რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
სარძევე ჯირკვლის კიბო
სარძევე ჯირკვლის კიბო

- რისი ბრალია დაგვიანებული მომართვა, დაუდევრობის?
- ამ კითხვაზე ერთი სიტყვით გიპასუხებთ: შიშის. ქალებს სარძევე ჯირკვლის მოკვეთის შიში აიძულებს, დაგვიანებით მიმართონ ექიმს, არადა უნდა ვიცოდეთ, რომ რაც უფრო ადრეულ სტადიაში აღმოვაჩენთ კიბოს, მით უფრო იოლად გავუმკლავდებით მას და მით უფრო მეტია სარძევე ჯირკვლის შენარჩუნების შანსი. მეორე მიზეზი ის არის, რომ ადრეულ სტადიაში კიბომ ტკივილი არ იცის. მესამე მიზეზია ყოველწლიური აუცილებელი სამედიცინო გასინჯვის უგულებელყოფა.


- სად ჩნდება მეტასტაზები?
- სიმსივნური უჯრედები ლიმფურ კვანძებში ლიმფის ნაკადის მეშვეობით ვრცელდება და მეტასტაზებს იწვევს. ყველაზე ადრე ზიანდება იღლიისა და ლავიწქვეშა ლიმფური კვანძები. შემდეგ ხდება ლავიწზედა, კისრის, მედიასტინური ლიმფური და საპირისპირო იღლიისქვეშა კვანძების მეტასტაზირება. ზოგჯერ ჯირკვალში სიმსივნის აღმოჩენაზე ადრე იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზებს აღმოაჩენენ. მეტასტაზები ვრცელდება ღვიძლში, ფილტვებში, ძვლებსა და თავის ტვინში. მათ შესაძლოა დააზიანონ ხერხემალი, მენჯის, ნეკნების, თავის ქალას, თეძოსა და ბეჭის ძვლები. დაზიანება თავდაპირველად გამოვლინდება ყრუ ტკივილით, რომელიც მოგვიანებით აუტანელ, მუდმივ ტკივილში გადაიზრდება.


- როგორ სვამენ დიაგნოზს?
- სარძევე ჯირკვლის კიბოს დიაგნოსტიკის პირველი საფეხურია პაციენტის დათვალიერება, სარძევე ჯირკვლების ხელით გასინჯვა და ჩივილების გაანალიზება. აუცილებლად უნდა გაისინჯოს ორივე სარძევე ჯირკვალი. იმის გამო, რომ ამ დაავადების დროს საკმაოდ ხშირია კიბოს ღვიძლში მეტასტაზირება, ისინჯება ღვიძლიც (ღვიძლის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა). გამოკვლევის აუცილებელი კომპონენტია ფილტვების რენტგენოლოგიური გამოკვლევა. როდესაც კარცინომის სიმპტომები მკვეთრია, დიაგნოზის დასმა ძნელი არ არის, მაგრამ საწყის სტადიებში, როცა სიმსივნური წარმონაქმნი პატარაა, ღრმად მდებარეობს ან მეტასტაზები ჯერ კიდევ არ განვითარებულა, დამატებითი გამოკვლევა გარდაუვალია. ამ მიზნით ტარდება სარძევე ჯირკვლების რენტგენოგრაფია (უკონტრასტო მამოგრაფია), ექოსკოპია, სიმსივნური წარმონაქმნის პუნქცია და ციტოლოგიური კვლევა. აუცილებელია ბიოფსიის შედეგად აღებულ მასალაში ესტროგენებისა და პროგესტერონის რეცეპტორების განსაზღვრა. რეცეპტორპოზიტიური სიმსივნე ხშირად ჰორმონულ თერაპიას ექვემდებარება და უკეთესი პროგნოზი აქვს. ულტრაბგერით გამოკვლევას სოლიდური (ანუ მკვრივი) ან კისტოზური ხასიათის წარმონაქმნების დიაგნოსტიკისთვის იყენებენ. დაავადების გავრცელების ხარისხის დასადგენად, თუ პაცინეტი უჩივის "ძვლების ტკივილს", ტარდება ჩონჩხის სცინტიგრაფია (საჭიროების შემთხვევაში - ჩონჩხის რენტგენოგრაფია), ღვიძლის ექოსკოპიური გამოკვლევა, ფილტვების რენტგენოგრაფია და სხვა.


