი სასმელების სისტემატურად დალევა

იაპონელ მეცნიერთა გამოკვლევების თანახმად ორი ან მეტი ჭიქა გაზიანი სასმელის ყოველდღიურად მიღება სერიოზულ საფრთხეს უქმნის თირკმელებს. იზრდება მათი დაავადების რისკი. სამწლიან კვლევაში მონაწილეობა მიიღო 12 ათასმა მოხალისემ, რომელიც გაზიანი სასმელების მოყვარული და სისტემატურად მომხმარებელი იყო. უკლებლივ ყველა პირს აღენიშნებოდა პროტეინურია (ცილა შარდში). როგორც იაპონელები აღნიშნავენ, პროტეინურია თირკმლის პათოლოგიის ადრეული სიმპტომია, ამიტომაც აუცილებელია მასზე დროულად ყურადღების გამახვილება და სათანადო ზომების მიღება.

2) წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება

თირკმელების სრულფასოვანი ფუნქციობისთვის აუცილებელია სათანადო მოცულობის წყალი. ვინც წყალს მცირე რაოდენობით იღებს, მის სისხლში გარკვეული სახის ტოქსინების დაგროვების ალბათობა მაღალია. წყლის დეფიციტის ფონზე თირკმელები სისხლიდან ტოქსინებს ვეღარ აძევებს. აშშ-ის ნაციონალური თირკმლის ფონდი დღეში მინიმუმ 12 ჭიქა წყლის დალევას გვირჩევს.

3) შარდის ბუშტის დროულად არდაცლა

მოშარდვის სურვილის აღმოცენებისთანავე აუცილებელია შარდის ბუშტის დროულად დაცვლა. ზოგი ითმენს და შარდს იკავებს. ეს მეტად მავნებელია. ამ ჩვევის მქონენი დიდ ზიანს აყენებენ თირკმელებს. შარდის ბუშტის დროულად არ დაცლის შემთხვევაში თირკმელებში წნევა იმატებს, რაც ზიანს აყენებს ორგანოს. მოგვიანებით შესაძლოა თირკმელების უკმარისობაც კი გამოიწვიოს.

4) ალკოჰოლის ჭარბად მიღება

ალკოჰოლის ჭარბად მიღება ზიანს აყენებს არა მხოლოდ ღვიძლს, არამედ თირკმელებსაც. მათ, ვისაც თირკმელების ესა თუ ის პათოლოგია აღენიშნება, ალკოჰოლური სასმელების მიღება კატეგორიულად ეკრძალებათ.

თინათინ გოცაძე