ამერიკელმა მეცნიერებმა ალერგიასა და კიბოს შორის კავშირი აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ამერიკელმა მეცნიერებმა ალერგიასა და კიბოს შორის კავშირი აღმოაჩინეს

. ცნობილია, რომ ალერგენის ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ იმუნური უჯრედები - ე.წ. პოხიერი უჯრედები - ჰისტამინს გამოიმუშავებენ. ეს უკანასკნელი ალერგიული რეაქციების მედიატორია, თუმცა ანთებით პროცესებშიც მონაწილეობს და სიმსივნეებს იმუნური სისტემისგან იცავს. ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ჰისტამინის სინთეზის დაბლოკვისას ფერხდება მელანომის ზრდა. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ჰისტამინის მოქმედების შედეგია იმ მიელოიდური უჯრედების - სუპრესორების - გადარჩენა და პროლიფერაცია, რომლებიც იმუნური სისტემის აქტივობის დათრგუნვით ხელს უწყობენ სიმსივნის ზრდას. უფრო მეტიც - აღმოჩნდა, რომ სუპრესორები მიგრირებენ პოხიერი უჯრედების ზონაში, რაც ანთებით კერაში, სიმსივნის უშუალო სიახლოვეს, მათ დაგროვებას იწვევს. ჰისტამინი მასტიმულირებელ გავლენას ახდენს მიელოიდური უჯრედების - სუპრესორების - ერთ-ერთ სუბპოპულაციაზე, კერძოდ, მონოციტურ უჯრედებზე. კვლევებმა ცხადყო, რომ ამ უჯრედების რაოდენობას საგრძნობლად ამცირებს ანტიჰისტამინური პრეპარატები ცეტირიზინი და ციმეტიდინი. მეცნიერებმა დაადგინეს ისიც, რომ ალერგიული დაავადებების მქონე ადამიანებს სისხლში მიელოიდური უჯრედი გაცილებით მეტი აქვთ, ვიდრე მათ, ვისაც ალერგია არ აღენიშნება. კვლევის შედეგები შესაძლოა საფუძვლად დაედოს ანტიალერგიული პრეპარატების გამოყენებით კიბოს მკურნალობის ახალ მეთოდს.