- როგორ მკურნალობენ?
- ონკოლოგიაში არსებობს შემდეგი მიმართულებები: ქიმიოთერაპია, ქირურგიული მკურნალობა, სხივური თერაპია. რასაკვირველია, არც ჰორმონული თერაპია უნდა დავივიწყოთ. უკეთესი შედეგისთვის, რასაკვირველია, ყველა კომპონენტის გამოყენებაა აუცილებელი. რაც უფრო ადრეულ სტადიაზე დავიწყებთ მკურნალობას, მით უფრო უკეთეს შედეგს მივიღებთ, მაგრამ მკურნალობა ხანგრძლივია - 3-4 თვიდან 1 წლამდე, შესაძლოა 5 წლამდეც. საწყის სტადიაში, როდესაც სიმსივნური წარმონაქმნი მცირე ზომისაა და რეგიონულ ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები არ აღინიშნება, ტარდება ქირურგიული მკურნალობა, კერძოდ, რადიკალური ძუძუშემანარჩუნებელი მასტექტომია. როდესაც სიმსივნური წარმონაქმნის ზომა 5 სმ-ზე მეტია, კანის სიმპტომები მკვეთრად არის გამოხატული, აღინიშნება სარძევე ჯირკვლის ირგვლივ მდებარე ქსოვილების ინფილტრაცია, ხოლო იღლიის ლიმფურ კვანძებში მეტასტაზები შეიმჩნევა, ინიშნება კომბინირებული მკურნალობა. თავდაპირველად ტარდება ქიმიო- და სხივური თერაპია სარძევე ჯირკვლის არეზე და რეგიონული მეტასტაზების მიდამოში, შემდეგ კი ქირურგიული ჩარევა ხორციელდება. მაგრამ ყველა პაციენტს მკურნალობა ენიშნება ინდივიდუალურად. საოპერაციოდ სპეციალური მომზადება და ოპერაციის შემდგომი მოვლა საჭირო არ არის, აუცილებელია მხოლოდ ჭრილობის დამუშავება და ხელის ვარჯიშების ჩატარება ნაოპერაციებ მხარეს. თუ ქალს ძუძუს გავრცობილი კიბო აქვს, ინიშნება სხივური თერაპიის, ოპერაციის, ჰორმონული და ქიმიოთერაპიის კომბინაცია. სარძევე ჯირკვლის ჰორმონდადებითი კარცინომის დროს იკვეთება ორივე საკვერცხე (ან დასხივებით ითიშება მათი ფუნქცია, ანდა იმავე შედეგს იღებენ ქიმიო- ანუ მედიკამენტური კასტრაციით). ჰორმონული თერაპიის შეწყვეტა არ შეიძლება. მისი კურსი რამდენიმე წელიწადს გრძელდება. ჰორმონული პრეპარატების ხანგრძლივი გამოყენების ან გვერდითი მოვლენების განვითარების შემთხვევაში ნებადართულია დოზის შემცირება ან წამლის მიღებიდან მიღებამდე ინტერვალის გაზრდა. ქიმიო- და ჰორმონულ თერაპიას ფართოდ იყენებენ შორეული მეტასტაზების არსებობისას. ამ დროს ძირითად მკურნალობას ემატება მათი დასხივებაც, რაც დროებითი რემისიის მიღწევისა და ავადმყოფის სიცოცხლის გახანგრძლივების საშუალებას იძლევა. თუ სარძევე ჯირკვლის კიბო შორს არის წასული, განვითარებულია მრავალი მეტასტაზი, სიმსივნე დაწყლულებულია, - ტარდება პალიატიური ოპერაცია, რაც ჯირკვლის ამპუტაციას ითვალისწინებს. ასეთი ოპერაცია გამიზნულია არა სიცოცხლის გასახანგრძლივებლად, არამედ ავადმყოფის მდგომარეობის შესამსუბუქებლად. გულმკერდზე არსებული ნაწიბურის არხში სარძევე ჯირკვლის კიბოს რეციდივი იშვიათია. ამ შემთხვევაში ტარდება როგორც ადგილობრივი სხივური თერაპია, ისე ზოგადი ჰორმონო-ქიმიოთერაპია. რეციდივის დროულად აღმოსაჩენად საჭიროა ავადმყოფის დინამიკაში დაკვირვება. ამისათვის 3-4 თვეში ერთხელ უნდა ჩატარდეს სამედიცინო შემოწმება, ყოველწლიურად - მამოგრაფია, ძვლების სკანირება, გულმკერდის ყაფაზის რენტგენოგრაფია და ღვიძლის გამოკვლევა. თავად ავადმყოფმა უნდა აწარმოოს ყოველთვიური თვითგასინჯვა.




