ბრონქოსპაზმი ფილტვების სიმსივნეების დროს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ბრონქოსპაზმი ფილტვების სიმსივნეების დროს

- მაგრამ ასეთივე ნიშნები ხომ სხვა დაავადებების, მაგალითად, ტუბერკულოზის დროსაც იჩენს თავს?

- მართალი ბრძანდებით და სწორედ ნამდვილი მიზეზი უნდა დაადგინოს სპეციფიკურმა გამოკვლევებმა. სწორედ აქ დგება პაციენტის სამედიცინო კულტურის საკითხი: ჩამოთვლილი ნიშნების შემჩნევისთანავე მან უნდა მიმართოს ექიმს და არ უნდა სცადოს პრობლემის დამოუკიდებლად მოგვარება. ეს მას მხოლოდ ზიანს მოუტანს. ექიმიც პროფესიონალი უნდა იყოს, რათა შეძლოს ერთი დაავადების მეორისგან გარჩევა, დროულად დანიშნოს სათანადო მკურნალობა და არ დაკარგოს ფასდაუდებელი დრო. ასე იმიტომ ვამბობ, რომ მსგავსი შემთხვევები არცთუ იშვიათია. ამრიგად, გამოკვლევების მეშვეობით ირკვევა, რომ საქმე გვაქვს ადენომასთან ან პაპილომასთან. მათი მკურნალობა უმთავრესად ქირურგიული გზით ხორციელდება. იმისდაკვალად, რა სტადიაშია პათოლოგია, შეიძლება ჩატარდეს ტრაქეის რეზექცია, ბრონქის სოლისებური ან ცირკულარული რეზექცია, ანდა სხვა ოპერაციები. ზოგჯერ რომელიმე ფილტვის მთლიანად ამოკვეთაც შეიძლება გახდეს საჭირო, - გააჩნია, როგორი ფუძე აქვს და სად მდებარეობს წარმონაქმნი.

- ბატონო ზაზა, ენდოსკოპიური ჩარევები თუ ტარდება ამ დაავადებების დროს?

- ენდოსკოპიური ჩარევა უმთავრესად მხოლოდ სადიაგნოზოდ ტარდება, მაგრამ თუ პაპილომები ვიწრო ფეხზეა, შესაძლებელია მათი ენდოსკოპიურად მოშორება - მოკვეთა, მოწვა. თუმცა ამ დროს მაინც რჩება რეციდივის ალბათობა (დაახლოებით 7-8%).

- რაც შეეხება ავთვისებიან სიმსივნეებს...

- სადღეისოდ ფილტვის ავთვისებიანი სიმსივნე არცთუ ისე იშვიათია და ეს დაავადება მამაკაცებს შორის გავრცელებით პირველ ადგილზე დგას არა მარტო საქართველოში, არამედ თითქმის მთელ მსოფლიოში. ავთვისებიანი სიმსივნეების წარმოშობა უმთავრესად მაინც მოწევასთან არის დაკავშირებული, მაგრამ, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს სხვა ფაქტორებიც. მაგალითად, ისეთი სტრესული სიტუაციები, რომელთა მოწმეები და უშუალო მონაწილეებიც აღმოვჩნდით ბოლო დროს ქართველები. სამწუხაროდ, დევნილ მოსახლეობაში საკმაოდ იმატა ავთვისებიანმა სიმსივნეებმა - არა მარტო ფილტვისამ, არამედ სხვა ორგანოებისამაც. საზოგადოდ, ფილტვის სიმსივნეებს ორ ჯგუფად ყოფენ: ცენტრალურ და პერიფერიულ სიმსივნეებად. საინტერესო ის გახლავთ, რომ ბრონქოსპაზმის კლიკური ნიშანი შეიძლება მოგვცეს მხოლოდ და მხოლოდ ცენტრალურმა სიმსივნემ და ისიც, წესისამებრ, შორსწასული სიმსივნური პროცესის დროს. ბრონქოსპაზმს უმთავრესად იწვევს ტრაქეისა და მისი ბიფურკაციის და მთავარ ბრონქებში არსებული სიმსივნეები. თანდათანობით ბრონქები ვიწროვდება და როდესაც ჰაერის გავლა უკვე ძლიერ არის გაძნელებული, აუსკულტაციით ბრონქოსპაზმი ისმის. ამ კლინიკურმა ნიშანმა ზოგიერთი ექიმი შესაძლოა მცდარ დასკვნამდე მიიყვანოს და მან პაციენტს, ვთქვათ, ასთმის საწინააღმდეგო ან ბრონქოსპაზმის მომხსნელი პრეპარატი დაუნიშნოს, ეს კი შესაძლოა სავალალო შედეგით დასრულდეს.


- სიმსივნის მიზეზებზეც ვთქვათ ორიოდე სიტყვა...

- უმთავრესი მიზეზი, როგორც მოგახსენეთ, სიგარეტია. მასში 65 დასახელების კანცეროგენული, კიბოს გამომწვევი აგენტი გახლავთ აღმოჩენილი. თუმცა ძირითადი გამომწვევი მაინც 3,4-ბენზოპირენია, რომლის ხანგრძლივი ზემოქმედება იწვევს ბრონქების მალფორმაციას; შემდეგ ბრონქებში დეგენერაციული ცვლილებები ვითარდება და სწორედ ეს ქრონიკული პროცესები ედება საფუძვლად ავთვისებიანი სიმსივნეების განვითარებას. ავთვისებიან სიმსივნეებს შეიძლება იგივე ნიშნები ჰქონდეთ, რომლებიც ზემოთ, კეთილთვისებიან სიმსივნეებზე საუბრისას ჩამოგითვალეთ, კერძოდ, სუნთქვის უკმარისობა, სუნთქვის გაძნელება, მოსმენით ბრონქოსპაზმის სურათი, სისხლიანი ნახველი, ტემპერატურული რეაქციები და სხვა, ამიტომ ყოველი ასეთი შემთხვევა დაწვრილებით უნდა იქნეს გამოკვლეული.

