სიმსივნეს იმუნური სისტემის დაბერება განაპირობებს - აცხადებენ შოტლანდიელი მეცნიერები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
სიმსივნეს იმუნური სისტემის დაბერება განაპირობებს - აცხადებენ შოტლანდიელი მეცნიერები
სიმსივნეს იმუნური სისტემის დაბერება განაპირობებს - აცხადებენ შოტლანდიელი მეცნიერები
დაბერებადი იმუნური სისტემა ავთვისებიანი სიმსივნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია - ამ დასკვნამდე მივიდნენ შოტლანდიელი მეცნიერები დანდის უნივერსიტეტიდან. ეს აიხსნება იმით, რომ დროთა განმავლობაში დნმ-ში გროვდება დეფექტები, რომლებმაც უჯრედი შესაძლოა გადაგვარებამდე მიიყვანოს. როგოც მიჩნეულია, კიბოს განვითარებისთვის 5 ან 6 მუტაციაა საჭირო.

18-დან 70 წლის ასაკის ორ მილიონამდე პაციენტის საფუძვლიანი შესწავლითა და ანალიზით დადგინდა კავშირი იმუნური სისტემის აქტივობის დაქვეითებასა და ავთვისებიანი სიმსივნის ფორმირების ასაკობრივ სიხშირეს შორის ხანდაზმულებთან.

იმუნური სისტემის დაბერების მთავარ მიზეზად მეცნიერები თიმუსის - მკერდუკანა ჯირკვლის დისფუნქციას ასახელებენ. მოგეხსენებათ, ეს უკანასკნელი
იმუნური სისტემის ცენტრალური ორგანოა, მას უკავშირდება T უჯრედების გამომუშავება-მომწიფება.

ყოველ 16 წელიწადში თიმუსი ზომაში მცირდება, შესაბამისად, ქვეითდება ლიმფოციტების გამომუშავება, რომლებიც სიმსივნურ უჯრედთა ამოცნობას და განადგურებას ემსახურება. შოტლანდიელ მკვლევართა აზრით, თიმუსის აქტივობის სტიმულაცია ონკოლოგიურ დაავადებათა პროფილაქტიკას მნიშვნელოვნად გააძლიერებს.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რა აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს. სკანირება
14-09-2018
ადამიანის თავის ტვინი ურთულესი და ნეირომეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი სტრუქტურაა. სხვადასხვა
22-08-2018
თავის ტვინის ონკოლოგიური დაზიანება სიმსივნის ერთ-ერთი იშვიათი ფორმაა, თუმცა, ეს პათოლოგია ყველაზე საშიშ
09-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
სწორი კვება, ფიზიკური ვარჯიში, წითელი ხორცისა და ალკოჰოლის შეზღუდვა ექიმების ძირითადი
არსებობს მოსაზრება, რომ მობილურმა ტელეფონებმა და მიკროტალღურმა ღუმელებმა შეიძლება ტვინის კიბო
ქალები, რომლებიც თმის შეღებვის მიზნით, ხშირად სტუმრობენ სილამაზის სალონებს, გარკვეული რისკის ქვეშ
ამერიკელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს გენი, რომელიც ნეირობლასტომის დროს მეტასტაზების განვითარებას
მეცნიერებმა შეიმუშავეს ტატუირების მეთოდი (ახალი ტატუ), რომელსაც რამდენიმე სახის სიმსივნის გამოვლენა
კუჭისა და ნაწლავის კიბოს განვითარების მომატებული რისკის შემცველია წითელი გადამუშავებული
18 სექტემბერი 2018
ყველა ადამიანი, მიუხედავად სოციალური სტატუსისა, რელიგიის, რასისა და ეროვნებისა თანაბარი რიკსის ქვეშ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად