სხივური თერაპია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სხივური თერაპია

ამის კვალობაზე, რაც უფრო აქტიურად მიმდინარეობს უჯრედში მეტაბოლური პროცესები, მით უფრო ძლიერი დამაზიანებელი ზემოქმედება აქვს რადიაციას მასზე. სიმსივნური უჯრედები აქტიურად დაყოფადი (გამრავლებადი) და ზრდადი უჯრედებია. ნორმაში აქტიურობით მათ მხოლოდ ძვლის ტვინის უჯრედები უტოლდება. ამრიგად, იმის გამო, რომ სიმსივნური უჯრედები გარემომცველ ნორმალურ უჯრედებზე აქტიურია, მაიონიზებელი რადიაციის დამანგრეველი ზემოქმედება მათ უფრო მეტ ზიანს აყენებს.

ზემოქმედების ტიპი

ზემოქმედების ტიპის მიხედვით განასხვავებენ ორგვარ დასხივებას - კორპუსკულურსა და ტალღისებრს. კორპუსკულური დასხივება ხორციელდება:

  • ალფა-ნაწილაკებით;
  • ბეტა-ნაწილაკებით;
  • ელექტრონებით;
  • ნეიტრონებით;
  • პროტონებით.

ტალღისებრი დასხივება კი რენტგენის სხივებითა და გამა გამოსხივებით მიიღება. განასხვავებენ აგრეთვე ზემოქმედების რამდენიმე ტიპს: კონტაქტურს, დისტანციურ და შიდაქსოვილოვან ზემოქმედებას. შიდაქსოვილოვანს ანუ ინტერსტიციულს ზოგჯერ ბრაქითერაპიასაც უწოდებენ. კონტაქტური ზემოქმედება მიიღწევა გამოსხივების წყაროს უშუალოდ სიმსივნურ ქსოვილთან შეხებით. მას მიმართავენ ინტრაოპერაციულად ან ზედაპირულად მდებარე სიმსივნური წარმონაქმნების შემთხვევაში. ეს მეთოდი შედარებით იშვიათად გამოიყენება. დისტანციური ტალღისებრი ზემოქმედების დროს დასხივებად კერასა და დასხივების წყაროს შორის ჯანმრთელი ქსოვილია. რაც უფრო მეტია ეს უკანასკნელი, მით უფრო ძნელია დასხივების საჭირო დოზის კერამდე მიწოდება და მით უფრო მეტია თერაპიის გვერდითი ეფექტი. მიუხედავად სერიოზული გვერდითი ეფექტებისა, ეს მეთოდი დღეს ყველაზე მეტად არის გავრცელებული. ეს იმიტომ, რომ დასხივების დისტანციური მეთოდი უფრო უნივერსალურია და გამოსაყენებლადაც გაცილებით ხელმისაწვდომია. პერსპექტიულ მეთოდს წარმოადგენს პროტონული თერაპია. დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მიმდინარეობს მისი ეფექტურობისა და უსაფრთხოების ინტესიური კვლევა. შიდაქსოვილოვანი დასხივების დროს სიმსივნური წარმონაქმნის შემცველ ქსოვილში შეჰყავთ დასხივების დახურული წყარო - მავთული, ნემსი, კაფსულა, ბურთულების ნაკრები. გამოიყენება აგრეთვე ღია (გახსნილი) წყაროები - ძირითადად ხსნარები, რომლებიც შეჰყავთ უშუალოდ პირის ღრუდან რომელიმე სხვა ღრუში, სისხლძარღვსა თუ საკუთრივ სიმსივნურ წარმონაქმნში. ხსნარების გამოყენება ეფუძნება ზოგიერთი რადიონუკლიდის თვისებას, დაგროვდეს უპირატესად ამა თუ იმ ქსოვილში (მაგალითად, იოდი ფარისებრ ჯირკვალში გროვდება, ფოსფორი - ძვლის ტვინში და ა. შ.).


სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტები

დასხივების შედეგად სიმსივნურ წარმონაქმნთან ერთად გარემომცველი ჯანმრთელი ქსოვილებიც ზიანდება. მაიონიზებელი რადიაციის ზემოქმედებით განადგურებული სიმსივნური უჯრედების ნარჩენები, დაშლის შედეგები სისხლში გადადის, სხვა ორგანოებსა თუ სისტემებში ხვდება და გარკვეულწილად მათაც აზიანებს (წამლავს). აქედან გამომდინარე, სხივური თერაპიის გვერდითი ეფექტები ორ ჯგუფად იყოფა - ლოკალურ და სისტემურ ეფექტებად. ლოკალური ეფექტებიდან აღსანიშნავია სხივური დამწვრობა, სისხლძარღვთა მსხვრევადობა, წვრილკეროვანი სისხლჩაქცევები, დასხივებადი არის დაწყლულება და სხვა, სისტემური ეფექტებიდან, ე.წ. სხივური რეაქციებიდან კი - საერთო სისუსტე, გულისრევა, ღებინება, თმის ცვენა, ფრჩხილების მტვრევადობა, სისხლის ფორმულის ცვლილება, სისხლის წარმოქმნის დათრგუნვა, ღვიძლის ქსოვილის დაზიანება და სხვა.