თარიღი : 19-06-2016
cici
რა ზომის კვანძი საჩიროებს ქირურგიულ მკურნალობას
თარიღი : 13-11-2014
NINO
მშობიარობის დროს იგლიაში ჩამომისივდა და უკვე ექვსი წელი ხდება ასე მაქვს და მაინტერესებს რამდენად საშიშია
თარიღი : 03-08-2014
larisa
ჩემს ახლობელს 1,5 სმ სიდიდის კვანძი მკერდში.აუცილებელია ქირურგიული ჩარევა.
თარიღი : 23-05-2014
nato
დავით ჯინჭველაძე არ არის პსპ ნიუ ჰოსპიტალსის ქირურგი+ონკოლოგი,მას სამედიცინო საქმიანობაში დაშვებული შეცდომებისათვის ჰქონდა ლიცენზია შეჩერებული,და კლინიკიდან გაათავისუფლეს .ისე საინტერესოა მისთვის აკადემიური დოქტორის მინიჭების მართლზომიერებაც.ასე რომ ეს მყვირალა დოქტორობა ნუ შეგიყვანთ შეცდომაში.უფრო კვალიფიციური მამოლოგიდან შეიძლებოდა მასალის მომზადება.მე ამან დიდ შეცდომაში შემიყვანა,რამაც ცხოვრება გამიუბედურა..
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
მარადიული ახალგაზრდობის საიდუმლო არა მარტო გენებშია. იმ ქალების მესამედი, რომლებიც ასაკთან შედარებით 10 წლით ახალგაზრდულად გამოიყურებიან, უბრალოდ ცხოვრების სწორ წესს მისდევს. კვლევამ აჩვენა, რომ იმ ქალების 2/3, რომლებიც ხანდაზმულ ასაკში კარგად გამოიყურებიან,
ძილი საიმედოდ დაგვიცავს გრიპისა და გაციებისგან. კარგი ძილი იმუნურ სისტემას აძლიერებს და ორგანიზმი ინფექციას ეფექტურად უმკლავდება.
*კოცნისას სახის 29 კუნთი აქტიურდება, რაც კანის დაბერების კონტროლირების საშუალებას იძლევა;

*კოცნისას პარტნიორებს შორის ხდება ნივთიერებათა ცვლა, რაც ორგანიზმის იმუნიტეტს ამაღლებს;
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ოჰაიოს უნივერსიტეტის მიერ თაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტით, რომლის ფარგლებშიც თაგვებს პომიდვრის ფხვნილით კვებავდნენ და ულტრაიისფერი სხივებით ასხივებდნენ, კიბოს წარმოქმნის ალბათობა 50%-ით ნაკლები აღმოჩნდა. ექსპერიმენტი 35 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა.
ზიკას ვირუსს მოულოდნელად გამოყენება მოუძებნეს. კემბრიჯის უნივერსიტეტის მკვლევართა განცხადებით, ამ ვირუსით არა მხოლოდ მოქალაქეთა დაშინება მოხდება, არამედ თავის ტვინის სიმსივნეთა განკურნებაც. მათივე დასკვნით, ვირუსის უნდა ეშინოდეთ ორსულებს,
ამერიკელი სპეციალისტები აცხადებენ, რომ კუჭის კიბო უფრო ხშირად ძვლის ტვინის უჯრედებიდან აღმოცენდება, ვიდრე საკუთრივ კუჭის ქსოვილებიდან, როგორც ეს უწინ ეგონათ. ახალმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ ძვლის ტვინის უჯრედები გადაადგილდება კუჭში Helicobacter pylori-ს მიერ დაზიანებული უჯრედების აღსადგენად.
ამერიკელი მეცნიერები ქალბატონებს ურჩევენ რეგულარულად ჩართონ საკვებ რაციონში ქამა სოკო, რადგან ის ძუძუს კიბოს განვითარებას უშლის ხელს. ამისათვის საკმარისია დღეში 100 გრამი სოკოს ჭამა.
არიზონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა გამოავლინეს სტაფილოს კიდევ ერთი სასარგებლო თვისება. სტაფილოს წვენის რეგულარული მიღებით შესაძლებელია სიმსივნის განვითარების რისკის შემცირება და უკვე არსებული სიმსივნის განვითარების შეფერხება.
წითელ ხახვს განსაკუთრებული თვისებები გააჩნია და მასზე მეცნიერები კიბოსთან ბრძოლის იმედს ამყარებენ. წითელ ხახვს უნიკალური შემადგენლობა აქვს და შემთხვევით არაა ჩართული სასარგებლო, ხმელთაშუაზღვის დიეტაში.
22 ნოემბერი 2016
ცნობილია, რომ სტრესმა შეიძლება წონის მატება გამოიწვიოს. მიზეზი მხოლოდ ამ მდგომარეობისთვის დამახასიათებელ გაძლიერებულ მადაში არ არის. იცვლება თავად სხეულის მუშაობის მექანიზმი.
11 ნოემბერი 2016
საშინაო საქმეები სპორტდარბაზში ვარჯიშის შემცვლელია. სპეციალისტებმა დათვალეს რამდენი კალორიის დაწვაა შესაძლებელი ჩვეული საშინაო საქმიანობის დროს. ასე მაგალითად, საწოლის გასწორებისას ადამიანი წვავს 70 კალორიას, რაც ერთი ორცხობილას ეკვივალენტია.
ადამიანთა უმრავლესობას, გამოსასვლელ დღეებში სადილობამდე უყვარს ლოგინში კოტრიალი, რის შემდეგაც თავს დამძიმებულად და მოდუნებულად გრძნობს.
სტაფორდშირის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ ექსპერიმენტში 3 წლამდე ასაკის 60 ბავშვი მონაწილეობდა.
1. შვრია - რეგულარული მიღებისას, ასუფთავებს ნაწლავებსა და ღვიძლს.