- როგორ ტარდება მკურნალობა ავთვისებიანი სიმსივნეების დროს?

- იმის მიხედვით, რა სახის სიმსივნესთან გვაქვს საქმე, როგორია მისი დიფერენცირება, სად და როგორ არის ის გავრცელებული და სხვა, პაციენტს შეიძლება ჩაუტარდეს წინასაოპერაციო ქიმიო- თუ სხივური თერაპია და შემდეგ გაკეთდეს ოპერაცია, ანდა შესაძლოა ჯერ ოპერაცია გაკეთდეს და შემდეგ ჩატარდეს ქიმიოთერაპია. მოკლედ, ონკოლოგიაში მკურნალობა ძირითადად კომპლექსურია.

- მართალია, ავთვისებიან სიმსივნეებთან გავქვს საქმე, მაგრამ არსებობს თუ არა წარმატებული მკურნალობის შანსი? აქვს თუ არა მნიშვნელობა იმას, როდის მივა პაციენტი ექიმთან?

- რა თქმა უნდა, ძალზე მნიშვნელოვანია, პაციენტი დროულად მოხვდეს ონკოლოგთან, რომელიც დროულად დაუსვამს ზუსტ დიაგნოზს და დროულად უმკურნალებს. ონკოლოგიაში წამყვანი ისევ და ისევ ქირურგიული მკურნალობაა. ასეა მთელ მსოფლიოში. დღესდღეობით საქართველოში ამოქმედდა ძუძუს, პროსტატის, მსხვილი ნაწლავის სიმსივნეთა პრევენციული პროგრამები, რომლებიც დროულად ავლენს ონკოლოგიურ პათოლოგიას. სამწუხაროდ, თორაკალურ ქირურგიაში, ფილტვის სიმსივნეებთან მიმართებით, ჯერჯერობით ასე არ არის. მართალია, ეს ყველაფერი საკმაოდ ძვირი ჯდება, მაგრამ იმედი მაქვს, მთავრობა ამ საკითხსაც მოაგვარებს - პირველ-მეორე სტადიაში ხომ კიბოს განკურნების შანსი უფრო მეტია, ვიდრე მოგვიანებით. ევროპის ქვეყნებში მსგავსი პროგრამების წყალობით სიმსივნეებს ასიდან 75 შემთხვევაში პირველ ან მეორე სტადიაში ავლენენ, ჩვენთან კი, სამწუხაროდ, პირიქითაა - მესამე-მეოთხე სტადიის სიმსივნეები შეადგენს დაახლოებით 64%-ს.

- მაინც როდის უნდა მიაკითხოს პაციენტმა ექიმს?

- როცა სიმსივნის დროს ბრონქოსპაზმის კლინიკური ნიშანი იჩენს თავს, ეს უკვე მესამე-მეოთხე სტადიაა და, შესაბამისად, განკურნების შანსიც გაცილებით ნაკლებია. ამიტომ როგორც კი რომელიმე ნიშანი გამოვლინდება, ექიმთან მისვლაა საჭირო. თუ ადამიანი რისკჯგუფშია, კერძოდ, არის მწეველი, აქვს ურთიერთობა ქიმიურ პრეპარატებთან, საღებავებთან, მტვერთან და სხვა, აღრიცხვაზე უნდა იყოს აყვანილი და წელიწადში ორჯერ მაინც უნდა ჩაიტაროს გამოკვლევა, რადგან რისკჯგუფის წარმომადგენელია და სიმსივნური დაავადების ალბათობა სხვასთან შედარებით მეტი აქვს. ვინც რისკჯგუფში არ შედის, პროფილაქტიკურ გამოკვლევას წელიწადში ერთხელ მაინც უნდა იტარებდეს. სხვათა შორის, ფილტვის ჯირკვლოვან და წვრილუჯრედოვან კიბოებს თამბაქოს წევასთან არ აქვს კავშირი... დაავადების კონკრეტული ნიშნით შესაძლოა არც გამოვლინდეს, მაგრამ ყველაზე ხშირად, 70%-ში მაინც, ფილტვის სიმსივნე სისხლიანი ნახველით ვლინდება. მეტად ყურადსაღები ნიშანია მშრალი ხველაც. და კიდევ ერთი - ყურადღება გვმართებს, როცა ხველა ხანგრძლივია. რაც შეეხება ტემპერატურულ რეაქციებს, - სხეულის დაბალ ტემპერატურას ვგულისხმობ, - ის შესაძლოა გამოხატული სულაც არ იყოს.

- დაბოლოს, იქნებ რამე ურჩიოთ ჩვენს მკითხველს.

- ეს რჩევები ზემოთ პრაქტიკულად უკვე ვახსენეთ, მაგრამ გეთანხმებით, მათი თავმოყრა და კიდევ ერთხელ გამეორება ნამდვილად არ იქნება ურიგო: სუფთა ჰაერი, სიგარეტსა და ალკოჰოლზე უარის თქმა, ცხოვრების აქტიური და, საზოგადოდ, ჯანსაღი წესის დაცვა ის ელემენტარული ღონისძიებებია, რომლებიც მრავალი დაავადების თავიდან აცილებასა თუ წარმატებით მკურნალობაში დაგეხმარებათ. ჯანმრთელობას გისურვებთ.