"თანამშრომლობა ონკოპრევენციისათვის: ერთად დავამარცხოთ კიბო!" - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

"თანამშრომლობა ონკოპრევენციისათვის: ერთად დავამარცხოთ კიბო!"

დარგში ჩეხეთის განვითარების სააგენტოს ფინანსური მხარდაჭერით განხორცილებული აქტივობების და ამჟამად მიმდინარე პროექტის "სოფლის ამბულატორიის პერსონალის განათლება ონკოლოგიის სფეროში" ანგარიშს.

შეხვედრას დაესწრებიან შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, ჰოლანდიის, გერმანიის საელჩოს და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.

მისამართი: მ. ასათიანის ქ. N9, თბილისი, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი

კარიტასი - ჩეხეთის რესპუბლიკა, ონკოპრევენციის ცენტრი და "თანადგომა" 2010 წლიდან ახორციელებენ პროექტებს ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის საკითხების ირგვლივ

მიმდინარე პროექტი "სოფლის ამბულატორიის სამედიცინო პერსონალის განათლება ონკოლოგიის სფეროში" ეფუძნება მრავალმხრივ მიდგომას, რაც გულისხმობს ერთი მხრივ, ზუგდიდის სოფლების პირველადი ჯანდაცვის ექიმებისა და ექთნების ტრენინგს ონკოლოგიის საკითხების ირგვლივ და ხორციელდება ონკოპრევენციის ცენტრისა და ჩეხეთის კარიტასის თანამშრომლობით. ტრენინგს, რომელიც აკრედიტებულია თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის მიერ, უძღვებიან ჩეხი და ქართველი ექსპერტები ონკოლოგიის დარგში, დოქტორ ლუბომირ სკოპალი და კატარინა კუბაჩკოვა, პროფესორი რემა ღვამიჩავა, იოსებ აბესაძე, მიხეილ შავდია. საერთო ჯამში, ტრენინგის შედეგად უნდა ამაღლდეს პირველადი ჯანდაცვის პროფესიონალების ცოდნა კიბოს კონტროლის, პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და პალიატიური ზრუნვის საკითხებზე, რაც ხელს შეუწყობს მათი პროფესიული საქმიანობის განხორციელებას სათანადო დონეზე.

მეორე მხრივ, პროექტი მიზნად ისახავს "ზუგდიდის სოფლების მოსახლეობაში განათლების დონის ამაღლებას ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის" შესახებ. ეს კომპონენტი მოიცავს საგანმანათლებლო კამპანიებს, რომლებიც ხორციელდება არასამთავრობო ორგანიზაციის "თანადგომა" მიერ ზუგდიდის სოფლებში. კამპანიის ფარგლებში ტარდება გასვლითი შეხვედრები ზუგდიდის სოფლების მოსახლეობასთან და თანასწორთა განათლების ტრენინგები ონკოლოგიური დაავადებების პრევენციისა და ადრეული დიაგნოსტიკის შესახებ. ამ შეხვედრების მიზანია მოსახლეობაში ცოდნის დონის ამაღლება ონკოლოგიური დაავადებების დროული გამოვლენისა და ექიმთან დროული ვიზიტის მნიშვნელობის შესახებ; ასევე, ზოგადად სოფლის მოსახლეობაში ონკოლოგიური დაავადებების ტაბუირებულ თემაზე ღიად საუბარი.

პროექტის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლათ დაუკავშირდეთ ჩეხეთის კარიტასის პროექტის კოორდინატორს თამარ კურტანიძეს:

tamukurtanidze@hotmail.com, 593 314504 ww.charita.cz