კალიფორნიელმა მეცნიერებმა დარიშხანი კიბოს საწინააღმდეგო უებარ საშუალებად აღიარეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კალიფორნიელმა მეცნიერებმა დარიშხანი კიბოს საწინააღმდეგო უებარ საშუალებად აღიარეს

. ჩილეში ჩატარებულმა კვლევამ დარიშხანის გავლენით ძუძუს კიბოთი სიკვდილიანობის 50%-ით კლება დაადასტურა. ჩილეს გარემოში მომატებულია დარიშხანის დონე. კვლევებმა აჩვენა, რომ ეს საწამლავი დადებითად მოქმედებს 60 წლამდე ასაკის ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებზე (ამ ჯგუფში სიკვდილიანობა 70%-ით შემცირდა).

1958 წელს ჩილეს ერთ-ერთ ქალაქში ანდების გეოთერმული წყაროდან დაიწყეს სასმელი წყლის მიწოდება. მასში დარიშხანის შემცველობა 800 მკგ/ლ-ზე მეტი იყო, რაც 80-ჯერ აღემატებოდა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ რეკომენდებულ ნორმას. ადგილობრივ მოსახლეობას დარიშხანით მოწამვლის ნიშნები გამოაჩნდა, რის გამოც 1970 წელს დაამონტაჟეს წყლის გამფილტრავი დანადგარი. მეცნიერებმა შეისწავლეს ამ ქალაქში ქალთა ჯანმრთელობის მდგომარეობა ფილტრის დამონტაჟებამდე და დამონტაჟების შემდეგ და აღმოაჩინეს, რომ მოწამვლას სარგებლობაც მოუტანია, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთისთვის მაინც.

სტენფორდის კიბოს ინსტიტუტის თანამშრომლებმა კი ლაბორატორიულ პირობებში გაარკვიეს, რომ დარიშხანი ხოცავს კიბოს უჯრედებს, ხოლო ჯანმრთელებს ტოქსინის ზემოქმედებისგან თავდაცვის უნარი შესწევთ. 2000 წელს აშშ-ში მხარი დაუჭირეს დარიშხანის ტრიოქსიდის მოხმარებას ლეიკემიის იშვიათი ტიპის მკურნალობისას. არ არის გამორიცხული, უახლოეს მომავალში ის ძუძუს კიბოს სამკურნალო საშუალებადაც აღიარონ. ამჟამად მეცნიერები კლინიკური კვლევისთვის ემზადებიან.