ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანია დღეს ოფიციალურად გაიხსნება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ძუძუს კიბოს პრევენციის კამპანია დღეს ოფიციალურად გაიხსნება

დაავადებთა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, პროექტის USAID Sustain, არასამთავრობო ორგანიზაცია ქალთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის კავშირი "ჰერას" და ეროვნული სკრინინგ ცენტრის წარმომადგენლები ერთობლივად პრესკონფერენციას გამართავენ.

ორგანიზატორების განცხადებით, კამპანია ძუძუს კიბოს შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებისა და ადრეული დიაგნოსტიკის სერვისების პოპულარიზაციის მიზნით ტარდება.

კიბოს პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის მიზნით, 2011 წლიდან საქართველოში კიბოს სკრინინგ-პროგრამები მთელი ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს. კერძოდ, შესაძლებელია ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-70 წლის ქალებისთვის; საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ქალებისთვის; პროსტატის კიბოს სკრინინგი 50-70 წლის კაცებისთვის და კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის მოსახლეობისთვის.

კამპანიის დასკვნითი ღონისძიება კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე 29 ივნისს გაიმართება, რისთვისაც სიცოცხლის გადასარჩენად მარათონი მოეწყობა.