საკვები, რომელიც კიბოსგან დაგიცავთ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები, რომელიც კიბოსგან დაგიცავთ

. ამ პროდუქტებში შემავალი რძემჟავა ბაქტერიები თრგუნავენ ლპობის ხელშემწყობ ნაწლავურ მიკროფლორას. ამ ცოტა ხნის წინ კი მეცნიერებმა კეფირსა და იოგურტში ანტიკანცეროგენული ნივთიერებები აღმოაჩინეს - თურმე ეს საკვები საჭმლის მომნელებელ ტრაქტს ონკოლოგიური დაავადებებისგანაც იცავს.

შავ ყურძენს და წითელ მშრალ ღვინოს (დღეში - ერთ ბოკალს) ასევე კიბოს საწინააღმდეგო მოქმედება ჰქონია. კენტუკის უნივერსიტეტის (აშშ) მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ მუქი ყურძნის კანი და წიპწა ორგანიზმს ლეიკემიასთან ბრძოლას უადვილებს - მათ ექსტრაქტში შემავალი რესვერატროლი გადაგვარებულ უჯრედებს სპობს. გარდა ამისა, ეს ნივთიერება აქვეითებს კუჭის კიბოს რისკს და შეუძლია, უკვე ფორმირებული სიმსივნის შემდგომი განვითარებაც შეაფერხოს. პომიდორი კაროტინოიდ ლიკოპენის მაღალი შემცველობის წყალობით ამცირებს საყლაპავის, სარძევე ჯირკვლების, ფილტვების, კუჭის, კუჭუკანა ჯირკვლის, წინამდებარე ჯირკვლის, მსხვილი და სწორი ნაწლავის კიბოს განვითარების რისკს.

ფორთოხალსა და მანდარინში აღმოჩენილი ნატურალური ნივთიერებები ორგანიზმს ფილტვის კიბოსაგან იცავს. ამერიკელმა მეცნიერებმა ამ ციტრუსებში აღმოაჩინეს 22 აქტიური ნივთიერება, მათ შორის - ტანგერეტინი, ნობილეტინი და სინენსეტინი, რომლებიც აფერხებს ონკოლოგიური უჯრედების გამრავლებას. ერთი ჭიქა ახალგამოწურული ფორთოხლის წვენი ორგანიზმს ასკორბინის მჟავას სადღეღამისო ნორმას აწვდის, ეს უკანასკნელი კი უჯრედებს ავთვისებიანი გადაგვარებისგან იცავს. კერძოდ, როდესაც მაღალია სისხლში "ცე" ვიტამინის შემცველობა, ნაკლებია ძუძუს კიბოთი დაავადების ალბათობა.

ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი რიჩარდ ჰოდი გვირჩევს, მივეძალოთ ზეითუნის ზეთს, რადგან ის სწორედ "ცე" ვიტამინის მაღალი შემცველობით გამოირჩევა. მეცნიერთა თქმით, თევზში შემავალ პოლიუჯერ ცხიმოვან მჟავებს ომეგა-3-ს (მათ დიდი რაოდენობით შეიცავს ქაშაყი, ორაგული, სარდინები, მაკრელი) ასევე შესწევთ უნარი, სუსტი სქესი ძუძუს კიბოსგან დაიცვან. კიბორჩხალებში, მიდიებსა და ზღვის სხვა პროდუქტებში დიდი რაოდენობითაა სელენი, რომელიც ხელს უშლის პანკრეასისა და პროსტატის კიბოს განვითარებას. კომბოსტოს ყველა სახეობა, მეტადრე - ბროკოლი, შეიცავს სულფორაფანს, რომელსაც შეუძლია დათრგუნოს სიმსივნის ზრდა.