რენტგენოთერაპია

რენტგენოთერაპია სხივური თერაპიის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც  სამკურნალო მიზნით რენტგენის გამოსხივების გამოყენებას ეფუძნება. რენტგენის მილზე ძაბვის გაზრდით იზრდება გამოსხივების ენერგია და ამასთან ერთად - ქსოვილებში მისი რამდენიმე მილიმეტრიდან 8-10 სმ-მდე შეღწევის უნარი. არსებობს ორი ტიპის რენტგენოთერაპიული აპარატურა. პირველი მოწოდებულია მოკლეფოკუსური რენტგენოთერაპიისთვის, ანუ კანისა და ლორწოვანი გარსების ზედაპირულად განლაგებული პათოლოგიური პროცესების მოკლე დისტანციიდან (6-8 სმ-მდე) დასხივებისათვის, მეორე ტიპის აპარატურით კი ღრმა რენტგენოთერაპია ხორციელდება ანუ ღრმად განთავსებული პათოლოგიური კერების დასხივება ხდება. დასხივების დისტანცია ამ დროს 30-დან 60 სმ-ის ფარგლებში მერყეობს. რენტგენის მილში აღმოცენებული რენტგენის გამოსხივების ენერგია ყოველთვის არაერთგვაროვანია. გამოსხივების შედარებით ერთგვაროვანი კონის მისაღებად იყენებენ სპეციალურ ფილტრებს, რომლებიც რბილ სხივებს შთანთქავს. მცირე ენერგიის გამოსხივებისთვის მსუბუქი მეტალის (0,5-1-3 მმ სისქის ალუმინი, თითბერი) ფილტრებით სარგებლობენ, ხოლო დიდი ენერგიის გამოსხივებისას ერთგვაროვნება მიიღწევა მძიმე მეტალის (0,5-2 მმ სისქის თუთია, სპილენძი) ფილტრების დახმარებით. მოკლეფოკუსურ რენტგენოთერაპიას წარმატებით იყენებენ კანის კიბოს, ზედა და ქვედა ტუჩის I და II  სტადიის კიბოს სამკურნალოდ. პროცესის ფართოდ გავრცელების შემთხვევაში აღნიშნული მეთოდი ერწყმის სხივური თერაპიის დისტანციურ მეთოდებს. მოკლეფოკუსური რენტგენოთერაპია დისტანციურ მეთოდებთან კომბინაციაში გამოიყენება პირის ღრუს ლორწოვანი გარსის, საშვილოსნოს ყელის, სწორი ნაწლავის კიბოს როგორც ადრეული, ასევე გავრცობილი ფორმების სამკურნალოდ. მოკლეფოკუსური რენტგენოთერაპიის გამოყენება შეიძლება ოპერაციის პროცესში ხორხის, შარდის ბუშტის და კუჭის კიბოს ადრეული შემთხვევების დროს. უნდა ითქვას, რომ გასული საუკუნის 50-იან წლებში რენტგენოთერაპია დისტანციური დასხივების ერთადერთი მეთოდი იყო როგორც ანთებითი, ასევე დისტროფიული და ავთვისებიანი ღრმად მიმდინარე პათოლოგიური პროცესების სამკურნალოდ. შინაგანი ორგანოების დაბალი რადიომგრძნობელობის სიმსივნური წარმონაქმნების შემთხვევაში, რომლებიც დაშლა-დაზიანებისთვის გამოსხივების შედარებით დიდ დოზებს საჭიროებს, რენტგენოთერაპია ნაკლებეფექტური აღმოჩნდა. დღეს ღრმად მდებარე სიმსივნური წარმონაქმნების სამკურნალოდ რენტგენოთერაპია დისტანციურმა გამათერაპიამ შეცვალა. რენტგენოთერაპიას კარგი ეფექტი აქვს მწვავე ანთებითი პროცესების, ძვალსახსროვანი სისტემის დისტროფიულ-დეგენერაციული პროცესების მკურნალობისას. მისი მეოხებით შაქრიანი დიაბეტის გართულების დროს ხშირად შესაძლებელი ხდება ტროფიკული ცვლილებებით დაზიანებული ტერფის გადარჩენა.