რუბრიკები
ოჯახის მკურნალი
კითხვა-პასუხი
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში
კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა საქართველოში

სამიზნე პოპულაციებში სხვადასხვა ლოკალიზაციის კიბოს სკრინინგის პროგრამა მთელ საქართველოში 2011 წლიდან მოქმედებს და ხელმისაწვდომია საქართველოს ნებისმიერი მოქალაქისთვის, შემდეგი ასაკობრივი ჯგუფების გათვალისწინებით:

* ძუძუს კიბოს სკრინინგი - 40-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისთვის (2 წელიწადში ერთხელ);
* საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი - 25-დან 60 წლამდე ასაკის ქალებისთვის (3 წელიწადში ერთხელ);
* მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის (2 წელიწადში ერთხელ);
*პროსტატის კიბოს სკრინინგი - 50-დან 70 წლამდე მამაკაცებისთვის (წელიწადში ერთხელ).

ზემოთ ჩამოთვლილი ასაკობრივი ჯგუფებისთვის პროგრამით გათვალისწინებული გამოკვლევები უფასოა. რეგიონებში კიბოს სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი (17 ქვეკონტრაქტორთან ერთად) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით. 2011 წელს ამისათვის 1015408 ლარი გამოიყო ცენტრალური ბიუჯეტიდან. თბილისში სკრინინგის პროგრამას ახორციელებს ეროვნული სკრინინგცენტრი (6 ქვეკონტრაქტორთან ერთად) თბილისის მუნიციპალიტეტისა და გაეროს მოსახლეობის ფონდის (უნფპა) დაფინანსებით. ამისთვის 2011 წელს თბილისის მუნიციპალიტეტმა 1 225 000 ლარი გამოყო, გაეროს მოსახლეობის ფონდმა (უნფპა) კი - 170 000 ლარი. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის პირველადი ჯანდაცვის რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჯანმრთელობის ხელშეწყობის საგანმანათლებლო და საინფორმაციო კამპანია კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის (ძუძუს კიბო, საშვილოსნოს ყელის კიბო, პროსტატის კიბო და მსხვილი ნაწლავის კიბო) მხარდასაჭერად. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული კამპანიის ბიუჯეტია 36999 ლარი და მისი მიზანია, გაზარდოს მოსახლეობის შესაბამისი ჯგუფების მონაწილეობა "დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამაში", რომელსაც საქართველოს რეგიონებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ახორციელებს. კიბოს სკრინინგის პროგრამა ხორციელდება საქართველოს პირველი ლედის პატრონაჟით.


რა მნიშვნელობა აქვს სკრინინგს კიბოს პრევენციისათვის?
კიბო აღარ არის უკურნებელი სენი, თუ ის ადრეულ სტადიაში აღმოაჩინეს. სკრინინგის (სცრეენ - ინგლ. გადარჩევა, გამოხშირვა) პროგრამებიც სწორედ იმისთვისაა დანერგილი მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, რომ კიბოს გამომწვევი პათოლოგიური პროცესების გამოვლენა ადრეულ სტადიაშივე მოხერხდეს. ამ შემთხვევაში განკურნების ალბათობა 100%-მდე იზრდება. ამავე დროს, ხარჯიც გაცილებით ნაკლებია, ვიდრე კიბოს შორს წასული ფორმების მკურნალობისას. თუ ადამიანი ჩართულია სკრინინგის პროგრამაში, მას შეუძლია, დროული და თანამიმდევრული გამოკვლევებით:

  • მშვიდად განაგრძოს ჯანმრთელობის კონტროლი;
  • არ მისცეს დაავადებას ავთვისებიან სიმსივნედ გადაგვარების საშუალება;
  • სავსებით განიკურნოს სიმსივნის ადრეულ სტადიაში გამოვლენის შემთხვევაში.

ამდენად, ადრეული დიაგნოსტიკა კიბოს პრევენციის საუკეთესო საშუალებაა.


რა გამოკვლევები ტარდება კიბოს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამით?

ძუძუს კიბოს სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს:

  • მამოგრაფიას;
  • მამოლოგის კონსულტაციას;
  • ექოსკოპიას (საჭიროების შემთხვევაში);
  • ციტოლოგიას (საჭიროების შემთხვევაში).

საშვილოსნოს ყელის კიბოს პროგრამა ითვალისწინებს:

  • პაპ-ტესტს;
  • კოლპოსკოპიას (საჭიროების შემთხვევაში).

მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს:

  • ტესტს ფარულ სისხლდენაზე;
  • კოლონოსკოპიას (საჭიროების შემთხვევაში).

პროსტატის კიბოს სკრინინგის პროგრამა ითვალისწინებს:

  • პროსტატის სპეციფიკური ანტიგენის ტესტს.


რატომ ჩავიტარო გამოკვლევა, როცა არაფერი მაწუხებს?
ავთვისებიანი სიმსივნეები პირველ-მეორე სტადიებში მეტწილად უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ადამიანი ვერ ამჩნევს, რომ რაღაც სჭირს. სიმპტომების უმეტესობა მე-3, მე-4 სტადიებში იჩენს თავს, როდესაც კიბოსთან ბრძოლა ხშირად დაგვიანებული ან უშედეგოა. ამიტომაც არის აუცილებელი სკრინინგულ გამოკვლევებში მონაწილეობა და პათოლოგიის მანამდე აღმოჩენა და მკურნალობა, სანამ ის შეგაწუხებს.


სკრინინგის პროგრამა და ადრეულ ეტაპზე კიბოს

You must have Flash Player installed in order to see this player.
გამოვლენის სტატისტიკა
საქართველოში სკრინინგის პროგრამის ამოქმედების შემდეგ ადრეულ სტადიაში პათოლოგიის გამოვლენის მაჩვენებელი სამჯერ გაიზარდა. ეს იმას არ ნიშნავს, რომ კიბო კატასტროფულად გახშირდა. უბრალოდ, გამოკვლევა ხელმისაწვდომი გახდა საქართველოს მოქალაქეებისთვის და მათ შეძლეს სკრინინგცენტრებში მისვლა, პათოლოგიის გამოვლენა და მკურნალობა.




კომენტარი არ გაკეთებულა
კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
"ოჯახის მკურნალი" ახალ ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს მომხმარებელს. ვებგვერდზე www.mkurnali.ge კითხვა-პასუხის უფასო სერვისი წლებია არსებობს. მასზე სტაბილურად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე მომსახურების დახვეწა და განვითარება გადაწყდა.
შაქრის გადაჭარებეული მოხმარება თანამედროვე კვების რეჟიმის ერთ-ერთი ძირითადი პრობლემაა. ტკბილი საკვების სიყვარული აჩქარებს დაბერების პროცესს,
ალბათ, ბევრს აინტერესებს - რა ხდება ორგანიზმში შიმშილობისას, მაშინ, როდესაც ორგანიზმში არ ხვდება არავითარი საკვები, არც ცილები, არც ცხიმები, არც ნახშირწყლები. მეტიც, ე.წ. მშრალი შიმშილობისას ორგანიზმი წყლის მიღებასაც კი მოკლებულია. ეს ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში (რადგან, საბედნიეროდ, სამკურნალო შიმშილობა გარკვეული ვადით გრძელდება) შინაგანი მოთხოვნილებები საკუთარი სარეზერვო ენერგეტიკული წყაროებიდან უნდა დაიკმაყოფილოს, რადგან მათ სხვა წყაროებით ვერ მიიღებს.

ამ კატეგორიის სხვა სტატიები
კუჭქვეშა ჯირკვლის კიბო ერთ-ერთ ყველაზე აგრესიულ და საშიშ ფორმად ითვლება, რადგანაც სიკვდილიანობა თითქმის 100%-ის ტოლია.
კოპენჰაგენის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ორგანიზმზე სირბილის ზემოქმედების უჩვეულო ეფექტი გამოავლინეს. თურმე სირბილი სიმსივნური უჯრედების ზრდას აფერხებს.
რეგულარულად გამოყენებისას სტაფილომ შესაძლოა მკერდის გარკვეული სახის სიმსივნეთა განვითარება 60 %-ით შეამციროს - იუწყება The Daily Mail.
სპეციალისტები დიდი ხანია მივიდნენ დასკვნამდე, რომ ზღვის პროდუქტებისა და ზეითუნის ზეთის რეგულარულად მომხმარებლები განსაკუთრებული ჯანმრთელობით გამოირჩევიან.
ბევრი ონკოლოგიური პაციენტი იმის გამო იღუპება, რომ კიბოს უჯრედები ქიმიოთერაპიული პრეპარატების მიმართ მდგრადები ხდებიან.
მაინცის უნივერსიტეტის მკვლევარებმა კიბოს საწინააღმდეგო უნივერსალური ვაქცინა წარმატებულად გამოსცადეს. ის უკვე დაიტესტა თაგვებსა და მოხალისეების მცირე ჯგუფზე.
08 აგვისტო 2016
· ოჯახის ყველა წევრს უნდა ჰქონდეს საკუთარი პირსახოცი და საწოლი;
26 სექტემბერი 2016
ელექტრონულ ფოსტაზე დამოკიდებულება ზრდის სტრესის დონეს, რამაც შეიძლება სხვადასხვა დაავადება გამოიწვიოს.
ქალის ტირილი არავის უკვირს, კაცის თვალზე კი ცრემლს იშვიათად შენიშნავთ. მშრალი, მაგრამ სასტიკი სტატისტიკით, მამაკაცები დიდხანს ვერ ცოცხლობენ. მიზეზი შესაძლოა ისიც იყოს, რომ მათ ტირილის მორალური უფლება არ აქვთ, დარდსა და სევდას გარეგანი გამოვლინების საშუალება არ ეძლევა.

თუმცა მამაკაცებიც ტირიან, მაგრამ გაცილებით იშვიათად და ახლობელთაგან ფარულადაც კი.

ნათხემშიდა სისხლჩაქცევები

ნათხემში სისხლჩაქცევების მიზეზი ვადაზე დაბადებულ ბავშვებში მასიური სუპრატენტორიალური პარკუჭშიდა ჩაქცევაა, დღენაკლულ ბავშვებში კი - გერმინული მატრიქსის ჰემორაგია (სისხლჩაქცევა). ყოველივეს კი იწვევს სამშობიარო ტრავმისა და ასფიქსიის თანხვედრა.

ნათხემში სისხლჩაქცევების კლინიკა სწრაფად პროგრესირებს. ქალას უკანა ფოსოს სუბდურალური სისხლჩაქცევის მსგავსად ამ დროსაც სწრაფად ძლიერდება სუნთქვითი დარღვევები, ქვეითდება ჰემატოკრიტი და ჩქარდება ლეტალური გამოსავალი (ბავშვი იღუპება).

ეს ნივთიერებები საკვებს არც აგემრიელებს და არც სასარგებლოა, სამაგიეროდ, საგრძნობლად აიაფებს მის წარმოებას.